საზოგადოება ოჯახებისგან შედგება და ისეთია, როგორსაც მეუღლეები ქმნიან. ოჯახი - ეს ერის სული და გულია. ქვეყნის მომავალი განდიდება ან დაცემა ახალი თაობის ხასიათით და მორალური სახით არის განპირობებული. თუ ახალგაზრდა ადამიანებს ბავშვობიდან უნერგავენ ზნეობას, თავდაჭერილობასა და თავშეკა-ვებულობას, მაშინ ისინი პოზიტიურ გავლენას მოახდენენ საზოგადოებაზე. ხოლო მათ თუ აღზრდისა და კონტროლის გარეშე დავ-ტოვებთ, რის შედეგადაც ისინი თავნება და თავშეუკავებელნი გახდებიან, მაშინ შედეგებიც სათანადო იქნება. ის ჩვევები და პრინციპები, რომლებიც დღეს ახალგაზრდებში ყალიბდება, ასახავს საზოგადოების მდგომარეობას მომავალში. ცუდად ორგანიზებული ოჯახის გავლენა ვრცელდება ყველგან და დამღუპველ გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე. იგი ბოროტების ნაკადებად იღვრება და ზიანს აყენებს ოჯახებს, საზოგადოებასა და მთავრობას. ბოს 4.1