Go to full page →

ბავშვი დაბადებამდე ბოს 85

ბავშვის კეთილდღეობა სრულიად არის დამოკიდებული დედის ჩვევებზე.

ქალი დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რათა დედობისათვის მოემზადოს. ბევრი მშობელი შეცდომით თვლის, რომ განვითარების მუცლად ყოფნის პერიოდში გავლენა ნაყოფზე ხანმოკლეა და ამიტომაც იგი უმნიშვნელოა. ბოს 85.1

ადამიანთა მიდრეკილებანი და მისწრაფებანი პრინციპებს უნდა დაემოჩილონ. არის ისეთი რამ, რასაც მომავალმა დედამ თავი უნდა აარიდოს, თუ მას სურს შეასრულოს ღმერთის განზრახვა, რომელიც მისი ბავშვის დაბადებას ეხება. თუ ბავშვის დაბადებამდე დედა თავის სურვილებს მისდევდა, იყო ეგოისტური, ფხუკიანი, მომთხოვნი, მაშინ ეს თვისებები აისახება მისი შვილის ხასიათშიც. ასე ბევრი ბავშვი მემკვიდრეობით იღებს ბოროტებისადმი თითქმის დაუძლეველ ლტოლვას. მაგრამ თუ ქალი მომთმენია და ინარჩუნებს შეწირვის სულს, თუ იგი კეთილი, ნაზი და უანგაროა, მას შეუძლია გადასცეს თავის შვილს ხასიათის ეს უძვირფასესი თვისებები. ბოს 85.2

დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალი დედის გარემოცვა იყოს სასიამოვნო და სიხარულით სავსე. ქმარს და მამას აწევს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააკეთოს ყველაფერი, რისი ძალაც შესწევს, რათა შეამსუბუქოს ცოლისა და დედის ტვირთი. შეძლებისდაგვარად იგი უნდა დეხმაროს მას ამ მდგომარეობაში. იგი უნდა იყოს ალერსიანი, თავაზიანი, კეთილი, ნაზი და განსაკუთრებულად ყურადღებიანი ყველა მისი საჭიროებისადმი. ბოს 85.3