მშობლები არამარტო მზრუნველობით უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთი შვილების მომავალ ბედნიერებასა და ინტერესებს, არამედ თავიანთი ოჯახური კერა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა აქციონ მიმზიდველ ადგილად. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნივთების შეძენა და ფულის დაგროვება. ოჯახი არ უნდა განიცდიდეს სიხარულის ნაკლებობას. გრძნობები, რომლებიც ოჯახს უკავშირდება, სათუთად უნდა ინახებოდეს ბავშვთა გულებში, რათა მათ თავიანთი ბვშვობის სახლი გაიხსენონ როგორც ადგილი, სადაც, ისევე როგორც ზეცაში, სუფევს თანხმობა და ბედნიერება. და მაშინ, უკვე მოზრდილები, ისინი თავიანთი მშობლებისათვის იმედად და ნუგეშად იქცევიან. ბოს 13.1