Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 12 - კვლავ ზღვის ნაპირას

    სახარება იოანესი, 21:1 — 22

    იესომ თავის მოწაფეებს გალილეაში დაუნიშნა შეხვედრის ადგილი და მართლაც, პასექის დღეების შემდეგ ისინი იქეთ გაემა რთნენ. ზეიმის დღეებში მათ იერუსალიმიდან გასვლას შეაფა სებდნენ, როგორც უკმაყოფილებას და განდგომილებას მათი მხრიდან, ამიტომ ისინი დარჩნენ ქალაქში პასექის დამთავრებამდე, შემდეგ კი სიხარულით გაემართნენ დათქმული ადგილისაკენ.ქვ 138.1

    მოწაფეთაგან შვიდნი ერთად მიდიოდნენ. ღარიბულად ეცვათ. მათ არ გააჩნდათ მიწიერი კეთილდღეობა, მაგრამ ჭეშმარიტების შემეცნებითა და მსახურებით იყვნენ მდიდარნი, რაც განსაკუთ რებით ძვირფასი იყო უფლის თვალში და მასწავლებლის უმაღლეს წოდებას ანიჭებდა მათ. მათ არასოდეს უსწავლიათ წინასწარ მეტყველთა სკოლებში — სამი წლის განმავლობაში მათი მასწავ ლებელი იყო უდიდესი მოძღვარი, ოდესმე დედამიწაზე მყოფ მოძღვართა შორის. მისი წყალობით ამ უბრალო მოწაფეებმა შეიძინეს კეთილშობილება, გონიერება და იქცნენ ღვთის იარაღად. რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ჭეშმარიტების შეცნობა შეეძლოთ.ქვ 138.2

    ქრისტეს მსახურება ძირითადად გალილეის ზღვის მიდამოებში ხდებოდა. და ახლაც, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ ამ წყნარ ადგილას, სადაც სიმყუდროვეს ვერავინ დაურღვევდა, ირგვლივ ყველაფერი იესოსა და მის დიად საქმეებს ახსენებდა მათ. ერთხელ, როცა საშინელი გრიგალი მათ დაღუპვას უქადდა და ყოველი მათგანი დიდმა შიშმა შეიპყრო, ამ მღელვარე ზღვის ზედაპირზე, მოწაფეების საშველად მაცხოვარი გამოემართა. აქ მისმა სიტყვამ დააცხრო აბობოქრებული ტალღები. შორიახლოს მოჩანდა ადგილი, სადაც იესომ რამდენიმე პურითა და ორი თევზით ათი ათასზე მეტი კაცი დააპურა. არც თუ ისე შორს იყო აქედან კაპერნაუმი, სადაც მან უამრავი სასწაული მოახდინა. ირგვლივ ყველაფერი ქრისტეს მოწაფეთ მაცხოვრის სიტყვებსა და საქმეებს ახსენებდა.ქვ 138.3

    მშვენიერი საღამო იყო და პეტრემ, რომელსაც კვლავინ დებურად ძალიან უყვარდა თევზაობა, შესთავაზა ძმებს შესუ ლიყვნენ ზღვაში და ესროლათ ბადე. ყველა დათანხმდა. მათ სჭირდებოდათ საკვები და ტანსაცმელი, ამიტომ, იღბლიანი ნადავლის შემთხვევაში შეეძლოთ გაეყიდათ თევზი და შეეძინათ ის, რაც მათთვის აუცილებელი იყო. ისინი ავიდნენ ნავში, ისროლეს ბადე, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. ასე მძიმედ შრომობდნენ ისინი მთელი ღამის განმავლობაში, მაგრამ ამაოდ. ამ მომქანცველ წუთებში ისინი იხსენებდნენ თავიანთ უფალს, რომელიც ახლა მათ გვერდით აღარ იყო, მის სასწაულებრივ საქმეებს, რის მოწმენიც თავად იყვნენ ქრისტეს ამ მიდამოებში მსახურებისას, საუბრო ბდნენ მომავალზე და მოუსვენრად შფოთავდა მათი გულები.ქვ 138.4

    და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი „მეთვალყურე” შეუმჩნევლად ადევნებდა თვალს მათ საქმიანობას. გარიჟრაჟდა. ნავი ნაპირს მიუახლოვდა და მოწაფეებმა დაინახეს ნაპირზე მდგომი უცნობი, რომელმაც ჰკითხა: „შვილებო! გაქვთ რაიმე საჭმელი? ხოლო მათ პასუხზე: „არა”, უცნობმა უთხრა: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით”. „ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო”.ქვ 139.1

    იოანემ იცნო ნაპირზე მდგომი და პეტრეს უთხრა: „ეს უფა ლია”. პეტრეს ისე გაეხარდა, რომ მაშინვე წყალში გადაეშვა და სულ მალე უფლის გვერდით გაჩნდა. დანარჩენები ნავით მოცურავდნენ, თან თევზით სავსე ბადე მოჰქონდათ. „ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერჩხლები და თევზი, მასზე დადებული, და პური”.ქვ 139.2

    მოწაფეები ისე იყვნენ გახარებულნი, რომ არც კი უკითხიათ, საიდან გაჩნდა აქ ცეცხლი და საკვები. „უთხრა იესომ მათ: მოიტანეთ თევზი, ახლა რომ დაიჭირეთ”. პეტრე მივარდა ბადეს, რომელიც თავად ისროლა ზღვაში და მიეხმარა ძმებს მის გამოთრევაში. როცა ყველაფერი ეს გაკეთდა და საჭმელი მომ ზადდა, იესომ უხმო თავის მოწაფეებს საუზმეზე, როგორც კი პური გატეხა და დაურიგა, შვიდივემ მაშინვე იცნო მაცხოვარი. მათ გაახსენდათ იესოს სასწაული, როდესაც ხუთი ათასი კაცი დააპურა მან მთის ძირში და რაღაც შინაგანმა შიშმა შეიპყრო ისინი. მოწაფეები დუმილით შესცქეროდნენ მკვდრეთით აღმდგარ მხსნელს.ქვ 139.3

    თვალწინ დაუდგათ ის დღე, როცა იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „გამომყევი”. გაახსენდათ, თუ როგორ გადაისროლეს ბადე მის სიტყვაზე წყლის სიღრმეში, რომელიც თევზის სიმრავლისაგან კინაღამ გაიხა. შემდეგ კი იესომ მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ მეთევზეთა ნავები და აღუთქვა, რომ ადამიანთა მებადურებად აქცევდა. იესომ კვლავ სასწაული მოახდინა იქ, რათა მოწაფეებს ღრმად ჩაბეჭდოდათ გონებაში ეს სცენა. ამით მან გაახსენა მოწაფეებს ის, რაც დაავალა და დაარწმუნა, რომ მისი სიკვდილით სულაც არ შეცვლილა და არც შემცირებულა ის მოვალეობა და დანიშნულება, რომელიც მაცხოვარმა მათ დაუწესა. თუმცა მათ უნდა წართმეოდათ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობა და დაეტოვებინათ მეთევზის ხელობა, რაც მათი შემოსავლის წყარო იყო, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი კვლავაც არ მოაკლებს მათ ყურადღებას სანამ ისინი მის სამსახურში იქნებიან, უფალი იზრუ ნებს ყველა მათ საჭიროებაზე. ქრისტეს სიტყვებს, ნავის მარჯვნივ ესროლათ ბადე, განსაკუთრებული აზრი და მიზანი ჰქონდა. სწორედ ამ მხარეს იდგა იგი ნაპირზე, რწმენის მხარეზე. თუკი მოწაფეები გაიზიარებენ მის შრომას და მისი ღვთიური ძალა შეერ წყმება მათ ადამიანურ ძალისხმევას, ისინი არასოდეს დამარ ცხდებიან.ქვ 140.1

    და კიდევ ერთი გაკვეთილის მიცემა სურდა ქრისტეს მოწაფე თათვის, განსაკუთრებით — პეტრესათვის, ვისი უფლისაგან სამარცხვინო განდგომაც სრულიად არ ესადაგებოდა მის ადრინდელ მტკიცებას მაცხოვრისადმი მარადიულ ერთგულებაზე. მან უარყო ქრისტე და ძმებიც უკვე აღარ ენდობოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ პეტრეს სამუდამოდ შეელახა რეპუტაცია მოწაფეთა შორის, თუმცა თავად პეტრემაც კარგად იცოდა, რომ ნდობა დაკარგული ჰქონდა. და შემდგომშიც, სანამ იგი აღდგება სამოციქულო მსახურებისათვის, საჯაროდ უნდა მოინანიოს თავისი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუმცა იგი ძლიერ წუხდა ჩადენილი ცოდვის გამო, მისი მსახურება არ იქნებოდა სარწმუნო. მაცხოვარმა მისცა მას დრო და შესაძლებლობა, რათა დაებრუნებინა ძმების ნდობა და შეძლებისდაგვარად ჩამოერეცხა სირცხვილი და შეურაცხყოფა, რომელიც მან სახარებას მიაყენა.ქვ 140.2

    ეს გაკვეთილია ქრისტეს ყოველი მიმდევარისათვის. სახარება არასოდეს მიდის კომპრომისზე ბოროტებასთან: მას არ შეუძლია ცოდვის გამართლება. ფარული ცოდვის მონანიება შესაძლებელია საიდუმლოდ, მხოლოდ უფლის წინაშე, მაგრამ აშკარა ცოდვა სახალხოდ უნდა იყოს მონანიებული. მოწაფეთა ცოდვების გამო ილანძღება ქრისტე, რაც სატანას ძლიერ ახარებს, ხოლო მცირედ მორწმუნეთათვის კი საცდურს წარმოადგენს. მხოლოდ გულწრფელ მონანიებას ძალუძს ცოდვის მიტევება.ქვ 141.1

    როცა მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად ვახშმობდა ზღვის ნაპირზე, უფალმა პეტრეს ჰკითხა: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” - და ძმებზე მიუთითა. პეტრემ ოდესღაც განაცხადა: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები” /მათ. 26:33/. მაგრამ ახლა უფრო საღად შეაფასა თავისი თავი. „უფალო, - უპასუხა მან, - შენ იცი, რომ მიყვა რხარ”. ახლა იგი არ ცდილა მხურვალედ დაემტკიცებინა მაცხოვრისათვის, რომ იგი ძმებზე მეტად უყვარს. იგი არწმუნებს თავის ერთგულებაში და მისი გულწრფელობის განსჯას ანდობს მას, ვისაც გულში დამარხული ფიქრის კითხვა შეუძლია. „შენ იცი, რომ მიყვარხარ”. ამაზე კი იესო პასუხობს: „აძოვე ჩემი ცხვრები”.ქვ 141.2

    და კვლავ ცდის იესო პეტრეს, როცა უმეორებს: სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” ამჯერად იგი არ ეკითხება, უყვარს თუ არა იგი პეტრეს ძმებზე მეტად. და კვლავ გაისმის მოკლე და უბრალო პასუხი: „დიახ, უფალო! შენ იცი, რომ მიყვარხარ”. „აძოვე ჩემი ცხვრები”, - კვლავ ეუბნება იესო. ამის შემდეგ მაცხოვარი კვლავ გამოცდის მიზნით ეკითხება მას: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” და პეტრე დანაღვლიანდა, რადგან იფიქრა, რომ ქრისტეს ეჭვი ეპარებოდა მის სიყვარულში. მან ისიც კარგად იცოდა, რომ უფალს ჰქონდა მისდმი უნდობლობის მიზეზი და ღრმა გულისტკივილით უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი: იცი, რომ მიყვარხარ”. და კვლავ უმეორებს იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები”.ქვ 141.3

    სამჯერ უარყო პეტრემ თავისი უფალი და სამჯერვე სურდა მაცხოვარს მოესმინა პეტრესაგან სიყვარულის და ერთგულების სიტყვები და სამჯერ შეეხო მის ტკივილიან გულს გამომცდელი კითხვებით ბასრი მახვილის მსგავსად. მოწაფეთა წინაშე მონანიების მთელი სიღრმით გააშუქა მაცხოვარმა პეტრეს გული და აჩვენა, თუ როგორი მორჩილი გახდა ეს ოდესღაც ამაყი და ტრაბახა ადამიანი. ქვ 142.1

    პეტრე ბუნებით ფიცხი იყო და სატანამაც ისარგებლა მისი ამ თვისებით მისავე დასამარცხებლად. ამ დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე მაცხოვარმა უთხრა მას: „სიმონ, სიმონ! სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილონ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები” /ლუკ. 22:31,32/. და აი, ეს დროც დადგა. პეტრეში მომხდარი ცვლილება აშკარა იყო. უფლის მოკლე, გამომცდელ კითხვებს აღარ პასუხობდა იგი თამამი, თვითდაჯე რებული სიტყვებით. მორჩილებისა და მონანიების წყალობით პეტრე ახლა ისე როგორც არასდროს, მზად იყო ემწყემსა უფლის ცხვრები.ქვ 142.2

    პირველი დავალება, რომელიც ქრისტემ პეტრეს მიანდო მას შემდეგ, რაც იგი მაცხოვარმა მსახურებისათვის აღადგინა, მისი ცხვრების მწყემსვა იყო. ამ საქმეში პეტრე გამოუცდელი იყო. აქ საჭირო იყო უდიდესი მზრუნველობისა და სიყვარულის, მოთმინებისა და სიმტკიცის გამოჩენა. პეტრე ახალმოქცეულთა მსახური უნდა გამხდარიყო: ესწავლებინა და განემარტა მათთვის წმინდა წერილის არსი და რჩევა დარიგება მიეცა, რათაA უფრო სასარგებლონი ყოფილიყვნენ ქრისტეს მსახურებისათვის. აქამდე პეტრე არ იყო მზად ასეთი დავალების აღსასრულებლად და არც მისი მნიშვნელობა ესმოდა. მაგრამ ახლა იესომ მოუწოდა მას ასეთი მსახურებისათვის. მაცხოვრის თანაგრძნობამ და თავად პეტრეს მონანიებამ მოამზადა იგი ამისათვის.ქვ 142.3

    ამ ცოდვის ჩადენამდე პეტრე ყოველთვის დაუფიქრებლად, წუთიერი გულისთქმით წარმოთქმული სიტყვებით ლაპარაკობდა. იგი შეცდომებს უსწორებდა სხვებს და ისე გამოთქვამდა საკუთარ აზრს, რომ ვერც საკუთარ თავში ერკვეოდა და ვერც იმაში, რაც უნდა ეთქვა. მაგრამ მოქცეული პეტრე სულ სხვა პიროვნებად იქცა, თუმც შეინარჩუნა თავისი ადრინდელი მგზნებარება და ახლა ქრისტეს მადლი მართავდა მის გულმოდგინებას. გაქრა სიფიცხე, თვითდაჯერებულობა, საკუთარი თავის განდიდების სურვილი; ახლა მასში ჭარბობდა სიმშვიდე, ნებისყოფა და ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა. მხოლოდ ახლა შეეძლო მას ქრისტეს ცხვრების მწყემსვა და მისი ფარის გაძღოლა.ქვ 142.4

    პეტრესადმი ქრისტეს დამოკიდებულება თვალსაჩინო გაკვეთი ლი იყო მისთვისაც და მისი ძმებისთვისაც, რადგან მათ ისწავლეს თანაგრძნობის, მოთმინებისა და მიმტევებლური სიყვარულის გამოვლენა ცოდვილის მიმართ. პეტრეს განდგომის მიუხედავად, მისდამი უფლის სიყვარული სრულებითაც არ შეცვლილა. ასეთივე სიყვარულის გამოვლენა მართებს მწყემსს მიბარებული ცხვრების მიმართ. თავისი უძლურებისა და დაცემის გახსენებით პეტრეს ისეთივე სიყვარული და სინაზე უნდა გამოევლინა თავისი სამწყსოს მიმართ, როგორც ქრისტემ - მის მიმართ.ქვ 143.1

    პეტრესადმი ქრისტეს დასმულ შეკითხვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაცხოვარმა მოწაფეობისა და მსახურების მხოლოდ ერთი პირობა შეახსენა მას. „გიყვარვარ?” - ჰკითხა მან. ესაა უმთავრესი თვისება. თუმცა, შესაძლოა, პეტრეს სხვა ღირსებებიც ჰქონდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულის გარეშე იგი ვერ გახდებოდა უფლის ცხვრების ერთგული მწყემსი. ცოდნა, მჭერმეტყველება, კეთილსახიერება, მადლიერება და გულმოდგინება - ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი გულში ქრისტეს სიყვარული არ სუფევს, ქრისტიანული მსახურების ყოველგვარი მცდელობა ამაოა.ქვ 143.2

    იესო მიუახლოვდა პეტრეს - მას მხოლოდ მასთან სურდა საუბარი. თავისი სიკვდილის წინ მაცხოვარმა უთხრა მას: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”; რაზედაც პეტრემ უპასუხა: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგ ყვები? ჩემს სულს დავდებ შენთვის” /იოან. 13:36,37/. ამ სიტყვების წარმოთქმისას მას ვერც კი წარმოედგინა, თუ რა სიღრმეებისა და სიმაღლეებისაკენ მიჰყავდა იგი ქრისტეს. როდესაც გამოცდის ჟამი დაუდგა, პეტრე დამარცხდა. მაგრამ მას მიეცა შესაძლებლობა, დაემტკიცებინა ქრისტესადმი სიყვარული. ქრისტემ განამტკიცა პეტრე მისი რწმენის უკანასკნელი გამოცდისათვის და გაუხსნა, თუ რა ელოდა მომავალში. მოციქულს დიდი მოღვაწეობა ელოდა ქრისტეს საქმისათვის, მაგრამ როდესაც წლები დაამძიმებენ, იგი თავისი უფლის ხვედრს გაინაწილებს. „სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარ ტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს”, - უთხრა პეტრეს უფალმა. „ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს”.ქვ 143.3

    ასე უწინასწარმეტყველა მაცხოვარმა პეტრეს, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა: ჯვარზე გაშლიდა ხელებს. და კვლავ მოუხმო თავის მოწაფეს: „მომყევი”. პეტრეს არ შეშინებია. ახლა იგი უკვე მზად იყო, ნებისმიერი მოწამებრივი სიკვდილით მომკვდარიყო თავისი უფლისათვის.ქვ 144.1

    აქამდე პეტრე იცნობდა ხორციელ ქრისტეს ისევე, როგორც დღეს იცნობს მრავალი მას, თუმცა ცოდნა ამით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი იცნობდა ქრისტეს ჩვეულებრივ, ადამიანურ ბუნებას და უყვარდა იგი, როგორც ზეციდან მოვლენილი მოძ ღვარი. ახლა კი დადგა დრო, როცა პეტრემ შეიყვარა იგი, როგორც ღმერთი. მან შეიმეცნა, რომ ქრისტეა მისთვის ყველაფერი ყველაფერში. ახლა იგი უკვე მზად იყო გაეზიარებინა ქრისტეს მოწამეობრივი მსახურება. როდესაც სიცოცხლის დასასრულს ჯვარზე გასაკრავად წაიყვანეს, პეტრემ ითხოვა, რომ თავდაღმა გაეკრათ მასზე, რადგან ფიქრობდა, რომ მისთვის უდიდესი პატივი იქნებოდა, ეტანჯა თავისი მოძღვრის მსგავსად.ქვ 144.2

    სიტყვა „მომყევი” მეტად მნიშვნელოვანი იყო პეტრესათვის: თავისი სიცოცხლითა და სიკვდილით რომ აღასრულა იგი. ადრე პეტრე ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებდა, რადგან ცდილობდა თავადვე დაეგეგმა ღვთის საქმე იმის ნაცვლად, რომ მისი აღმსრულებელი ყოფილიყო მხოლოდ. მაგრამ უფლის წინ სიარულით იგი ვერაფერს მიაღწევდა, ამიტომ უთხრა იესომ: „გამომყევი” და ნუ გარბიხარ ჩემზე წინ, რადგან წინ მორბენალი, მარტო შეხვდები პირისპირ სატანის ძალებს. ნება მომეცი, მე ვიარო წინ და მაშინ მტერი ვერ დაგამარცხებს.ქვ 144.3

    როდესაც იესო და პეტრე საუბრობდნენ, იოანე შორიახლოს მიჰყვებოდა მათ და პეტრემ მოისურვა, მისი მომავალიც გაეგო. „პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, ხოლო ეს არა?” მიუგო იესომ: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი”. პეტრეს უნდა გაეგო, რომ უფალს სურდა მხოლოდ ის გაემხილა მისთვის, რაც სარგებლობას მოუტანდა. ყოველი მორწმუნე მოვალეა გაყვეს ქრისტეს და არ გამოიჩინოს ზედმეტი ყურადღება იმ საქმისადმი, რასაც უფალი სხვებს ავალებს. როცა იოანეზე თქვა: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე”, - იესო არ გულისხმობდა, რომ მისი ეს მოწაფე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იცოცხლებდა. მან, უბრალოდ, მიუთითა თავის უზენაეს ძალაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეტრეს ცხოვრება და მსახურებაც მხოლოდ მისი ნებისამებრ წარიმართება. პეტრეს და იოანეს მომავალი უფლის ხელთ იყო და მათი ერთადერთი მოვალეობა იყო - დამორჩილებოდნენ და გაჰყოლოდნენ მაც ხოვარს.ქვ 145.1

    რამდენია დღეს პეტრეს მსგავსი ადამიანი! მათ ძალიან აინტერესებთ სხვათაA საქმეები და ცდილობენ გაიგონ მათი მოვალეობანი, ამასობაში კი თავიანთს უგულვებელყოფენ. ჩვენი მოვალეობაა - თვალი მივაპყროთ ქრისტეს და გავყვეთ მის ნაკვალევს. ჩვენ შევამჩნევთ სხვების შეცდომებს და ნაკლოვანებებს, ადამიანი ხომ უძლურია. მაგრამ ქრისტეში სრულყოფილებას ვპოვებთ, რადგან მისი ძალა და მაგალითი შეგვცვლის.ქვ 145.2

    იოანემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მან საკუთარი თვალით იხილა იერუსალიმის დანგრევა და დიდებული ტაძრის განადგუ რება, რაც წუთისოფლის საბოლოო დაღუპვის სიმბოლო იყო. იოანე სიკვდილამდე ერთგული დარჩა თავისი უფლისა. ეკლესიების მიმართ მისი მოწმობების არსი შემდეგში გამოიხატებოდა: „საყვარელნო! გიყვარდეთ ერთმანეთი”. „სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მათში” /1იოან. 4:7,16/.ქვ 145.3

    პეტრე კვლავ იქნა აღდგენილი მოციქულად, მაგრამ ქრის ტესაგან ბოძებული პატივი და დიდება უპირატესობას არ ანიჭებდა მას ძმების წინაშე. ქრისტემ გასაგებად თქვა ამის შესახებ, როცა პეტრეს უპასუხა კითხვაზე: „ხოლო ეს რა?” - „შენ რა? შენ მე გამომყევი”. პეტრე არ განუმწესებიათ ეკლესიის წინამძღოლად, თუმცა ქრისტეს წყალობა, რომელმაც მიუტევა განდგომა და თავისი სამწყსო ჩააბარა და ქრისტეს საქმისადმი საკუთარი ერთგულება დაეხმარა მოციქულს დაებრუნებინა ძმების ნდობა. მას უდიდესი გავლენა ჰქონდა ეკლესიაზე, მაგრამ გაკვეთილი, რომელიც მაცხოვარმა ჩაატარა გალილეის ზღვის მახლობლად, არასოდეს დავიწყებია მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. სულიწმიდით შთაგონებული პეტრე ასე მიმართავდა ეკლესიებს:ქვ 146.1

    „თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს. მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა. მიხედეთ მას არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდ გინებით. და ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს” /1პეტრ. 5:1-4/.ქვ 146.2