Go to full page →

გარსია მატოსი ბოს 89

ჩვილის საუკეთესო საკვები არის ის, რასაც მას ბუნება აძლევს. და ეს შესაძლებლობა საჭიროების გარეშე არ უნდა იყოს უარყოფილი. მეძუძური დედის მნიშვნელოვანი მოვალეობისაგან საკუთარი მოუხერხებლობის გამო თავის განთავისუფლება გულქვაობაა დედის მხრიდან. ბოს 89.1

ბავშვის ხასიათი გარკვეულწილად არის დამოკიდებული კვებაზე, რომელსაც იგი დედისგან ღებულობს. ამიტომაც, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ დედა, როდესაც იგი ჩვილს აჭმევს, შეეცადოს იყოს მხიარული და ამავე დროს შეინარჩუნოს სრული კონტროლი საკუთარ თავზე. დედის მშვიდი, თავდაჭერილი ქცევა შვილთან ურთიერთობისას კეთილ გავლენას მოახდენს მისი გონების ფორმირებაზე. თუ იგი ნერვიული და ადვილადაღგზნებადია, დედის ფრთხილი, აუჩქარებელი მანერები მოახდენს დამამშვიდებელ, გამომასწორებელ გავლენას და ჩვილის ჯანმრთელობა ხშირად უმჯობესდება ხოლმე. ბოს 89.2