Go to full page →

განქორწინება ბოს 123

ხალგაზრდების შეგნებაში ქორწინება რომანტიკული შარავანდედით არის მოცული და ძნელია ამ განსაკუთრებულობის ჩამოცილება, რომელსაც მათ წარმოსახვა ანიჭებს და გონებაში იმ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩაბეჭდვა, რომელიც საქორწინო აღთქმასთან არის დაკავშირებული. ეს აღთქმა აერთიანებს ორი ადამიანის სიცოცხლეს კავშირით, რომლის გაწყვეტაც არაფერს შეუძლია, გარდა სიკვდილისა. ბოს 123.1

დაქორწინების გადაწყვეტილება საგულდაგულოდ უნდა იყოს გააზრებული, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი ადამიანის მთელ შემდგომ ცხოვრებას განსაზღვრავს. მამაკაცმა და ქალმა სერიოზულად უნდა განიხილონ, შეძლებენ თუ არა ბედის უკუღმართობების მიუხედავად ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ერთად იცხოვრებენ. ბოს 123.2