მეფე, რომელიც თავის ტახტზე ზის, არ არის დაკავებული უფრო მნიშვნელოვანი საქმით, ვიდრე დედა.
ქალს უნდა ეკავოს მდგომარეობა, რომელიც მას დასაბამიდან განუსაზღვრა ღმერთმა, - იგი თანასწორია ქმრისა. წუთისოფელი საჭიროებს დედებს, რომლებიც არა მარტო სიტყვით, არამედ ცხოვრებაშიც ასეთები არიან. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალის ზოგიერთი მოვალეობა უფრო წმიდათაწმიდაა, ვიდრე მამაკაცის მოვალეობები. დაე, ქალმა გააცნობიეროს თავისი საქმის სიწმიდე და აღზარდოს შვილები, რათა მათ სარგებლობა მოუტანონ ამ წუთისოფელს და გახდნენ ოჯახის წევრები უკეთეს ქვეყანაში. ბოს 71.1
ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ დედას მოეპყრონ არა როგორც მონას, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მათ, არამედ როგორც დედოფალს. იგი ვალდებულია გონივრულად მართოს თავის სახლი და შეინარჩუნოს დედის ღირსება. მისი გავლენა ოჯახში პირველხარისხოვანი უნდა იყოს; დედის სიტყვა - ეს კანონია. ბოს 71.2
ქალი იშვიათად აფასებს ღირსეულად თავის შრომას, ხშირად მას მძიმე და მომაბეზრებელ ოჯახურ მოვალეობად თვლის. იგი ყოველდღე, განუწყვეტლივ ასრულებს ერთსა და იმავე საქმეს და ვერ ხედავს განსაკუთრებულ შედეგებს. დღის ბოლოს მას არ შეუძლია გაიხსენოს ის მრავალრიცხოვანი პატარა საქმე, რომლის გაკეთებაც მოასწრო. როდესაც ხედავს ქმრის წარმატებებს, იგი ხვდება, რომ არ გაუკეთებია არაფერი, რაც ყურადღების ღირსია. ბოს 72.1
მამაკაცი კი, როდესაც სახლში მოდის, ხშირად თავმომწონედ და ამაყად ჩამოთვლის, რისი გაკეთება მოასწრო დღის განმავლობაში. მისი შენიშვნა მოწმობს, რომ ახლა ცოლი უნდა მოემსახუროს მას, ცოლს ხომ მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია დღის განმავლობაში, მხოლოდ ბავშვებს თუ ადევნებდა თვალყურს, ამზადებდა საჭმელს და ასუფთავებდა სახლს, ამიტომაც, საეჭვოა, იგი ძლიერ დაღლილიყო. ქმარი აკრიტიკებს, განსჯის, ბრძანებს, თითქოს იგი უზენაესი მმართველია. და ყოველივე ეს კიდევ უფრო მეტად ქანცავს ცოლს და დედას, იმიტომ, რომ იგი ძლიერ დაიღალა, როდესაც დღის განმავლობაში თავის მოვალეობებს ასრულებდა, მაგრამ შედეგებს ვერ ხედავს და ამას იგი უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. ბოს 72.2
ადამიანებს რომ დაენახათ, როგორ აფასებს ღმერთი დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს და როგორ ადარებს მისი უსაზღვრო ყურადღება ამ და იმ ადამიანის მიერ გაკეთებულ საქმეს, მათ გააოცებდა ეს ზეციური გამოცხადება. მამა ისწავლიდა თავისი შრომის უფრო უბრალოდ შეფასებას, მაშინ, როდესაც დედა მოიპოვებდა გამბედაობას და ძალას თავისი საქმე შეესრულებინა სიბრძნით, დაჟინებით და მოთმინებით. ბოს 72.3
მაშინ, როდესაც მამას საქმე აქვს იმ საგნებთან, რომლებიც აუცილებლად დაიღუპება და გარდაივლის, დედა შრომობს შვილების გონების და ხასიათის სრულყოფაზე არა მარტო ამ ცხოვრებისათვის, არამედ მარადისობისთვისაც. ბოს 73.1