Go to full page →

მამის მდგომარეობა და მოვალეობები ბოს 60

მამამ, როგორც ოჯახის უფროსმა, უნდა იცოდეს, როგორ აღზარდოს თავისი შვილები, რათა ისინი გახდნენ საზოგადოების გამოსადეგი წევრები და ერთგულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.

ღმერთმა ჩაიფიქრა, რომ ოჯახი - მამა, დედა და შვილები - არსებობდეს როგორც ურღვევი მთლიანობა. ბოს 60.1

აქციოს ოჯახი ბედნიერად - ეს არა მარტო დედის მოვალეობაა. მამებსაც აქვთ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ასპარეზი. ქმარი - ეს ოჯახური ურთიერთობების შემაერთებელი რგოლია, იგი თავისი ძალით, წრფელი, ნაზი სიყვარულით აერთიანებს ოჯახის წევრებს, დედასა და შვილებს და ქმნის მჭიდრო კავშირს. ბოს 60.2

ქმარი და მამა არის ოჯახის უფროსი. ცოლი მასთან ეძებს სიყვარულს, თანაგრძნობასა და დახმარებას ბავშვების აღზრდაში. და ეს სამართლიანია. ბავშვები ისევე ეკუთვნიან მამას, როგორც დედას და იგი თანაბრადაა დაინტერესებული მათი კეთილდღეობით. ბავშვები მამას მიმართავენ დახმარებისა და ხელმძღვანელობისათვის; მას სწორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ცხოვრებაზე და უნდა იცოდეს, როგორი გავლენა და როგორი ურთიერთობაა მისაღები მისი ოჯახისათვის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მას უნდა ამოძრავებდეს სიყვარული, ღმერთისა და მისი სიტყვის პატივისცემა, რათა შეძლოს ბავშვების სწორი გზით წაყვანა. ბოს 60.3

მამა ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს ოჯახის ბედნიერების შექმნაში. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მისი საზრუნავი და საქმეები, მათ არ უნდა დაჩრდილონ ოჯახის სიხარული; იგი სახლში ღიმილითა და კეთილი სიტყვებით უნდა მოდიოდეს. ბოს 61.1