Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 1 - გეთსიმანია

    სახარება მათესი, 26:36-56; მარკოზისა, 14:32-50; ლუკასი, 22:39-53; იოანესი, 18:1-12

    მაცხოვარი, მოწაფეთა თანხლებით, ნელი ნაბიჯით გაე მართა გეთსიმანიის ბაღისაკენ. უღრუბლო ციდან საპასექო სავსე მთვარე ანათებდა. მლოცველთა კარვების ქალაქი სრულ სიწყნარეს მოეცვა...ქვ 3.1

    იესო, როგორც ყოველთვის, გულახდილად ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და მოძღვრავდა მათ, მაგრამ, როცა გეთსი მანიას მიუახლოვდნენ, იგი უცნაურად დადუმდა. მაცხოვარი ხშირად მოდიოდა აქ მარტო, რათა ეფიქრა და ელოცა, მაგ რამ არასოდეს ყოფილა მისი გული ასე აღვსილი მწუხა რებით, როგორც იმ უკანასკნელი აგონიის ღამეს. მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ღვთიური სუფევის ნათელში დადიოდა. იმ ადამიანებთან დაპირისპირებისას, რომლებიც თვით სატანის სულით იყვნენ აღძრულნი, მაცხოვარს შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა. მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო! /იოან. 8:29/. მაგრამ ახლა თითქოს წაერთვა ის ღვთიური სუფევის ნათელი, რომელიც ასე აძლიერებდა. ახლა იგი ბოროტმოქმედად შეირაცხა. მას უნდა ეტვირთა დაცემული კაცობრიობის დანაშაული. მას, რომელმაც „არ იცოდა, რა იყო ცოდვა”, ტვირთად უნდა დასწოლოდა ყველა ჩვენი უკეთურება. იმდენად საძულველი იყო მისთვის ცოდვა, ხოლო დანაშაულის სიმძიმე, რომელიც მას უნდა ეზიდა, იმდენად დიდი, რომ უჩნდება შიში. შიში იმისა, რომ ცოდვა სამუდამოდ დააშორებს მამის სიყვარულს. იესო გრძნობდა, თუ რა საშინელია მამის რისხვა ურჯულოების მიმართ და მას აღმოხდა: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული”.ქვ 3.2

    მოწაფეებმა შეამჩნიეს, რომ რაც უფრო უახლოვდებოდნენ ბაღს, მით უფრო შესამჩნევად იცვლებოდა მათი მოძღვარი. ადრე არასოდეს უნახავთ იგი ასე ნაღვლიანი და მდუმარე. და ეს უცნაური მწუხარება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მაგრამ მოწაფეები მაინც ვერ ბედავდნენ ამის მიზეზის გამოკითხვას. იგი ისე მოდიოდა, თითქოს სადაცაა წაიქცევაო. როდესაც ბაღს მიაღწიეს, აღელვებულმა მოწაფეებმა იმ ადგილს დაუწყეს ძებნა, სადაც იესოს ჩვეულებისამებრ უყვარდა განმარტოება, რათა მოძღვარს დაესვენა. ყოველ ნაბიჯს იგი დიდი გაჭირვებით დგამდა. ისე ხმამაღლა კვნესოდა, თითქოს საშინელი სიმძიმე აწვა მის მხრებს. ორჯერ ხელის შეშველება მოუხდათ მის თანმხლებთ, რათა მაცხოვარი მიწაზე არ დავარდნილიყო.ქვ 3.3

    იესომ თავისი მოწაფეები, სამის გარდა, ბაღის შესასვლელთან დატოვა და სთხოვა ელოცათ საკუთარი თავისთვის და მისთვის. თავად კი პეტრეს, იაკობსა და იოანესთან ერთად ბაღის სიღრმეში შევიდა, სადაც არავინ იყო. ეს სამი მოწაფე ქრისტესათვის ყველაზე ახლობელი იყო. სწორედ ამ სამმა იხილა მისი დიდება ფერიცვალების მთაზე; მათ იხილეს მასთან მოსაუბრე მოსე და ელია; მათ მოისმინეს ხმა ზეციდან. და ახლა, თავის დიად ბრძოლაში, ქრისტეს სურდა, რომ ისინი მის გვერდით ყოფილიყვნენ. მოწაფეები ხშირად ატარებდნენ ღამეებს მაცხოვართან ერთად ბაღის ამ უკაცრიელ ადგილას. ჩვეულებისამებრ, ფხიზლობისა და ლოცვების შემდგომ, მათ მშვიდად ეძინათ მაცხოვრის სიახ ლოვეს, სანამ იესო გააღვიძებდა დილით ახალი საქმეებისათ ვის. მაგრამ ახლა იესოს სურდა მოწაფეებს მასთან ერთად გაეტარებინათ ლოცვაში ეს ღამე. თუმცა, მისთვის აუტანელი იყო ის, რომ მოწაფეებიც უნდა გამხდარიყვნენ მისი ტანჯვის მოწმენი, რომელიც მას უნდა დაეთმინა.ქვ 4.1

    „იყავით აქ, - უთხრა მან, - და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.ქვ 4.2

    იგი მცირე მანძილით დაშორდა მათ ისე, რომ შეძლებოდათ მისი დანახვა და მოსმენა და უღონოდ დაეცა მიწაზე. იგი გრძნობდა, რომ ცოდვა მას მამასთან აშორებდა. ეს უფსკრული იმდენად ღრმა, იმდენად საშინელი და იმდენად ბნელი იყო, რომ იესოს სული ძრწოდა. ამ ტანჯვის თავიდან ასაცილებლად მას არ უნდა გამოეყენებინა თავისი ღვთიური ძალა. როგორც ადამიანს, მას უნდა ეტანჯა ყოველი ადამიანის ცოდვების შედეგის გამო. როგორც ადამიანს, მას უნდა გადაეტანა ღვთის რისხვა ურჯულოების გამო.ქვ 4.3

    ახლა ქრისტე ისეთ განსაცდელში ჩავარდა, როგორშიც ადრე არასოდეს ყოფილა. მისი ტანჯვის აღწერა ყველაზე კარგად მხოლოდ წინასწარმეტყველის სიტყვებით შეიძლება: „მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი” /ზაქ. 13:7/. ქრისტე იტანჯებოდა ცოდვილ ადამიანთა მთელი მოდგმის გამო - მათ ნაცვლად და მათთვის - ღვთიური სამართლიანობის თანახმად. იესოს ესმოდა, თუ რას ნიშნავს სამართლიანობა. აქამდე იგი სხვების შუამდგომელი იყო, ახლა კი თავად სურდა, რომ ჰყოლოდა შუამდგომელი.ქვ 5.1

    როდესაც ქრისტემ იგრძნო, რომ მამასთან მისი კავშირი გაწყდა, შეშინდა, რომ თავისი ადამიანური ბუნებით ვერ გაუძლებს ბნელეთის ძალებთან მომავალ ჭიდილს. ცდუნების უდაბნოში კაცობრიობის ბედი წყდებოდა. მაშინ ქრისტემ გაიმარჯვა. ახლა მაცდური მოვიდა მასთან უკანასკნელი საზარელი ბრძოლისათვის, რომლისთვისაც იგი ქრისტეს მსახურების სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა. მისთვის ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. თუკი ახლა დამარცხდება, წუთისოფელზე მისი ბატონობის მთელი იმედები დაიმსხვრევა. მაშინ მთელი სამყაროს მეფე საბოლოოდ ქრისტე გახდება, თვითონ კი დამხობილი და გაძევებული იქნება. მაგრამ ქრისტეზე გამარჯვების შემთხვევაში დედამიწა სატანის სამფლობელოდ იქცევა, ხოლო კაცობრიობა სამუდამოდ აღმოჩნდება მის ხელმწიფებაში. როცა მომავალ ბრძოლაზე ფიქრობდა, ქრისტე შიშმა მოიცვა. მას აშინებდა აზრი ღმერთთან დაშორების შესახებ. სატანამ უთხრა, რომ, თუკი მაცხოვარი თავდებად დაუდგებოდა ცოდვილ წუთისოფელს, იგი სამუდამოდ დაშორდებოდა მამას. მას სატანის სამეფოს მიაკუთვნებენ და აღარასოდეს იქნებოდა ერთიანი მამასთან.ქვ 5.2

    ან კი რას შეიძენდა ამ მსხვერპლით? რა უიმედოდ ჩანდა ადამიანის დანაშაული და უმადურება. სატანა მიუთითებდა უმძიმეს გარემოებებს და ზეწოლას ახდენდა გამომსყიდველზე: იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველაზე მაღლა დგანან საერო და სულიერი მდგომარეობით, უარგყვეს შენ. ისინი გეძებენ, რათა გაგანადგურონ შენ, ვინც ხარ საძირკველი, გული და ბეჭედი იმ აღთქმებისა, რომლებიც მათ მიეცათ, როგორც რჩეულ ხალხს. ერთ ერთი შენი მოწაფე, რომელიც ყურადღებით უსმენდა შენს მოძღვრებას და გულმოდგინედ შრომობდა ეკლესიისათვის, გიღალატებს. შენი ერთ ერთი ყველაზე მოშურნე მიმდევარი უარგყოფს შენ. ყველა მიგატოვებს. ქრისტეს მთელი არსებით სძულდა ის აზრი, რომ ადამიანები, რომლებიც მას ასე უყვარდა და რომელთა გადასარჩენადაც მოვიდა, სულ მალე სატანის ჩანაფიქრის აღსასრულებლად გაერთიანდებოდნენ. ეს ტკივილს აყენებდა მის სულს. დაპირისპირება საშინელი იყო. და ამ ბრძოლას კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი ხალხის, მისი მტრების, ღალატისა და უწმინდურების ჭაობში ჩაფლული მთელი წუთისოფლის დანაშაული. ადამიანთა ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა ქრისტეს და ცოდვისადმი ღვთის რისხვის შეგრძნება აძრწუნებდა მას.ქვ 5.3

    შეხედეთ მას, რომელიც ფიქრობს ადამიანის გადარჩენის გამოსასყიდზე. გატანჯული, იგი ცივ მიწას მიჰკვრია, თითქოს სურს არ დაუშვას ღმერთისგან უფრო მეტად დაშორება. ღამის ცივი ცვარი ეფინება მიწაზე განრთხმულ მის სხეულს, მაგრამ იგი ყურდღებას არ აქცევს ამას. და მის გაფითრებულ ბაგეებს მწარე კვნესა აღმოხდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი”. შემდეგ კი ამატებს: „მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ”.ქვ 6.1

    მწუხარების ჟამს ადამიანის გულს მუდამ თანაგრძნობა სწადია. მთელი არსებით სურდა იგი მაცხოვარს. ძლიერ გატანჯული მივიდა თავის მოწაფეებთან, რადგან ახლა იმათგან სურდა ნუგეშის სიტყვები მოესმინა, ვისაც თავად ანუგეშებდა, კურთხევას აძლევდა და მფარველობდა მწუხარებასა თუ უბედურებაში. ის, ვინც ყოველთვის პოულობდა თანაგრძნობის სიტყვას მათთვის, ახლა თავად განიცდიდა ზეადამიანურ ტანჯვას და ძლიერ სურდა ცოდნოდა, რომ ისინი მისთვის და თავისთვის ლოცულობენ. რა საშინელი და მძიმე იყო ცოდვა! რა საზარელი იყო ცდუნება - მიეცა ნება კაცობრიობისათვის თვითონვე მოემკა თავისი ცოდვის შედეგი, თავად კი კვლავ უმწიკვლოდ წარმდგარიყო უფლის წინაშე. როგორ გაძლიერდებოდა იგი, თუკი თავის მოწაფეთა თანაგრძნობასა და დახმარებისათვის მზადყოფნას იხილავდა.ქვ 6.2

    ტკივილის შეგრძნებით წამომდგარი მაცხოვარი იმ ადგილისაკენ მიბარბაცებს, სადაც თავისი მეგობრები დატოვა. მაგრამ „ჰპოვა ისინი მძინარენი”. როგორ შეუმსუბუქდებოდა ტანჯვა, თავისი მეგობრები მლოცველნი რომ ეხილა! მათ რომ სატანის ცდუნებისაგან თავის დასაღწევად ღმერთში ეძებნათ თავშესაფარი, მათი მტკიცე რწმენა ნუგეშს მოჰგვრიდა მაცხოვარს. მაგრამ მოწაფეებმა ყურად არ იღეს მისი გაფრთხილება: „იფხიზლეთ და ილოცეთ”. თავდაპირველად მოციქულები შეწუხდნენ, როდესაც ნახეს თავისი მოძღვარი, ყოველთვის მშვიდი და ღირსებით აღსავსე, როგორ ებრძოდა მათთვის შეუცნობელ მწუხარებას. მათ ესმოდათ ტანჯულის ხმამაღალი კვნესა და ლოცულობდნენ. თავისი უფლის მიტოვებას არც აპირებდნენ, მაგრამ თითქოს გაშეშდნენ, თუმცა განუწყვეტელი ლოცვით შეიძლებოდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ისინი ვერ გრძნობდნენ განუწყვეტელი სიფხიზლისა და ლოცვის აუცილებლობას, როგორც ცდუნებისაგან თავდაცვის საშუალებას.ქვ 7.1

    ბაღში წასვლამდე იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო”. მაგრამ ისინი დაჟინებით არწმუნებდნენ უფალს, რომ ყველგან გაჰყვებიან მას: საპყრობილეშიც და, თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც არ დაიშურებენ. საცოდავმა, თვითდაჯერებულმა პეტრემ კი დაუმატა: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები” /მარკ. 14:27,29/. საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულმა მოწაფეებმა არ უსმინეს ქრისტეს რჩევას ეთხოვათ ყოვლისშემძლის დახმარება. და ახლა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაცხოვარს მათი ლოცვები და თანაგრძნობა, ყველას, და მათ შორის პეტრესაც, ეძინა.ქვ 7.2

    ეძინა იოანესაც, უფლის საყვარელ მოწაფეს, რომელიც ასე ხშირად ეკვროდა გულზე მაცხოვარს. უფლისადმი დიდი სიყვარული უნდა დახმარებოდა იოანეს, ეფხიზლა, ხოლო მისი გულწრფელი ლოცვები მისი საყვარელი უფლის ლოცვებს შერწყმოდა მაცხოვრისათვის უდიდესი მწუხარების ჟამს. იესომ მრავალი ღამე გაათენა მოწაფეებისათვის ლოცვებში, რათა მათი რწმენა არ შესუსტებულიყო. მაცხოვარს რომ ახლა განმეორებით ეკითხა მათთვის, როგორც ერთხელ იოანეს და იაკობს ჰკითხა: „განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელიც მე უნდა შევსვა? და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?” ისინი ვერ გაბედავდნენ ეთქვათ: „შეგვიძლია” /მათ. 20:22/.ქვ 8.1

    იესოს ხმის გაგონებაზე მოწაფეებს გაეღვიძათ და ძლივს იცნეს თავიანთი მაცხოვარი - ისე შეცვლოდა სახე მწუხარებისაგან. იესომ პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური”. მოწაფეთა უძლურებამ იესოს თანაგრძნობა გამოიწვია. იგი შიშობდა, რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ ისეთ გამოცდას, როგორიც ღალატი და უფლის სიკვდილი იყო. საყვედური არ უთქვამს მათთვის, მხოლოდ გააფრთხილა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ ჩავარდეთ განსაცდელში”. თვით ამ უდიდესი მწუხარების და ტანჯვის წუთებშიც კი უფალი ცდილობდა გაემართლებინა მათი სისუსტე. „სული მხნეა, - თქვა მან, - ხოლო ხორცი უძლური”.ქვ 8.2

    სასტიკი ტანჯვებისაგან დასუსტებული მაცხოვარი კვლავ სულიერი ბრძოლის ადგილას დაბრუნდა, ახლა უფრო გაძლიერდა მისი ტანჯვა. „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა”, მისი ტანჯვის უტყვი მოწმენი - პალმები და კვიპაროსები - თავიანთი ხშირი ტოტებიდან ცვრის მსხვილ წვეთებს აფრქვევდნენ მას, თითქოს მთელი ბუნება დასტიროდა ბოროტ ძალებთან მებრძოლ თავის შემოქმედს.ქვ 8.3

    სულ ახლახანს იესო წააგავდა ძლიერ კედარს, რომელიც სასტიკი ქარიშხლის ყოველ შემოტევას მედგრად ხვდებოდა. ბოროტი და მზაკვარი, ჯიუტი და სასტიკი ადამიანები ამაოდ ცდილობდნენ მის შეშინებას და მოსპობას. იგი იდგა მათ წინაშე თავისი ღვთიური დიდებით, როგორც უფლის ძე. მისი მსახურება, რომლის ყოველი წამი ბოროტ ძალებზე გამარჯვებით აღინიშნებოდა, დასასრულს უახლოვდებოდა. უფლის მიერ უკვე განდიდებულმა იესომ საჯაროდ განაცხადა თავისი ღვთიურობის შესახებ. მისი ხმა დამაჯერებლად ჟღერდა, როცა სახოტბო ჰიმნებს მღეროდა. იგი თანაგრძნობით ეპყრობოდა და ამხნევებდა თავის მოწაფეთ. ახლა კი მძვინვარე გრიგალით გადატეხილ ლერწამს წააგავდა, რომლის შთანთქმასაც ლამობდა წყვდიადი. ღამის მდუმარებას არღვევდა მისი მწუხარე ხმა, რომელსაც საზეიმო განწყობის ნატამალიც კი არ შემორჩენოდა. მთვლემარე მოწაფეები მაცხოვრის ნაღვლიანმა ხმამ გამოაფხიზლა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს შენი ნება”.ქვ 8.4

    გამოფხიზლებულ მოწაფეთა უპირველესი სურვილი იესოსთან მისვლა იყო, მაგრამ მაცხოვარმა არ დაანება მათ, მხოლოდ დაავალა ადგილზე დარჩენილიყვნენ, ეფხიზლათ და ელოცათ. ხოლო როდესაც იესო მიუახლოვდა მათ, კვლავ მძინარენი ჰპოვა და კვლავ მოსწყურდა მაცხოვარს მათთან მეგობრული საუბარი, უნდოდა მოესმინა თუნდაც ორიოდე სანუგეშო სიტყვა, რომელიც გაამხნევებდა და გაფანტავდა წყვდიადს, რომელმაც თითქმის სძლია მაცხოვარს, მაგრამ მათ „თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის”. მოწაფეებმა იგრძნეს მისი იქ ყოფნა და გამოეღვიძათ, მაგრამ, როცა იხილეს მის სახეზე სისხლიანი ოფლის ნაკვალევი, შეშინდნენ. მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ მაცხოვრის ტანჯვის სიღრმეს. „რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!” /ეს. 52:14/.ქვ 9.1

    იესო კვლავ დაუბრუნდა თავის განმარტოების ადგილს და, საშინელებათა წყვდიადით მოცული, მიწაზე დაემხო. უფლის ძის ადამიანური ბუნება ძრწოდა ამ სასტიკი გამოცდის ჟამს და ახლა უკვე იგი ლოცულობდა არა თავის მოწაფეთათვის, რათა მათ რწმენის სიმტკიცე შეენარჩუნებინათ, არამედ თავისი დაუძლურებული, ტანჯული სულისათვის. დადგა ის საშინელი წამი, რომელსაც მთელი კაცობრიობის ბედი უნდა გადაეწყვიტა. მთელი წუთისოფლის ბედი მერყევ სასწორზე აღმოჩნდა. იმ მომენტში ქრისტეს ჯერ კიდევ შეეძლო ცოდვილი ადამიანისათვის განკუთვნილი სასმისის შესმაზე უარის თქმა - ჯერ კიდევ არ იყო გვიან. მას შეეძლო მოეწმინდა სისხლიანი ოფლი თავისი შუბლიდან, მიეტოვებინა დასაღუპავად განწირული წუთისოფელი თავის ცოდვებში და ეთქვა: დამნაშავემ თავად ზღოს თავისი ცოდვისათვის, მე კი მამასთან დავბრუნდები. შესვამს თუ არა ღვთის ძე თავისი დამცირებისა და ტანჯვის მწარე ფიალას? იტვირთავს თუ არა უმწიკვლო, უცოდველი ძე წყევლას ცოდვის გამო ცოდვილთა გადასარჩენად? მთრთოლვარე, გაფითრებული ბაგეებიდან აღმოხდა მაცხოვარს სიტყვები: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს შენი ნება”.ქვ 9.2

    სამჯერ წარმოთქვა მან ეს ლოცვა. სამჯერ შედრკა მაცხოვრის ხორციელი ბუნება თავისი უკანასკნელი მსხვერპლის გაღების წინ. და აი, ახლა წუთისოფლის მხსნელის თვალწინ წამით გაიელვა კაცობრიობის მთელმა ისტორიამ. იცის მან, რომ რჯულის ყოველი დამრღვევი, ყოველი ცოდვილი დაიღუპება, თუკი მაცხოვარი მიატოვებს მას. იგი გრძნობს ადამიანის უძლურებას და ცოდვის ძალას. იგი ხედავს განწირული კაცობრიობის ყველა უბედურებასა და ტანჯვას. იესომ იცის, რა საფრთხე ემუქრება, მაგრამ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, განწირული ადამიანი უნდა იხსნას. იგი თანახმაა, მიიღოს სისხლით ნათლობა, რათა მილიონობით დასაღუპავად განწირულ ადამიანს საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. იესომ დატოვა ზეციური სავანე, მისი სიწმინდე და დიდება ერთი დაკარგული ცხვრის - ერთი პლანეტის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც დაეცა და დაარღვია უფლის კანონი. და იგი მიაღწევს მიზანს. იგი გამომსყიდველ მსხვერპლად შეეწირება კაცობრიობას, რომელმაც თავისი ნებით ირჩია ცოდვის გზით სიარული და ახლა მისი ვედრება მხოლოდ მორჩილებითაა აღსავსე: „თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს შენი ნება”.ქვ 10.1

    მიიღო რა გადაწყვეტილება, იესო მკვდარივით დაეცა ძირს. სად იყვნენ ამ დროს მისი მოწაფეები? რატომ არ შეაშველეს ხელი ტანჯვით გათანგულს და არ მოსწმინდეს სულიერი წამებისაგან დამახინჯებული სახე? მაცხოვარი მარტო იტანჯებოდა და არავინ იყო მის გვერდით.ქვ 11.1

    მაგრამ ღმერთი იტანჯებოდა თავის ძესთან ერთად. ანგელოზები ხედავდნენ მაცხოვრის ტანჯვას. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ შემოერტყნენ მას გარს სატანის ძალთა ლეგიონები, თუ როგორი უცნაური შიში დაეუფლა მათ უფალს. მთელს ზეცაში მდუმარება გამეფდა. დუმდნენ ზეციური ქნარებიც. და მოკვდავებსაც რომ შეძლებოდათ, ეხილათ ანგელოზთა გაოგნება, დუმილითა და გამოუთქმელი მწუხარებით რომ უცქერდნენ, თუ როგორ დატოვა მამამ დიდებისა და სიყვარულის ნათელი სხივების გარეშე თავისი საყვარელი ძე, მიხვდებოდნენ, რა ამაზრზენია ცოდვა ღმერთის თვალში.ქვ 11.2

    მთელი უცოდველი სამყარო და ზეციური ანგელოზები თვალყურს ადევნებდნენ ბრძოლის დასასრულის მოახლოებას. სატანა და მისი თანამოაზრენი - განდგომილთა ლეგიონები - დიდი ყურადღებით ელოდნენ გამოსყიდვის საქმეში გადამწყვეტი ჟამის დადგომას. სიკეთისა და ბოროტების ძალები ელოდნენ, თუ რა პასუხს მიიღებდა ქრისტე თავის სამჯერ აღვლენილ ლოცვაზე. ანგელოზებს ძალიან სურდათ, დახმარებოდნენ უფლის ძეს და შეემსუბუქებინათ მისი ტვირთი, მაგრამ არ შეეძლოთ. ღვთის ძეს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. და აი, იმ საშინელ, გადამწყვეტ წუთებში, როდესაც მაცხოვრის ხელში უხილავი სასმისი თრთოდა, გაიხსნა ზეცა; ზეციურმა ნათელმა გაკვეთა წყვდიადი და უფლის წინაშე მდგომი უძლიერესი ანგელოზი, რომელსაც ახლა ზეციდან გაძევებული სატანის ადგილი უჭირავს, მიეახლა ქრისტეს, რათა განემტკიცებინა მისი ამ სასმისის ბოლომდე შესმის გადაწყვეტილება და დაერწმუნებინა მაცხოვარი მამის სიყვარულში. ანგელოზი მოვიდა, რათა გაეძლიერებინა მლოცველი ღმერთკაცი, ეჩვენებინა გახსნილი ზეცა და გაეხსენებინა სულები, რომლებიც მაცხოვრის ტანჯვით ხსნას მიიღებდნენ. ანგელოზი არწმუნებდა, რომ მამა ბევრად უფრო ძლიერია სატანაზე, რომ მაცხოვრის სიკვდილი სატანის სრული დამარცხება იქნება და დედამიწის მმართველობა უზენაესის წმიდანთ გადაეცემათ, რომ ქრისტე კმაყოფილი იქნება თავისი ნამოქმედარით, ვინაიდან მრავალს გადაარჩენს საუკუნო სიცოცხლისათვის.ქვ 11.3

    ქრისტეს ტანჯვა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ახლა იგი უკვე აღარ იყო დათრგუნული და გულგატეხილი და, თუმცა ქარიშხალი არ ჩამცხრალა, მაგრამ ის, ვისი განადგურებაც მას სურდა, განმტკიცდა, რათა მშვიდად და აუღელვებლად გამკლავებოდა მას. ახლა უკვე ზეციური სიმშვიდე სუფევდა მის გაწამებულ შუბლზე. მაცხოვარმა გაუძლო იმას, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა, ვინაიდან მას წილად ხვდა მთელი კაცობრიობის ცოდვათა გამო სასიკვ დილოAაგონია გამოეცადა.ქვ 12.1

    უცბად მძინარე მოწაფენი გააღვიძა შუქმა, რომელიც შარავანდედად შემორტყმოდა მაცხოვარს. მათ დაინახეს მისკენ დახრილი ანგელოზი, რომელმაც ფრთხილად აუწია თავი მაცხოვარს და გაახედა ზეცისაკენ და მუსიკასავით საოცრად ტკბილი ხმით გაამხნევა და დააიმედა იგი. მოწაფეებს უმალ გაახსენდათ ფერიცვალების მთა, დიდების საოცარი ნათელი, რომელსაც იესო გამოსცემდა ტაძარში და უფლის ხმა, რომელიც ღრუბლებიდან ისმოდა. იგივე დიდება მოევლინა მაცხოვარს. ღმერთი ზრუნავდა თავის ძეზე; ძლიერი ანგელოზი მის დასაცავად იქნა გამოგზავნილი. მოწაფეები მიხვდნენ, რომ აღარ უნდა შინებოდათ თავიანთი მოძღვრის გამო, ვინაიდან ანგელოზი იცავდა მას და კვლავ საოცრად დაუმძიმდათ თვალები და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი იესომ.ქვ 12.2

    ნაღვლიანად გადახედა მათ მაცხოვარმა და უთხრა: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილთ ხელში”.ქვ 12.3

    ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მის ყურს მისწვდა ადამიანთა ხმები და მიხვდა, რომ ბრბო ეძებდა მას და მოწაფეებს მიმართა: „ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.ქვ 12.4

    როდესაც იესო თავის გამყიდველთან შესახვედრად გამოვიდა, მის სახეს ახლახანს გადატანილი ტანჯვის არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა. იგი თავის მოწაფეთ წინ დაუდგა და იკითხა: „ვის ეძებთ?” „იესო ნაზარეველს”, - მიუგეს მათ. „მე ვარ”, - უპასუხა იესომ. ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე ანგელოზი, რომელიც სულ ახლახანს მაცხოვარს ემსახურებოდა, ბრბოსა და იესოს შორის ჩადგა. ღვთიურმა შუქმა გააცისკროვნა მაცხოვრის სახე და ბრწყინვალე მტრედი გამოჩნდა მის თავთან. დიდების ამ საოცარი ნათელის გამოვლინებას ერთი წამითაც კი ვერ გაუძლო გამძვინვარებულმა ბრბომ და უკუიქცა. მღვდელმსახურნი, უხუცესნი, მეომრები და თვით იუდაც - ყველა მკვდარივით დაეცა ძირს.ქვ 13.1

    და აი, ანგელოზმა დატოვა მაცხოვარი და ნათელიც გაქრა. იესოს შეეძლო გაცლოდა მტერს, მაგრამ იგი მშვიდად და აუღელვებლად იდგა. განდიდებულიყო მაცხოვარი მის ფერხთით მიწაზე უმწეოდ გართხმულ ადამიანთა შორის. მოწაფეები უსიტყვოდ, თითქოს დამუნჯდნენო, უყურებდნენ ყოველივეს: მოწიწებამ და ღვთიურმა შიშმა შეიპყრო ისინი.ქვ 13.2

    წამიც და ყველაფერი შეიცვალა. ბრბო გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. რომაელი მეომრები, მღვდელმსახურნი და იუდა, რომელთაც თითქოსდა შერცხვათ თავიანთი წუთიერი სისუსტისა და შეშინდნენ, ქრისტე არ გაპარვოდათ, გარს შემოერტყნენ მაცხოვარს, რომელმაც კვლავ იკითხა: „ვის ეძებთ?” მათ მიეცათ მტკიცება იმისა, რომ იესო ღვთის ძეა, მაგრამ არ მიიღეს იგი. შეკითხვაზე: „ვის ეძებთ?” მათ კვლავ უპასუხეს: „იესო ნაზარეველს”. მაშინ წარმოთქვა მაცხოვარმა: „გითხარით, მე ვარ მეთქი! მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ” და მიუთითა თავის მოწაფეებზე. რადგან უწყოდა მათი რწმენის სისუსტე, იესო ცდილობდა დაეცვა ისინი ცდუნებისა და განსაცდელისაგან. მაცხოვარი მზად იყო მსხვერპლად შეწირვოდა მათ.ქვ 13.3

    მოღალატე იუდას არ დავიწყებია, რა როლი უნდა შეესრულებინა. ბაღში შემოსვლისას იგი ბრბოს წინ მიუძღოდა, ხოლო უკან მღვდელმთავარი მოჰყვებოდა. მან ნიშანი მისცა იესოს მძებნელთ: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი და შეიპყარით” /მათ. 26:48/. ახლა იგი ცდილობდა ისე მოქცეულიყო, თითქოს ამ ბრბოსთან საერთო არაფერი ჰქონდა. იუდა მიუახლოვდა იესოს, როგორც ახლო მეგობარი, ხელი მოჰკიდა და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი”. იგი რამდენჯერმე ეამბორა მაცხოვარს და თვალთმაქცურად აცრემლდა, რითაც თითქოს თანაუგრძნობდა მას თავისი მდგომარეობის გამო.ქვ 13.4

    „ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მღელვარებისაგან თრთოდა მისი ხმა, როდესაც წარმოთქვა: „იუდა! ამბორით გასცემ კაცის ძეს?” ამ სიტყვებს თითქოსდა უნდა გამოეფხიზლებინა გამცემი და მოელბო სასტიკი გული, მაგრამ პატიოსნება, ერთგულება და ადამიანური თანაგრძნობა უცხო იყო მისთვის. მას თავხედურად და გამომწვევად ეჭირა თავი და ლმობიერება ახლოსაც არ მიეკარა მის გულს. ვინაიდან წინააღმდეგობა ვერ გაუწია მაცდურს, სატანის მსახური გახდა. იესომ ამბორის ნება დართო გამყიდველს. ბრბო გათამამდა, როცა იხილა, თუ როგორ მიუახლოვდა და ეამბორა იუდა მას, ვისი დიდებაც საკუთარი თვალით იხილეს სულ ცოტა ხნის წინ. იესო შეიპყრეს და შეუკრეს ხელები, მუდამ სიკეთეს რომ იქმდა.ქვ 14.1

    მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ მათი მოძღვარი არ დანებდებოდა ძალას, რომელმაც მთელი ბრბო უგონოდ მიწაზე განართხო, შეეძლო იგი მანამ დაეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში, სანამ იესო და მისი თანმხლებნი იქაურობას არ გაეცლებოდნენ. მაგრამ უიმედობამ და მწუხარებამ შეიპყრო ისინი, როდესაც იხილეს, რომ მათ საყვარელ მოძღვარს ხელები თოკით შეუკრეს. განრისხებულმა პეტრემ მახვილი იძრო თავისი საყვარელი უფლის დასაცავად, მაგრამ მხოლოდ ყური ჩამოათალა მღვდელმსახურის მონას. ამის დანახვისთანავე იესომ გაითავისუფლა ხელები, თუმცა რომაელ მეომრებს იგი მაგრად ჰყავდათ შეკრული და თქვა: „თავი დაანებეთ, კმარა!” ხელით შეეხო ჭრილობას და მაშინვე განკურნა იგი. შემდეგ კი პეტრეს უთხრა: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გგონია არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?” /თითო ლეგიონი თითო მოწაფის ნაცვლად/. მაგრამ მაშინ რატომ არ იხსნის საკუთარ თავს და ჩვენც? და მოწაფეთა გამოუთქმელ კითხვას, ქრისტემ ასე უპასუხა: „აბა, როგორ აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს? ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?”ქვ 14.2

    მაღალმა ტიტულმა და ამპარტავნობამ ხელი ვერ შეუშალა იუდეველ მთავრებს, მონაწილეობა მიეღოთ იესოს დევნაში. იესოს შეპყრობა იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იყო მათთვის, რომ თავიანთ მსახურებს ვერ ანდობდნენ მას. ბოროტი მღვდელმსახურნი და რაბინები ტაძრის მცველებთან და სხვადასხვა ნაძირალათა ბრბოსთან ერთად გაჰყვნენ იუდას გეთსიმანიის ბაღში. და რა საზოგადოებაში აღმოჩნდნენ ეს მაღალტიტულოვანი პიროვნებები ადვილად აღგზნებად ბრბოში, რომელიც შეიარღებული იყო იმით, რაც ხელთ მოხვდათ, თითქოს გარეულ ცხოველზე სანადიროდ გამოვიდნენ!ქვ 15.1

    ქრისტემ თავისი გამჭოლი მზერა ესროლა მღვდელმთავართ და უხუცესთ. მათ არასოდეს დაავიწყდებათ ყოვლადძლიერის მჭრელი მახვილის მსგავსი სიტყვები: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად”, - ღირსეულად წარმოთქვა ქრისტემ. „ყოველდღე ტაძარში მოვდიოდი და ვასწავლიდი ხალხს და არ შეგიპყრივართ მე, მაგრამ ღამე მოსახერხებელია თქვენი საქმეებისათვის. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება”.ქვ 15.2

    როდესაც მოწაფეებმა დაინახეს, რომ იესომ ნება დართო, შეეკრათ და შეეპყროთ იგი, შეშინდნენ. როგორ შეუძლია დაუშვას ჯერ თავისი და მერე ჩვენი ასეთი დამცირება? მათ არ ესმოდათ უფლის მოქმედებისა და ბრალს დებდნენ ბრბოს წინაშე მორჩი ლებისათვის. აღელვებულმა და შეშინებულმა პეტრემ თავის გადარჩენისაკენ მოუხმო მოწაფეთ. მოწაფეებმა უსმინეს პეტრეს, მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ მოწაფეები დატოვებდნენ მას. „აჰა, მოდის ჟამი, - თქვა მან, - და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიბნევა; მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან” /იოან.16:32/.ქვ 15.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents