Go to full page →

ღმერთის თანდასწრება ოჯახში ბოს 20

შემწყნარებლობისა და სიყვარულის გარეშე ვერც ერთი მიწიერი ძალა ვერ დააკავებს ცოლსა და ქმარს ერთობის კავშირში. თქვენი ურთიერთობები ქორწინებაში უნდა იყოს ახლო და ნაზი, ამაღლებული და თქვენს ცხოვრებას სულიერი ძალით უნდა აღავსებდეს, რათა შეძლოთ ერთმანეთისათვის იყოთ ყველაფერი, როგორც ამას წმ. წერილი მოითხოვს. როდესაც თქვენ მიაღწევთ იმ მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის უფალს სურს, თქვენ იგრძნობთ, თითქოს ზეცაზე აღმოჩნდით და იხილავთ ღმერთის თანდასწრებას თქვენს ცხოვრებაში. ბოს 20.5

ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ იდეალს, რომელიც მათთვის წინასწარ დასახა ღმერთმა, თუ მას თავიანთ დამხმარედ აქცევენ. რაც არ ძალუძს ადამიანურ სიბრძნეს, იმას ღმერთის მადლი აღასრულებს მათთვის, ვინც სიყვარულით მიენდობა მას. ღმერთის განგებას ძალუძს შეაერთოს გულები ზეციური წარმოშობის კავშირით. ზეციური დაზგა საფუძველს უფრო ნაზად და ამასთანავე უფრო მჭიდროდ ქსოვს, ვიდრე მიწიერი დაზგები, როდესაც ქმნიან ტილოს, რომელიც უძლებს ყოველგვარ გამოცდას და უბედურებას. გულები შეერთებული იქნება სიყვარულის ოქროს კავშირით, რომელსაც არ გააჩნია დასასრული. ბოს 21.1