დღის განმავლობაში მრავალჯერ გაისმის აღელვებული ბავშვის ტირილი: “დედა, დედა!” ამ შეძახილის საპასუხოდ დედამ ყველგან უნდა მოასწროს. თუ ბავშვი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გონიერი დედა ეხმარება მას. თუ ბავშვი კმაყოფილია თავისი გამოგონებით, სურს დედამაც იხილოს ეს, იმედოვნებს, რომ ეს დედას გაახარებს. დედის შექება დიდი ხნით გაათბობს შვილების გულს. ბოს 76.4
დედას უხვად შეუძლია მოაფინოს თავის საყვარელ შვილებს ძვირფასი ნათელი და სიხარული. მას შეუძლია ისე ძლიერ მიიზიდოს შვილების გული, რომ მასთან ურთიერთობა მისი შვილებისათვის ყველაზე სასურველი მოვლენა იქნება. ბოს 76.5
მაგრამ ხშირად დედის მოთმინება გამოიცდება სხვადასხვა უმნიშვნელო მოვლენებით. პატარების ცელქი ხელები და მოუსვენარი ფეხები მრავალ საზრუნავსა და სიძნელეს უქმნის დედას. მან მტკიცედ უნდა შეინარჩუნოს თავშეკავებულობა, სხვაგვარად მის ენას შეიძლება ბრაზმორეული სიტყვები მოსწყდეს. როდესაც დედა გაღიზიანების ზღვარზეა, ღმერთისადმი ჩუმი მიმართვა შეძლებს მის დაწყნარებას და მისცემს უნარს შეინარჩუნოს თავდაჭერილობა, სიმშვიდე და საკუთარი ღირსების გრძნობა. საჭიროა გარკვეული ძალისხმევის გამოყენება უხეში სიტყვების შეკავებისა და ბრაზის მოსათოკად, მაგრამ თუ ნებას მისცემთ, მას შეუძლია გაანადგუროს თქვენი გავლენის ნაყოფი და საჭირო იქნება დრო, რათა კვლავ მიაღწიოთ მას. ბოს 76.6
ბავშვები ყველაფერს მწვავედ აღიქვამენ და აქვთ უნარი განასხვაონ მოთმინებით სავსე, მოსიყვარულე კილო გაღიზიანებული, მკვახე ბრძანებისაგან, რომელიც კოდავს სიყვარულს ბავშვების გულებში. შეეცადეთ არ ჩამოიშოროთ ბავშვები გაღიზიანებით, გაგებისა და სიყვარულის ნაკლებობით. ბოს 77.1
დედები ნათლად უნდა გაერკვნენ, რომ მათი გავლენა და მაგალითი აისახება მათი შვილების ხასიათსა და ხვედრზე და, სერიოზული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიმუშაონ გაწონასწორებული ხასიათი, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტს, კეთილსა და მშვენიერს აირეკლავს. ბოს 77.2