Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 11 - „მშვიდობა თქვენდა!”

    სახარება ლუკასი, 24:33-48; იოანესი, 20:19-29

    მოწაფეები შედიან იერუსალიმში აღმოსავლეთის კარიბჭით, რომელიც ღამით ღიად არის დატოვებული დღესასწაულის დღე ებში. სახლების ფანჯრებიდან უკვე აღარ გამოკრთის შუქი, ყვე ლგან სიჩუმეა გამეფებული. მგზავრები სწრაფად მიაბიჯებენ მთვარის შუქით განათებულ ვიწრო ქუჩებში, შედიან ზემოთვალში, სადაც იესომ მათთან ერთად გაატარა საღამო თავისი ჯვარცმის წინ და სადაც, იმედი აქვთ, ნახავენ თავიანთ ძმებს. თუმცა უკვე გვიანია, მაგრამ მოწაფეებმა იციან, რომ მათ თვალს ძილი არ მიეკარება, სანამ ძმებს არ ამცნობენ, თუ რა დაემართა იესოს ცხე დარს. კარი დაკეტილია. ისინი აკაკუნებენ, მაგრამ პასუხს არავინ სცემს. კვლავ სიჩუმეა. შიგნით მყოფებს თავიანთ ვინაობას აუწყებენ. და მაშინ კარი ფრთხილად იღება; ისინი შედიან... და მათთან ერთად შედის ის, უხილავი. შემდეგ კარს კვლავ კეტავენ, ვინაიდან ჯაშუშების ეშინიათ.ქვ 131.1

    მგზავრები ამჩნევენ, რომ ზემოთვალში მყოფნი რაღაც დიდი სიხარულით არიან აღგზნებულნი, მადლობას სწირავენ და ადი დებენ ღმერთს: „რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს”. და აქვე ჩქარი სიარულისაგან დაქანცული ორი მგზავრი სულმოუთქმელად ყვება საოცარ ამბავს, თუ როგორ ეჩვენა მათ იესო. ვერც კი მოასწრეს ამ საოცარი ამბის მოყოლა და ზოგიე რთმა იქ მყოფთაგანმა ეჭვის გამოთქმაც კი ამ საკვირველი და მეტად საამო მოვლენის გამო, რომ მათ შორის შეამჩნიეს ვიღაც უცხო. დიდად გაუკვირდათ: კარზე არვის დაუკაკუნებია, არც ნაბიჯების ხმა სმენიათ და საიდან შემოვიდა იგი? შეძრწუნებული მოწაფეები ერთმანეთს ეკითხებიან: „რას ნიშნავს ეს?” და ამ დროს ესმით თავიანთი საყვარელი მოძღვრის ხმა: „მშვიდობა თქვენდა!”ქვ 131.2

    „შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ, მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემხედეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”. ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები”.ქვ 131.3

    და მათ იხილეს ლურსმნებით ნაიარევი მისი ხელები და ფეხები; იცნეს მისი ხმა, ათას სხვა ხმაში უმალ რომ გამოიც ნობდნენ. „რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ სჯეროდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, მათ ჰკითხა: „გაქვთ აქ რაიმე საჭმელი? მიაწოდეს მას შემწვარი თევზი და გოლეული. და აიღო და ჭამა მათ წინაშე”. „მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით”. მათი ურწმუნოება რწმენამ და ენით გამოუთქმელმა სიხარულმა შეცვალა... და ისინი დარწმუნდნენ, რომ მათ წინაშე მკვდრეთით აღმდგარი მათი უფალი იდგა.ქვ 132.1

    იესოს დაბადებისას ანგელოზმა წარმოთქვა: „მშვიდობა ქვეყა ნაზე და კაცთა შორის სათნოება!” და ახლაც, როცა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად ეჩვენა მოწაფეებს, მაცხოვარმა აკურთხა ისინი: „მშვიდობა თქვენდა!” იესო ყოველთვის მზადაა ანუგეშოს შიშითა და ეჭვებით დამძიმებულნი. იგი ელის იმ დროს, როცა გავუხსნით ჩვენს გულებს და ვეტყვით: „დარჩი ჩვენთან”. იესო ამბობს: „აჰა, ვდგევარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან” /გამოცხ. 3:20/.ქვ 132.2

    იესოს აღდგომა ყველა მონანიებული ცოდვილის მკვდრეთით აღდგომის პირველსახეა. მაცხოვრის გარეგნობა, ქცევა, მეტყველება, ხმა - ყველაფერი ნაცნობი იყო მის მოწაფეთათვის. როგორც იესო აღდგა მკვდრეთით, ისევე აღდგება ყველა მასში განსვენებულიც. როგორც მოწაფეებმა იცნეს გაცოცხლებული მაცხოვარი, ასევე ვიცნობთ ჩვენც ჩვენს ახლობლებს. თუმცა ისინი, შესაძლოა, დაამახინჯა და დაასნეულა მიწიერმა ცხოვრებამ, მაგრამ აღდგებიან სრულყოფილნი და მშვენიერნი. მათ დიდებულ, უფლის ნათელით მოსილ სხეულს სრულად ექნება შენარჩუნებული ინდივიდუალური თვისებები. მაშინ მათ შევიცნობთ ისევე, როგორც ჩვენ ვართ შეცნობილნი /1 კორ. 13:12/. იესოს სახიდან არეკლილი შუქით განათებულ სახეებში ჩვენ შევიცნობთ მათ სახეებს, ვინც ასე ძლიერ გვიყვარდა.ქვ 132.3

    შეხვედრისას იესომ გაახსენა მოწაფეებს თავის ჯვარცმამდე ნათქვამი სიტყვები: ყველაფერი, რაც მასზე დაწერილია მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა წიგნებში და ფსალმუნებში, უსა თუოდ აღსრულდება. „მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დატან ჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო მესამე დღეს; უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, დაწყებული იერუსალიმიდან; თქვენ კი ამის მოწმენი ხართ”.ქვ 132.4

    მოწაფეებმა იწყეს თავიანთი მსახურების არსისა და მაღალი დანიშნულების შეცნობა: მათ კაცობრიობას უნდა ამცნონ მეტად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი, რომლებიც უფალმა გაანდო. მაცხოვრის სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, წინასწარმეტყვე ლებანი, რომლებიც ამ მოვლენებზე მიუთითებდა, უფლის მცნებათა სიწმინდე, გადარჩენის გეგმის საიდუმლოებანი, იესოს უფლებამოსილება ცოდვათა მიტევებისა - ყოველივე ამის მოწმენი ხომ თავად იყვნენ. მათ უნდა ექადაგათ მონანიების, მაცხოვრის ძალაუფლების, გადარჩენისა და მშვიდობის სახარება.ქვ 133.1

    „ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა: „მიიღეთ სულიწმიდა”. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”. სულიწმიდა ჯერ არ გამოვლინდა მთელი სისრულით, ვინაიდან ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული. სულიწმიდის აურწყველად გარდმოსვლა ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდგომ მოხდა მხოლოდ. ამ დღემდე მოწაფეები ვერ შეძლებდნენ ქრისტეს დავალების შესრულებას: ექადაგათ სახარება წუთისოფლისათვის. სულიწმიდა ახლა მათ განსაკუთრებული მიზნით მიეცათ. სანამ მოწაფეები თავიანთი საეკლესიო მოვალეობის შესრულებას დაიწყებდნენ, ქრისტემ სულიწმიდა - ყველაზე ძვირფასი და წმინდა ძღვენი - უბოძა მათ, რითაც მიახვედრა, რომ სულიწმიდის გარეშე ამ საქმის აღსრულებას ვერ შეძლებენ.ქვ 133.2

    სულიწმიდა - ეს ადამიანის სულიერი ცხოვრების გულისცემაა. სულის მიღება ქრისტეს ცხოვრების მიღებას ნიშნავს. ადამიანი მისი მსგავსი ხდება. მხოლოდ უფლის ის მოწაფეები, რომლებიც ღვთის სულის მოქმედებით ემსგავსებიან ქრისტეს, უფლის მოწმენი არიან და შრომობენ ეკლესიის აღსაშენებლად.ქვ 133.3

    „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, - თქვა ქრისტემ, - მიეტევებათ; ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”. მაცხოვარი არვის აძლევს სხვისი განკითხვის უფლებას. თავის ქადაგებაში მთაზე მან აკრძალა ეს. ეს მხოლოდ ღმერთის უფლებამოსილებაა. მაგრამ ეკლესიას, როგორც ორგანიზაციას, უფალი აკისრებს პასუხისმგებლობას მის ცალკეულ წევრთა გამო. ის, ვინც ცდუნდა და ცოდვა ჩაიდინა, ეკლესიამ უნდა გააფრთხილოს, რჩევა დარიგება მისცეს და გამოასწოროს, თუკი ეს შესაძლებელია. „ამხილე, შერისხე, - ამბობს უფალი, შეაგონე მთელი სულგრძელობით და სწავლებით” /2ტიმ. 4:2/. სიმართლით ებრძოლეთ ბოროტებას, არ მისცეთ ნება ვინმეს, მოგატყუოთ, პირდაპირ ამხილეთ ცოდვა, ამცნეთ ხალხს, თუ რას ამბობს უფალი სიცრუის, შაბათის სიწმინდის დარღვევის, ქურდობის, კერპთაყვანისმცემლობის და სხვა დანაშაულთა შესახებ, ვინაიდან „ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვი დრებენ” /გალ. 5:21/. თუკი ადამიანებს ჯიუტად არ სურთ ცოდვების მიტოვება, მაშინ მსჯავრი, რომელსაც თქვენ აცხადებთ ღვთის სიტყვის საფუძველზე, დაედებათ მათ ზეცაში. დანაშაულებრივი გზის ამორჩევით ისინი შორდებიან ქრისტეს და ეკლესიამაც უნდა დაანახოს ხალხს, რომ არ ეთანხმება მათ საქციელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პატივს აყრიდა უფალს. ეკლესიას ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ცოდვის მიმართ, როგორიც უფალს აქვს. იგი ცოდვას ისე უნდა მოექცეს, როგორც ღმერთი გვმოძღვრავს და, რასაც ეკლესია აკეთებს, იგი მტკიცდება ზეცაში. ის, ვინც ეკლესიის უფლება მოსილებას უარყოფს, თვით ქრისტეს ძალაუფლებას უგულებელყოფს.ქვ 134.1

    მაგრამ არსებობს სხვა, უფრო ნათელი მხარეც. „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ”. დაე, ეს იყოს თქვენი მთავარი საფიქრალი. იშრომეთ დაღუპულთათვის და მოაქციეთ ისინი ქრის ტესკენ. დაუღლელად იზრუნონ მწყემსებმა თავიანთ ცხვართათვის უფლის საძოვრებზე; უთხრან გზააბნეულთ უფლის ყოვლისმომცველი წყალობის შესახებ; დაარწმუნონ ცოდვილნი, რათა მათ მოინანიონ თავიანთი დანაშაული და ირწმუნონ მისი, ვისაც აქვს მიტევების უფლება; დაეყრდნონ ღვთის სიტყვის ავტორიტეტს: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან” /1იოან. 1:9/. ყველას, ვინც ინანიებს, შეუძლია დარწმუნდეს: „კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათ რგუნავს ჩვენში უკეთურებებს. ყველა მათ ცოდვას შენ ზღვის უფსკრულებში მოისვრი” /მიქ. 7:19/.ქვ 134.2

    ეკლესიამ მადლიერებით უნდა მიიღოს ცოდვილის მონანიება, უნდა ამოიყვანოს ურწმუნოების წყვდიადიდან რწმენისა და სიმართლის ნათელში, რათა მიიყვანოს იგი იესოს მოსიყვარულე გულთან. ასეთ მიტევებას იწონებს და ღებულობს ზეცა.ქვ 135.1

    მხოლოდ ასეთი მიტევების უფლება აქვს ეკლესიას. ცოდვათა მიტევება მხოლოდ ქრისტეს დამსახურებათა წყალობით შეიძლება. არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არა აქვს ადამიანთა სულების დანაშაულებისაგან გათავისუფლების უფლება. ქრისტემ დაავალა თავის მოწაფეთ ქადაგება ცოდვების მიტევების შესახებ ყველა ერში და ტომში მხოლოდ მისი სახელით, მაგრამ თვით მოციქულებს არ ჰქონიათ მათი მიტევების უფლება. ვინაიდან „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ხალხისთვის ცის ქვეშ მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” /საქმე. 4:12/.ქვ 135.2

    როცა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო პირველად შეხვდა თავის მოწაფეებს, თომა მათთან ერთად არ იყო. მას გაგებული ჰქონდა სხვებისაგან ყველაფერი მაცხოვრის შესახებ და მრავალი მტკიცებაც გააჩნდა იმისა, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა. მაგრამ მის გულში წყვდიადსა და ურწმუნოებას დაესადგურებინა. როცა მოწაფეებმა უთხრეს, რომ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, იგი უფრო დიდ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. თუკი იესო მართლაც აღდგა, მაშინ რაღა იმედი უნდა ჰქონდეს მიწიერი სასუფევლისა! თანაც თავმოყვარეობა შეელახა იმის გამო, რომ მოძღვარი ეჩვენა ყველა მოწაფეს, მის გარდა. მას არ სურდა ამის დაჯერება და მთელი კვირის განმავლობაში თავის დაკარგულ იმედებს დასტიროდა და ცხოვრებაც უფრო მძიმე და აუტანელი ეჩვენებოდა მის თანამოძმეთა იმედებისა და რწმენის ფონზე.ქვ 135.3

    იგი ყოველთვის დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავეს: „თუ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვიხილავ და ნაიარევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ”. მას არ სურდა ერწმუნა თავისი ძმების სიტყვებითა და მოწმობით. თომას ძალიან უყვარდა თავისი უფალი, მაგრამ შურმა და ურწმუნოებამ მოიცვა მისი გული და გონება.ქვ 136.1

    მოწაფეებიდან ერთ ერთი დროებით საცხოვრებლად გადმოვიდა იმ სახლის ზემოთვალში და საღამოობით ყველა, თომას გარდა, აქ იკრიბებოდა. ერთ საღამოს თომაც მოვიდა მათთან. თუცა მას არ სჯეროდა გაგონილის, მაგრამ სადღაც, გულის სირმეში ოდნავ ბჟუტავდა იმის იმედი, რომ ეს ამბავი მართალი იყო.ქვ 136.2

    ვახშმობის დროს მოწაფეები საუბრობდნენ წინასწარმეტ ყველთა წიგნებში მოცემულ მტკიცებებზე ქრისტეს შესახებ. და აი, „მოვიდა იესო კარჩაკეტილში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!”ქვ 136.3

    შემდეგ უთხრა თომას: „მოიტა აქ შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, არამედ მორწმუნე იყავ”. ამ სიტყვებმა დაამტკიცეს: იესომ ყველაფერი იცოდა, რასაც ფიქრობდა და ამბობდა თომა. ეჭვიანმა მოწაფემ იცოდა, რომ არც ერთ მოწაფეს არ ენახა იესო მთელი კვირის განმავლობაში და არც ერთ მათგანს არ შეეძლო იესოსათვის ეთქვა მისი ურწმუნოების ამბავი. და თომამ აღიარა მის წინაშე მდგომი იესო თავის უფლად. მას სხვა მტკიცებანი აღარ სჭირდებოდა. მისი გული სიხარულისაგან თრთოდა. იგი იესოს ფერხთით დაეცა და წარმოთქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”.ქვ 136.4

    იესომ მიიღო ეს აღიარება, თუმცა მორიდებით ამხილა თომა თავის ურწმუნოებაში: „შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ”. თომას რწმენა იმ შემთხვევაში მოჰგვრიდა სიხარულს მაცხოვარს, თანამოძმეების სიტყვით რომ ერწმუნა. დღესაც წუთისოფელი რომ თომას მაგა- ლითს მისდევდეს, არვინ ირწმუნებდა გადარჩენის ჭეშმარიტებას, ვინაიდან ადამიანებმა სხვათა მოწმობით უნდა მიიღონ ის.ქვ 136.5

    მრავალი დაეჭვებული დღეს თავს იმართლებს: მათაც რომ ისეთი მტკიცება და მოწმობა ჰქონდეთ, როგორც თომას მისი მოძმეებისაგან, ისინიც ირწმუნებდნენ. მათ არ ესმით, რომ არა მხოლოდ ასეთი მოწმობა, არამედ უფრო მეტიც აქვთ ხელთ. ბევრი მათგანი, ვინც, თომას მსგავსად, ელის, თუ როდის გაუქარწყლდება ეჭვები, ვერასოდეს მიაღწევს ამას. და თანდათანობით ურწმუ ნოების უფსკრულისაკენ მიექანება. ისინი, რომლებიც ცხოვრების მხოლოდ ბნელ მხარეებს უყურებენ, რომლებიც ხშირად კვნესიან და ჩივიან, ვერ ხვდებიან, რას ჩადიან. ისინი ეჭვის თესლს თესავენ და მისივე ნაყოფს იმკიან: როცა ყველაზე მეტად საჭირო იქნება რწმენა და ნდობა, მათ არ ექნებათ არც ერთი და არც მეორე.ქვ 137.1

    თომას მიმართ იესოს დამოკიდებულება ბევრ რამეს ასწავლის ქრისტეს მიმდევართ. მისი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც სუსტი რწმენა და ეჭვები სტანჯავს. იესომ არ უსაყვედურა თომას, არც შეეკამათა. იგი უბრალოდ გაეხსნა მას. თომამ დიდი უგნურება გამოიჩინა, როცა განაცხადა, თუ რა პირობით ირწმუნებდა, მაგრამ იესომ თავისი უანგარო სიყვარულითა და თანაგრძნობით გადალახა ეს დაბრკოლება. დაპირისპირებით იშვიათად შეიძლება დაძლიო ურწმუნოება. Pირიქით, ურწმუნოება თავის დაცვას იწყებს და ხშირად გამართლებასაც პოულობს. დაე, იხილონ მათ იესოს სიყვარული და წყალობა, როგორც თომამ - ჯვარცმული მაცხოვარი და მაშინ ადრე ურწმუნონი თომასთან ერთად აღიარებენ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”ქვ 137.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents