Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 9 - „რატომ სტირი?”

    სახარება მათესი, 28:1, 5 - 8; მარკოზისა, 16:1 - 8;
    ლუკასი, 24:1 - 12; იოანესი, 20:1 - 18

    ქალები, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს უფლის ჯვარ ცმა, ფხიზლობდნენ და ელოდნენ შაბათის გასრულებას. Kვირე ულის პირველ დღეს კი გაემართნენ სამარხისაკენ, თან წაიღეს ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვრის სხეულისათვის წასაცხებად. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მათი უფალი აღდგებოდა. მათი იმედის მზე ჩაესვენა და გულებში წყვდიადმა დაისადგურა. მიდიოდნენ სამარხისაკენ და იხსენებდნენ ქრისტეს მოწყალების საქმეებს და გამამხნევებელ სიტყვებს, რომლებიც ხშირად ესმოდათ მაცხოვრისაგან, მაგრამ მათ არ გაახსენდათ სიტყვები: „კვლავ გიხილავთ” /იოან. 16:22/.ქვ 118.1

    მათ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რაც მოხდა... და ამბობ დნენ: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?” ვინაიდან იცოდნენ, რომ თავად ამის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ, მაინც განაგრძობდნენ გზას და აი, ზეცა საოცრად განათდა, მაგრამ ეს არ იყო მზის სინათლე, მიწა შეირყა. ქალებმა დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია და სამარხი ცარიელია.ქვ 118.2

    ისინი სამარხთან სხვადასვა გზით მივიდნენ. მაგდალინელი მარიამი პირველი მიუახლოვდა სამარხს და, როდესაც დაინახა სამარხის კარს მოცილებული ქვა, უკან გამოიქცა და ყველაფერი უამბო მოწაფეებს. ამასობაში სამარხთან სხვა ქალებიც მივიდნენ. მაგრამ იესოს ცხედარი იქ ვერ აღმოაჩინეს. ისინი შეცბუნებულნი შედგნენ სამარხის გვერდით და უცბად მიხვდნენ, რომ მარტონი არ იყვნენ: იქვე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, „ბრწყინვალე ტანსაცმლით მოსილი”. ეს სწორედ ის ანგელოზი იყო, რომელმაც ლოდი გადააგორა. მან ადამიანის სახე მიიღო, რათა იესოს მოწაფეები არ დამფრთხალიყვნენ. იგი ზეციური დიდებით იყო ნათელმოსილი და ქალებს შეეშინდათ. ის ის იყო გამობრუნდნენ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ ანგელოზის ხმამ შეაყოვნა ისინი. „ნუ გეშინიათ! ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც იწვა უფალი. დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით”. ქალებმა კვლავ შეიხედეს ცარიელ სამარხში და კვლავ მოესმათ სიხარულის მომგვრელი საოცარი სიტყვები: „რას ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალი ლეაში იყო. ამბობდა, რომ კაცის ძე ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს”.ქვ 119.1

    „იგი აღდგა! იგი აღდგა!” სიხარულით იმეორებდნენ ქალები კვლავ და კვლავ. ნელსაცხებელი აღარ იყო საჭირო. მაცხოვარი ცოცხალია! იგი აღდგა. ახლაღა გაახსენდათ: როცა თავის სიკვდილზე ლაპარაკობდა, უფალი არწმუნებდა მათ, რომ მკვდ რეთით აღდგება. რა სასწაულია ეს, რა ძღვენია ამ წუთისო ფლისათვის! ქალები სწრაფად გაშორდნენ სამარხს „შიშითა და დიდი სიხარულით; ისინი გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის”.ქვ 119.2

    მარიამი არ იყო მათ შორის და არ მოუსმენია ეს სასიხარულო ამბავი. დამწუხრებული მივიდა იგი პეტრესთან და იოანესთან და აუწყა: „უფალი წაუღიათYსამარხიდან და არ ვიცით, სად დაას ვენეს”. მოწაფეები სამარხისაკენ გაეშურნენ და ნახეს „დაგდებული ტილოები” და სუდარა, თვით უფალი კი არსად იყო. მაგრამ ესეც კი მტკიცება იყო მისი მკვდრეთით აღდგომისა. სახვევები აქა იქ უწესრიგოდ კი არ იყო მიმოყრილი, არამედ დაკეცილი და ერთ ადგილას დადებული. იოანემ „იხილა და იწამა”. ადრე მისთვის გაუგებარი იყო ის ადგილი წმინდა წერილიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქრისტე მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო, ახლა კი გაახსენდა მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მის აღდგომას ეხებოდა.ქვ 120.1

    თვით ქრისტემ დააწყო თავისი სუდარა და ტილოები ასე აკურატულად. ძლიერი ანგელოზი მივიდა სამარხთან, მას კიდევ მეორე შეუერთდა. ისინი ამ დრომდე ერთად იცავდნენ უფლის სხეულს. როდესაც ძლიერმა ანგელოზმა ლოდი გადააგორა, მეორე სამარხში შევიდა და იესოს სხეულს სახვევები შეხსნა, მაცხოვარმა კი თვითონ დააწყო ისინი. მისთვის, ვინც აწესრიგებს ვარსკვლავთა მოძრაობას და უმცირეს ატომთა განალაგებას, ყველა წვრილმანს აქვს მნიშვნელობა. წესრიგისა და სრულყოფილების ნიშანი ადევს მის ყოველ საქმეს. მარიამი თან ახლდა იოანესა და პეტრეს სამარხთან. შემდეგ მარიამი დარჩა, ისინი კი იერუსალიმში დაბრუნდნენ. როცა მარიამმა კვლავ ჩაიხედა სამარხში, გული ტკივილისაგან შეეკუმშა. იქ ორი ანგელოზი იჯდა: ერთი - თავთან, მეორე - ფეხებთან. „დედაკაცო, რატომ სტირი?” - ჰკითხეს მათ. „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.ქვ 120.2

    და მან დატოვა ის ადგილი იმ იმედით, რომ იპოვიდა ვინმეს, ვინც ეტყოდა, თუ რა მოუვიდა უფლის ცხედარს. მოულოდნელად სხვა ხმა შემოესმა მას: „დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” ცრემლიანი თვალებით მარიამმა ძლივს გაარჩია ადამიანის სილუეტი, რომელიც მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი სად დაასვენე და მე წავიღებ”. თუკი ამ მდიდარი კაცის სამარხის ღირსი არ არის იესო, მარიამი მოძებნის ადგილს, სადაც დამარხავს თავის ბატონს. მას მხედველობაში ჰქონდა სამარხი, რომელიც თვით ქრისტემ გაათავისუფლა, ადგილი, სადაც ოდესღაც ლაზარე იყო დამარხული. რატომ არ შეიძლება იქ მისი უფლის დაკრძალვა? მაცხოვრის ჯვარცმული სხეულის მოვლა დიდი ნუგეში იყო მარიამისათვის.ქვ 120.3

    მაგრამ უცბად იესოს ხმა გაიგონა: „მარიამ!” მან მაშინვე იცნო ეს ხმა, ასეთი ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი, მობრუნდა და... მის წინაშე ცოცხალი ქრისტე იდგა. სიხარულისაგან სრულიად დაავიწყდა, რომ სამი დღის წინ იგი ჯვარს აცვეს. გაექანა, რათა ფეხებში ჩავარდნოდა და თაყვანი ეცა მისთვის და მიმართა: „რაბუნი!” მაგრამ იესომ ხელით ანიშნა არ მიჰკარებოდა და უთხრა: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან”. მარიამიც დაემორჩილა მას და გაემართა მოწაფეებისაკენ ამ სასიხარულო ამბის სათქმელად.ქვ 121.1

    იესოს არ სურდა თაყვანი ეცათ მისთვის მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი მოსაწონი იყო მამისათვის. იგი ამაღლდა ზეციურ სავანეში და თავად მოის მინა ღმერთისაგან, რომ კაცობრიობისათვის გაღებული მისი გამო მსყიდველი მსხვერპლი საკმარისია იმისათვის, რომ მისი ხელით ყველამ მიიღოს საუკუნო სიცოცხლე... უფალმა კვლავ დაამოწმა თავისი აღთქმა იმის შესახებ, რომ იგი მიიღებს მონანიებულთ და მორჩილთ და ისევე შეიყვარებს, როგორც თავის ძეს. ქრისტეს კვლავაც უნდა გაეგრძელებინა თავისი მსახურება, რათა აღესრუ ლებინა თავისი დაპირება, ექცია ადამიანი „ხალას ოქროზე მეტად” და „ოფირის ზოდზე მეტად” /ეს. 13:12/. მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზეც სიცოცხლის მეუფეს გადაეცა და იგი დაბრუ ნდა თავის ერთგულ მიმდევრებთან ცოდვილ წუთისოფელში, რათა გაუზიაროს მათ თავისი ძალა და დიდება.ქვ 121.2

    იმ დროს, როცა მაცხოვარი ღვთის წინაშე იდგა და ნიჭებს ღებულობდა თავისი ეკლესიისათვის, მოწაფეები მწუხარედ ტიროდნენ ცარიელ სამარხთან. დღე, რომელმაც მთელ ზეცას საოცარი სიხარული მოუტანა, ქრისტეს მოწაფეთათვის გაურკვევ ლობის, დაბნეულობისა და მღელვარების დღე იყო. ეჭვი, რომლი- თაც ისინი ქალების მოტანილ ცნობას შეხვდნენ, მათ ურწმუნო ებაზე მეტყველებდა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ისე მოულოდ ნელი იყო მოწაფეთათვის, რომ ამ ცნობისათვის სერიოზული ყურადღება არც მიუქცევიათ. ამ ჭეშმარიტების სიდიადე მათ ცნობიერებას აღემატებოდა. მათ გონებას ჯერ კიდევ შერჩენოდა სხვადასხვა მოძღვრებათა კვალი, მათ^შორის სადუკეველთა მეცნიერული თეორიებისა, ამიტომ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ მკვდართა აღდგომაზე, მათ ვერაფრით ვერ წარმოე დგინათ, თუ რას ნიშნავდა მიცვალებულთა აღდგომა.ქვ 121.3

    „წადით, - უთხრეს ანგელოზებმა ქალებს, - უთხარით მის მოწაფეებსა და პეტრეს. ის თქვენ წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის”. ეს ანგელოზები მფარველობდნენ ქრისტეს მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში; ისინი იყვნენ მოწმენი მისი განკითხვისა და ჯვარცმისა; მათ მოისმინეს მოწაფეებისათვის წარმოთქმული მაცხოვრის სიტყვები, ამას უნდა განემტკიცებინა და თვალი აეხილა მოწაფეთათვის ჭეშმარიტებაზე. მსგავსი სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის მაცნეთ შეეძლოთ.ქვ 122.1

    „უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს”, - უთხრეს ანგელო ზებმა. მაცხოვრის სიკვდილის შემდეგ სინდისის მტანჯველმა ქენჯნამ მოსვენება დაუკარგა პეტრეს. უფლისაგან მისი სამარცხვინო განდგომა, მაცხოვრის სიყვარულითა და თანაგრძ ნობით სავსე გამოხედვა მუდამ თვალწინ ედგა. იგი ყველა მოწაფეზე მეტად იტანჯებოდა და ამიტომ უფალს სურდა დაერწმუნებინა პეტრე, რომ მისი მონანიება მიღებულია და ცოდვა - მიტევებული. მას პირდაპირ სახელით მიმართა მაცხოვარმა.ქვ 122.2

    „უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ ის თქვენ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას”. იესო ყველა მოწაფემ მიატოვა და უფალი ყოველ მათგანს უხმობდა. მან არ უარყო ისინი. მარიამ მაგდალინელმაც აუწყა მათ, რომ ნახა უფალი და გადასცა მისი სურვილი, შეხვედროდა თავის მოწაფეებს გალილეაში. და მესამეჯერ ეუწყათ იესოს მოწაფეებს იგივე მოწოდება. მამასთან ასვლის შემდეგ იესო დანარჩენ ქალებს ეჩვენა და უთხრა: „გიხაროდეთ!” ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას”. მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ. წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ მე”.ქვ 122.3

    აღდგომის შემდეგ იესომ პირველ რიგში იჩქარა ემცნო თავის მოწაფეთათვის, რომ მას კვლავინდებურად უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე. შეეცადა, დაერწმუნებინა ისინი, რომ იგი რჩება მათ საუკუნო მხსნელად, მან დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები, რომელმაც დაკარგა თავისი ძალა მასზე და თავისი უცვლელი, მარადიული სიყვარულის დასამტკიცებლად იგი კვლავ მრავალჯერ ეჩვენა მათ. მაცხოვარს თავისი სიყვარულით მათი უფრო მტკიცე შეკავშირება სურდა. „წადით, უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში მნახავენ”, - თქვა მან.ქვ 123.1

    როცა მოწაფეებმა ასეთი გარკვეული მითითება მოისმინეს, დაფიქრდნენ ქრისტეს სიტყვებზე მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მაგრამ სიხარული არც ახლა ემჩნეოდათ, ვინაიდან ვერ მოიშორეს ეჭვი და დაბნეულობა. ქალებსაც არ დაუჯერეს, როცა მათ უთხრეს, რომ საკუთარი თვალით იხილეს მკვდრეთით აღმდგარი უფალი. ალბათ, მოეჩვენათ, - იფიქრეს მათ.ქვ 123.2

    მათ მწუხარებას მწუხარება ემატებოდა. ჯერ თავიანთი მოძღვრის სიკვდილის მოწმენი გახდნენ. შემდეგ მისი ცხედარი დაიკარგა, ახლა კი უფლის ცხედრის მოპარვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალეს. სასოწარკვეთილება დაეუფლათ და არ იცოდნენ, როგორ გაეფანტათ ხალხის ეს მცდარი აზრი მათ შესახებ. როგორ სურდათ იესოს კვლავ ნახვა, რომელიც ყველა რთულ ვითარებაში ეხმარებოდა მათ.ქვ 123.3

    ისინი ხშირად იმეორებდნენ: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი”. Dაობლებუ ლნი, გულისტკივილით იხსენებდნენ მაცხოვრის სიტყვებს: „თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?” /ლუკ. 24:21; 23:31/. ზემოთვალში ასვლისას ისინი მაშინვე ურდულით კეტავდნენ კარს, ვინაიდან ეშინოდათ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გაეზიარებინათ თავიანთი მოძღვრის ბედი.ქვ 123.4

    მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შეეძლოთ ბედნიერები ყოფილიყვნენ იმით, რომ მათი მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა! მარიამი იდგა ბაღში და ტიროდა მაშინ, როცა ის მის გვერდით იდგა. ცრემლებმა ისე დაუბინდა თვალები, რომ ვერ იცნო უფალი. ხოლო მოწაფეთა მწუხარება იმდენად დიდი იყო, რომ არ დაიჯერეს ანგელოზების სიტყვა და თვით ქრისტეს ნათქვამიც კი.ქვ 124.1

    და დღესაც რამდენი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში! ადამიანები ხშირად იმეორებენ სასოწარკვეთილი მარიამის უიმედო სიტყვებს: „ჩემი უფალი წაიღეს და, არ ვიცი, სად დაასვენეს”. და ამ დროს მათ შორის რამდენს შეეძლო მოესმინა მაცხოვრის სიტყვები: „რატომ სტირი? ვის ეძებ?” ვინაიდან ის მათთანაა, სულ ახლოს. მაგრამ ცრემლით დაბინდული თვალებით ვერ ხედავენ მას. იგი ესაუბრება, მაგრამ მათ არ ესმით.ქვ 124.2

    ო, რა კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებს მაღლა აეწიათ ჩაქი ნდრული თავები! რომ გაეხილათ თვალები და ეხილათ მაცხოვარი, დაეძაბათ ყურთასმენა და გაეგონათ მისი სიტყვები! „წადით და აუწყეთ მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა იგი”. ნუ ეცდებიან ისინი მის ხილვას იოსების სამარხში, რომელიც უზარმაზარი ლოდით იყო ამოქოლილი და რომის ბეჭდით დალუქული. არ არის იქ უფალი! ნუ უცქერით ცარიელ საფლავს, ნუ დაემსგავსებით მტირალთ მომავლის იმედისა და დახმარების დაკარგვის გამო. ცოცხალია იესო და, რადგან ის ცოცხალია, ჩვენც ვიცოცხლებთ! დიდება მივაგოთ მას გულის სიღრმიდან ამოსული მადლიერებისა და სიხარულის საგალობლებით და წმინდა ცეცხლით განწმედილი ბაგეებით. ქრისტე აღდგა! იგი ცოცხალია და შუამდგომლობას გვიწევს. ეს იმედი განამტკიცებს თქვენს სულს და გამობრძმედილ, ნაწრთობ ღუზას დაამსგავსებს. იწამეთ და იხილავთ ღვთის დიდებას!ქვ 124.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents