Go to full page →

მემკვიდრეობის კანონის დაძლევა ბოს 38

მამებს და დედებს ხშირად შვილებში შეუძლიათ იხილონ საკუთარი ხასიათის თვისებები. ხშირად ეს გაკვეთილები აუტანლად მძიმეა, თუ ისინი თავიანთ არასრულყოფილებას ხედავენ ძეებში და ქალიშვილებში. როდესაც ცდილობენ საკუთარ შვილებში დათრგუნონ და გამოასწორონ ბოროტებისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილებანი, მშობლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული მოთმინება, გამტანობა და სიყვარული. ბოს 38.3

როდესაც ბავშვში ვლინდება ხასიათის უარყოფითი თვისებები, რომლებიც მან თავისი მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიიღო, განა უნდა გაცხარდნენ ისინი იმასთან დაკავშირებით, რომ შთამომავლობაში აისახა მათი საკუთარი ნაკლოვანებანი? არა და კიდევ ერთხელ არა! მშობლებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი საკუთარ თავს, მოერიდონ ყოველგვარ უხეშობასა და უკმეხობას, რათა ეს თვისებები აღარასოდეს გამოვლინდეს ბავშვებში. ბოს 39.1

გამოავლინეთ სიკეთე ბავშვებთან ურთიერთობაში. გახსოვდეთ, რომ მათ სიჯიუტე დედისგან ან მამისგან ერგო მემკვიდრეობით. იყავით შემწყნარებელნი ბავშვებთან, რომლებმაც თქვენი ხასიათის თვისებები გადაიღეს. და მთლიანად მიენდეთ ღმერთს, რათა გამოასწოროთ ბიწიერი მიდრეკილებანი, რომლებიც თქვენს შვილებს გადაეცა. ბოს 39.2

დედებო და მამებო, იყავით მომთმენნი! ხშირად თქვენი უწინდელი დაუდევრობა ართულებს თქვენი შვილების აღზრდას. მაგრამ ღმერთი მოგცემთ ძალას, თუ თქვენ მას დაენდობით. ბავშვებთან ურთიერთობაში გამოიჩინეთ სიბრძნე და სიფრთხილე. ბოს 39.3