დაე, ბავშვებმა ისწავლონ ბუნებაში ღმერთის სიყვარულისა და სიბრძნის გამოვლენის დანახვა; დაე, მათი ღმერთზე ფიქრი დაკავშირებული იყოს ჩიტებთან, ყვავილებთან და ხეებთან; დაე, ყოველივე ხილულმა აღძრას ინტერესი უხილავისადმი და ცხოვრებისეული ყველა მოვლენა ღვთიური ჭეშმარიტების შესწავლის საშუალება გახდეს. ბოს 28.2
განვითარების პროცესის მრავალფეროვნების უამრავ გაკვეთილს შორის რამდენიმე ყველაზე ძვირფასს შეიცავს მაცხოვრის იგავი მზარდი თესლის შესახებ. ბოს 29.1
თესლის აღმოცენება ასახავს სულიერი ცხოვრების დასაწყისს, მცენარის განვითარება კი არის ხასიათის განვითარების ილუსტრაცია. მშობლებმა და მასწავლებლებმა, როდესაც ცდილობენ ასწავლონ ეს გაკვეთილები, ყოველივე პრაქტიკულად უნდა განახორციელონ. დაე, ბავშვებმა თვითონ მოამზადონ ნიადაგი და დათესონ თესლი. მუშაობის დროს მასწავლებელს ან მშობელს შეუძლია აუხსნას მათ, რომ გული - ეს არის ბაღი, სადაც დათესილია კეთილი ან ცუდი თესლი და როგორც ბაღი უნდა იყოს მომზადებული ბუნებრივი თესლისთვის, ასევე გულიც უნდა მომზადდეს ჭეშმარიტების თესლისთვის. არავინ თესავს დაუმუშავებელ ნიადაგში იმის იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი მოსავალს მოიტანს. აუცილებელია შეუპოვარი, გულმოდგინე შრომა, რათა მომზადდეს ნიადაგი, დაითესოს თესლი და მოყვანილ იქნეს მოსავალი. იგივე უნდა ხდებოდეს სულიერ თესვაშიც. ბოს 29.2
თუ არის ასეთი შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა სახლის ქალაქგარეთ არჩევა, რათა ბავშვებს შეეძლოთ მიწის დამუშავება. დაე, ყოველ მათგანს ჰქონდეს თავისი მიწის ნაკვეთი. და როდესაც ასწავლით მათ, თუ როგორ დარგონ ხე, როგორ მოამზადონ ნიადაგი თესლისთვის და როგორ გამომარგლონ სარეველები, ასწავლეთ ასევე, რომ აუცილებელია ჩვენი ცხოვრებიდან მოვიცილოთ ცუდი ჩვევები. ასწაველთ მათ ებრძოლონ ცუდ მიდრეკილებებს ისევე, როგორც ებრძვიან სარეველებს ბოსტანში. საჭირო იქნება დრო, რათა ასწავლოთ მათ ეს, მაგრამ იგი უხვად იქნება ანაზღაურებული. ბოს 29.3
ბუნების ქმნილება - ეს არის უფლის მდუმარე მსახური, რომელიც სულიერი ჭეშმარიტებების შესასწავლად მოგვეცა. იგი ღმერთის სიყვარულზე გვესაუბრება და დიდი ოსტატის სიბრძნეს გვიცხადებს. ბოს 29.4
როგორ შემიძლია ჩემი სახლი უფრო მიმზიდველი გავხადო ჩემი ბავშვებისათვის, ვაქციო ადგილად, სადაც ისინი ისურვებდნენ ყოფნას? ბოს 29.5