Go to full page →

თესვა და გამოზრდა ბოს 56

ბავშვის ცხოვრების ადრეულ წლებში საჭიროა მისი გულის ნიადაგის საგულდაგულო მომზადება, შემდეგ ჭეშმარიტების თესლის ფრთხილად დათესვა და მზრუნველობით მოვლა. და ღმერთი, რომელიც აჯილდოებს ყოველ ღონეს, გამოყენებულს უფლის გამო, მისცემს სიცოცხლეს ამ თესლს; პირველად გაჩნდება ჯეჯილი, მერე თავთავი, შემდეგ კი სავსე მარცვალი თავთავში. ბოს 56.1

თუ მინდორი დაუმუშავებელი დარჩება, მალე აუცილებლად გამოჩნდება სარეველები, რომლების განადგურებაც ძალზე ძნელი იქნება. ამიტომაც მიწა უნდა დამუშავდეს და სარეველები ამოიძირკვოს, სანამ მცენარეები შეძლებს ზრდას. თუ მშობლები არ ზრუნავენ, რათა დათესონ ძვირფასი თესლი და ამ დროს იმედი აქვთ, რომ მოიმკიან ძვირფას თესლს, ისინი იმედგაცრუებულნი დარჩებიან, რადგანაც ეკალსა და კუროსთავს მოიმკიან. ბოს 56.2

საჭიროა დაუღლელი სიფხიზლის და შვილებზე ზრუნვის გამომჟღავნება. დაბადებიდან იწყებს ბოროტება მუშაობას მათ ხასიათსა და ნებისყოფაზე და ამისათვის სხვადასხვაგვარ ხრიკებს გამოიყენებს. მათი უსაფრთხოება მშობლების სიბრძნესა და მუდმივ მზრუნველობაზეა დამოკიდებული. ბოს 56.3