Go to full page →

ერთიანობის საიდუმლო ბოს 41

ოჯახებში და საზოგადოებაში უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზი არის ღმერთთან გაყოფა. მიუახლოვდეთ ღმერთს - ნიშნავს უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ჭეშმარიტი ერთიანობის საიდუმლო დაფარულია არა დიპლომატიაში, არა პრობლემებთან გამკლავების უნარში ან სიძნელეების გადალახვაზე მიმართულ არაადამიანურ ძალისხმევაში, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი, არამედ ქრისტესთან ერთიანობაში. ბოს 41.1

შეხედეთ ნახატს. კიდეებიდან ცენტრისკენ იკრიბება მრავალი სხივი. რაც უფრო უახლოვდება ისინი ცენტრს, მით უფრო ახლოა ერთმანეთთან. ასევეა საქმე ქრისტიანულ ცხოვრებაში. რაც უფრო ვუახლოვდებით ქრისტეს, მით უფრო ახლობელნი ვხდებით ერთმანეთისთვის. ბოს 41.2

ოჯახური საქმე გამართულად უნდა მიდიოდეს, მსგავსად იმისა, როგორც მუშაობს მრავალი სხვადასხვა დეტალისაგან შემდგარი კარგად დარეგულირებული მექანიზმი. ბოს 41.3

ოჯახის ყოველი წევრი ვალდებულია შეიგნოს, რომ მას აწევს პასუხისმგებლობა დაამყაროს მყუდროება, წესრიგი და ორგანიზებულობა ოჯახში. ბოს 41.4

არავინ უნდა შეუქმნას წინააღმდეგობა სხვას. ოჯახის წევრებმა ერთობლივად უნდა მიიღონ მონაწილეობა კეთილ საქმეში და გაამხნეონ ერთმანეთი. უნდა იყოთ რბილნი, მომთმენნი და თავდაჭერილნი, უნდა ისაუბროთ დაბალი, მშვიდი ხმით. თავი უნდა აარიდოთ გაუგებრობებს. ოჯახის ყოველ წევრს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახში ერთად უნდა იმოქმედოთ. ყველამ, დაწყებული ექვსი წლის ბავშვიდან, უნდა იცოდეს, რა მოეთხოვება მას, რათა შეძ-ლოს თავისი წვლილი შეიტანოს ოჯახის საქმეში. ბოს 41.5