Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 2 - ანასა და კაიაფას სამსჯავროს წინაშე

    სახარება მათესი, 26:57-75; 27:1; მარკოზისა, 14:53-72; 1:15;
    ლუკასი, 22:54-71; იოანესი, 18:13-27

    იესო შეიპყრეს და კედრონის ხეობისა და ზეთისხილის ბაღების გავლით, მძინარე ქალაქის წყნარი ქუჩებით, მღვდელმთავრის სახლისაკენ წაიყვანეს. შუაღამე გადასული იყო და იესოს უკან მომავალი ბრბოს ხმაურიანი შეძახილები არღვევდა ღამის სიჩუმეს. შებორკილი მაცხოვარი შეიარაღებულ მცველთა შორის ჩაეყენე ბინათ. იგი ფეხს ძლივს ადგამდა. თავდაპირველად იგი ისრაელის ყოფილი მღვდელმთავრის ანას სასახლეში მიიყვანეს.ქვ 16.1

    ანა მღვდელთა ოჯახის უფროსი იყო; მიუხედავად მისი ასაკისა, იუდეველები მღვდელმთავრად თვლიდნენ მას. ისინი რჩევისათვის მასთან მოდიოდნენ და მის სიტყვას უფლის ხმად ღებულობდნენ. პირველად მას უნდა ენახა მღვდელმთავართა ტყვეობაში მყოფი იესო, იგი უნდა დასწრებოდა მის დაკითხვას, ვინაიდან იუდევე ლები შიშობდნენ, რომ ნაკლები გამოცდილების მქონე კაიაფა ვერ შეძლებდა მათი მზაკვრული ჩანაფიქრის აღსრულებას. ახლა საჭირო იყო ანას ეშმაკობის, მზაკვრობისა და მთელი მისი ოსტატობის სრული გამოყენება იესოს მიმართ მსჯავრის გამო სატანად.ქვ 16.2

    ქრისტე ოფიციალურად სინედრიონს უნდა გაესამართლებინა, მაგრამ წინასწარი გამოძიება ანას მონაწილეობით უნდა შემდგარიყო. რომის კანონების თანახმად, სინედრიონს არ ჰქონდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების უფლება. იქ მხოლოდ შეპყ რობილთა დაკითხვა და განაჩენის გამოტანა შეიძლებოდა, ხოლო შემდგომ კი იგი რომის ხელისუფალთ უნდა დაემტკიცებინა. აი, ამიტომ იყო საჭირო ქრისტესთვის ისეთ საქმეებში დაედოთ ბრალი, რაც ხელისუფალთა თვალში დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. ასევე საჭირო იყო მეტად სერიოზული ბრალდების წაყენება იუდ ეველთა დასარწმუნებლად, ვინაიდან მღვდელმსახურთა შორისაც მრავალი მომხრე ჰყავდა ქრისტეს, რომელთაც მხოლოდ სინაგო გიდან გაძევების შიში უშლიდათ ხელს მაცხოვრის აღიარებაში. მღვდელმსახურთ კარგად ახსოვდათ ნიკოდემოსის შეკითხვა: „განა სდებს მსჯავრს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა” /იოან. 7:51/. ამ შეკითხვის გამო მათ მაშინ სინედრიონის კრება შეწყვიტეს და მათი გეგმებიც დროებით ჩაიშალა. ამჯერად შეკრებაზე არ მოიწვიეს იოსებ არიმათიელი და ნიკოდემოსი, მაგრამ მათ გარდაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ სამართლიანობის დაცვა. შასა მართლო კი ისე უნდა ჩაეტარებინათ, რომ სინედრიონის ყველა წევრი ქრისტეს წინააღმდეგ გამოსულიყო.ქვ 16.3

    მღვდელმსახურთ სურდათ, წამოეყენებინათ ორი ბრალდება: იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იესოს ღვთისგმობაში დაადანაშაულე ბდნენ, განაჩენს იუდეველები გამოუტანდნენ. ხოლო თუკი აჯანყებისაკენ მოწოდებაში დასდებდნენ ბრალს, მაშინ რომის ხელისუფლება გაასამართლებდა მას. თავიდან ანა მეორე ბრალ დების დამტკიცებას შეეცადა. მან გამოჰკითხა იესოს მისი მოძ ღვრებებისა და მოწაფეების შესახებ, რადგან იმედოვნებდა, რომ პასუხში ისეთ რამეს აღმოაჩენდა, რასაც მისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. იგი მოითხოვდა მისგან იმის აღიარებას, თითქოს იესოს რაიმე საიდუმლო ორგანიზაციის ჩამოყალიბება სურდა, რათა შეექმნა თავისი სამეფო. და მაშინ მღვდელმსახურნი გადას ცემდნენ მას რომის ხელისუფლებას, როგორც წესრიგის დამრ ღვევს და მეამბოხეს.ქვ 17.1

    ქრისტესათვის კარგად იყო ცნობილი რაბინთა ზრახვანი. იგი მიხვდა მღვდელმთავრის ჩანაფიქრს და უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს ის და მისი მიმდევრები აწყობდნენ რაღაც შეთქმულებას, საიდუმლოდ იკრიბებოდნენ და თავიანთ გეგმებს ადგენდნენ. ქრისტე არ მალავდა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტ მიზანს. „მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს, - განაცხადა მან - და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი არ მილაპარაკია”.ქვ 17.2

    მაცხოვარმა თავისი მოქმედება ბრალმდებელთა მოქმედებას დაუპირისპირა. რამდენიმე თვის განმავლობაში ნადირობდნენ ისინი იესოზე, ცდილობდნენ მახე დაეგოთ მისთვის და საიდუმლო სამსჯავროზე მოეყვანათ, სადაც ცრუ ჩვენებებით სურდათ, მიეღ წიათ იმისათვის, რისი მიღწევაც სამართლიანი გზით შეუძლე ბელია. ახლა მათ უკვე თავიანთ საწადელს მიაღწიეს. მათი მოწოდებებით აღგზნებული ბრბო ქრისტეს საძებნელად გაემართა, ხოლო როდესაც შეიპყრეს, ლანძღავდნენ და დასცინოდნენ მას, და ყველაფერი ეს ხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე და ბრალდების წაყენებამდეც კი. ასე მოქმედებდნენ ისინი და არა ქრისტე. ისინი უკანონოდ მოქმედებდნენ. მათი კანონების თანახმად, ყოველი ადამიანი უდანაშაულოდ ითვლებოდა მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდებოდა. მათი კანონი მათვე ამხელდა.ქვ 18.1

    იესო მიუბრუნდა თავის ბრალმდებელს და უთხრა: „მე რას მეკითხები?” განა მღვდელმთავრები და მთავრები არ აგზავნიდნენ ჯაშუშებს, რათა არ გამოპარვოდათ იესოს ყოველი ქმედება და სცოდნოდათ ყოველი სიტყვა? განა ისინი არ ესწრებოდნენ ხალხთა შეკრებებს, რათა ქრისტეს ყოველი სიტყვა და საქმე მღვდელ მსახურთათვის ეცნობებინათ? „ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.ქვ 18.2

    ასეთმა მტკიცე პასუხმა დაადუმა მღვდელმთავარი ანა. იგი შეშინდა, რომ ქრისტე გაამჟღავნებდა რამეს მისი პირადი საქმეების შესახებ, რომელთა გახმაურებაც სულაც არ სურდა და ამჯერად შეწყვიტა დაკითხვა. როდესაც ერთ ერთმა თანამსახურმა შეამჩნია მღვდელმთავრის იძულებითი დუმილი, ძლიერ განრისხდა და იესოს სახეში გაარტყა, თან უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?”ქვ 18.3

    ქრისტემ მშვიდად უპასუხა: „თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ და თუ კარგად - რადა მცემ?” იესო არ გაბრა- ზებულა და არც დამუქრებია მტერს. ეს იყო მისი უმწიკვლო, უცოდველი და მოსიყვარულე გულიდან ამოსული მშვიდი პასუხი, იმ გულიდან, რომელიც ბოროტებას არასოდეს პასუხობს ბოროტებით.ქვ 18.4

    რა თქმა უნდა, ქრისტეს ტანჯავდა ყველა ეს შეურაცხყოფა და ლანძღვა. სწორედ მათ, ვინც თვით იყვნენ მის მიერ შექმნილნი და ვისთვისაც მან უსაზღვრო მსხვერპლი გაიღო, გაკიცხეს და აბუჩად აიგდეს მაცხოვარი. მისი ტანჯვა შეესაბამებოდა მის სრულყოფილ სიწმინდეს და ცოდვისადმი სიძულვილს. იესოს მსჯავრს სულიერად გადაგვარებული ადამიანები რომ სდებდნენ, ამაში იყო მისი მარადიული მსხვერპლის არსი. მეტად ძნელი იყო მისთვის სატანის მსახურთა გარემოცვაში ყოფნა. მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ საკმარისი იყო მისი ღვთიური ძალის გამოვლენა და ერთ წამში დაიფერფლებოდნენ მისი საცოდავი მწვალებლები. და ამიტომ იყო მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმე.ქვ 19.1

    იუდეველები ელოდნენ მიწიერი ბრწყინვალებითა და დიდებით მოსილი მესიის გამოჩენას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ერთი თავისი ბრძანებით იგი გარდაქმნიდა ადამიანთა აზროვნებას და აიძულებდა მათ, ეღიარებინათ მისი მმართველობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით განამტკიცებს იგი თავის დიდებას და დააკმაყოფილებს მათ პატივმოყვარე იმედებს. ამიტომ იმ დროს, როდესაც მას ლანძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ, მაცხოვარი დიდი ცდუნების წინაშე იდგა - გამოევლინა თავისი ღვთიური ძალა. ერთი სიტყვის წარმოთქმით, ერთი გამოხედვით შეეძლო მაცხოვარს იძულებული გაეხადა თავისი მდევნელნი ეღიარებინათ იგი მთელი დედამიწის მეფეთა და მმართველთა, მღვდელმთავართა და ტაძართა მეუფედ. ასეთ ვითარებაში მისთვის მეტად ძნელი იყო შეენარჩუნებინა ხორციელი ბუნება, კაცობრიობასთან ერთიანობა, რომელიც თვითონვე აირჩია.ქვ 19.2

    ზეციური ანგელოზები კარგად ხედავდნენ მათი საყვარელი მბრძანებლის წინააღმდეგ მიმართულ ყოველ მოძრაობას. მათ გულით სურდათ ქრისტეს გათავისუფლება. ღვთის მორჩილი ანგელოზები ყოვლისშემძლენი არიან. ერთხელ, ქრისტეს ბრძანებით, მათ ერთ ღამეში გაანადგურეს ას ოთხმოცდახუთი ათასი აშურელი მეომარი. და ახლაც, ამ სამარცხვინო სამსჯავროთი აღშფოთებულ ანგელოზებს ადვილად შეეძლოთ უფლის მტერთა მოსპობა. მაგრამ მათ არ ჰქონდათ ამის გაკეთების უფლება. ქრისტე ითმენდა მათ სისასტიკეს, ვისი განადგურებაც ასე ადვილად შეეძლო. მამისადმი სიყვარული და სამყაროს შექმნის დასაბამიდანვე მის მიერ დადებული აღთქმა - ეტვირთა წუთისოფლის ცოდვები - ძალას მატებდა მაცხოვარს, აეტანა შეურაცხყოფა მათგან, ვის გადასარჩენადაც იყო მოსული. მას, ადამიანის ხორცით მოსულს, უნდა გაეძლო ყველა დაცინვისა და შეურაცხყოფისათვის, რომელსაც ადამიანები არ იშურებდნენ მისთვის. კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი იმედი ქრისტეს მორჩილება და მოთმინებაა ყოველივესადმი, რასაც იქმს ადამიანის ხელი და იზრახავს მისი გული.ქვ 19.3

    მართალია, ქრისტეს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მის ბრალმდებელთ მისი გასამართლების საბაბს მისცემდა, იგი მაინც გათოკეს, როგორც ბრალდებული. მაგრამ საჭირო იყო სამართლიანობის გარეგნული მოჩვენებითი დაცვა, თუნდაც კანონიერი სასამართლოს ფორმით. მთავრები ჩქარობდნენ მსჯავრის გამოტანას. მათ კარგად იცოდნენ, თუ რა დიდ პატივს სცემდა ხალხი იესოს და ეშინოდათ, რომ როგორც კი იესოს შეპყრობის ამბავი გახმაურდება, შესაძლოა, ის შეეცადოს მის გათავისუფლებას. ამას გარდა, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებასა და განაჩენს სასწრაფოდ არ მოიყვანდნენ სისრულეში, ერთი კვირის ლოდინი მოუხდებოდათ პასექის დღესასწაულის გამო. ამას კი კვლავ შეეძლო მათი გეგმების ჩაშლა. იესოსათვის მსჯავრის დასადებად მათ უნდა გამოეყენებინათ გაბოროტებული ბრბოს ძალა, რომელთა უმეტესობა იერუსალიმის მდაბიონი იყვნენ. სასამართლოს ერთი კვირით გადატანის შემთხვევაში ადამიანთა აღტყინება დაცხრებოდა და, შესაძლოა, ვითარება სრულიად შეცვლილიყო. საზოგადოების საუკეთესო ნაწილი იესოს მხარეს დაიჭერდა, დაამოწმებდა მაცხოვრის უდიდეს და საოცარ საქმეებს და მის გამართლებას მოითხოვდა. ეს კი სინედრიონის წინააღმდეგ აამხედრებდა ხალხს. მაშინ მსჯავრი დაედებოდათ თვით სინედრიონის წევრებს, გათავისუფლებული იესო კვლავ ბრბოს თაყვანისცემას დაიმსახურებდა. და ამის გამო მღვდელმსახურებმა და მთავრებმა გადაწყვიტეს: სანამ მათი ზრახვები არ გაცხადებულა, რომაელთა ხელში ჩაეგდოთ იესო.ქვ 20.1

    მაგრამ ჯერ საჭირო იყო ბრალდების წაყენება. ვინაიდან იგი ჯერჯერობით არ არსებობდა, ანამ იესოს კაიაფასთან წაყვანის ბრძანება გასცა. კაიაფა კი სადუკეველი იყო, ხოლო სადუკეველთაგან მრავალი ქრისტეს დაუძინებელ მტრად იქცა. და თვით კაიაფაც, თუმცა იგი მერყევი პიროვნება იყო, ძალიან ჰგავდა ანას თავისი სისასტიკით, გულქვაობით და უზნეობით. მან გადაწყვიტა ყველა ღონე ეხმარა იესოს დასაღუპავად. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო, ამიტომ ქუჩებში ბნელოდა. შეიარაღებული ბრბო ტყვესთან ერთად ლამპრებისა და ჩირაღდნების შუქზე მღვდელმთავრის სასახლისაკენ გაემართა. აქ, სინედრიონის წევრთა მოსვლამდე, ანამ და კაიაფამ ისევ დაკითხეს იესო, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.ქვ 21.1

    მაშინ შეიკრიბა სინედრიონი, კაიაფა თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. მის ორივე მხარეს კი მსაჯულებმა დაიკავეს ადგილები. იქ იყვნენ ისინიც, ვინც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ამ სასამართლოს მიმართ. სასამართლოს თავმჯდომარის ტახტის ქვემოთ წესრიგის დამცველი რომაელი ჯარისკაცები იდგნენ. ხოლო ტახტის მოპირდაპირედ, ოღონდ სულ ქვემოთ, იდგა იესო. მთელი დარბაზის ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. დარბაზი ღელავდა. მხოლოდ იესოს არ ეტყობოდა მღელვარება; მშვიდი და უშფოთველი იდგა ადამიანებისათვის მიუწვდომელ ნათელში. კაიაფა იესოში თავის მეტოქეს ხედავდა. ხალხი მზად იყო მოესმინა მაცხოვრისათვის და მიეღო მისი მოძღვრება, რაც ბოროტ შურს აღუძრავდა მღვდელმთავარს. მაგრამ, როგორც კი კაიაფამ იესოს შეხედა, ტუსაღის კეთილშობილებამ და ღირსებამ გააოცა და აღაფრთოვანა იგი და გაიფიქრა, რომ ეს ადამიანი ღმერთთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაშინვე ზიზღით უკუაგდო ეს ფიქრები და ხმამაღლა, თავხედურად და გამომწვევად მოითხოვა, რომ იესოს თავის უდიდეს სასწაულთაგან ერთ ერთი მოეხდინა აქ, მის წინაშე. მაგრამ მაცხოვარს თითქოს არც ესმოდა მისი სიტყვები. ამ დროს კი დარბაზში მყოფნი ერთმანეთს ადარებდნენ ანასა და კაიაფას საქციელსა და იესოს კეთილშობილურ გარეგნობას და თვით ეს მრისხანე ადამიანებიც კი ამბობდნენ: „ნუთუ დამნაშავის მსგავსად უნდა იქნას განსჯილი ეს ღვთიური კაცი?”ქვ 21.2

    კაიაფა ამჩნევდა როგორ იცვლებოდა იქ შეკრებილთა განწყობა იესოს მიმართ და აჩქარებდა სასამართლოს. იესოს მტრები ძლიერ შეწუხდნენ. მათ უნდოდათ სწრაფად გამოეტანათ განაჩენი, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეს. სინედრიონის საბჭოში ძირითადად ფარისეველნი და სადუკეველნი იყვნენ. მათ სასტიკად სძულდათ ერთმანეთი და მათ შორის დიდი მტრობა იყო ჩამოვარდნილი. ახლაც დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ისინი ცდილობდნენ, არ შეხებოდნენ საკამათო საკითხებს. საკმარისი იყო, იესოს რამდენიმე სიტყვა წარმოეთქვა მათ შორის შუღლის ჩამოსაგდებად და იგი თავიდან აიცილებდა მათ რისხვას. კაიაფამ იცოდა ეს და მოერიდა განხეთქილებას. შეკრებილთა შორის მრავალს შეეძლო დაემოწმებინა, რომ ქრისტე კიცხავდა მღვდელმსახურთ და მწიგნობართ და თვალთმაქცებსა და მკვლელებს უწოდებდა მათ. მაგრამ ასეთ მოწმობას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა. ფარისევლები და სადუკეველნი ხომ თვითონ ლანძღავდნენ ასეთი სიტყვებით ერთმანეთს! და შემდეგ, ასეთი მოწმობა არაფერს ნიშნავდა რომაელთათვის, ვინაიდან მათაც არ მოსწონდათ ფარისეველთა თვითდაჯერებულობა. არსებობდა მრავალი მტკიცება იმისა, რომ იესო უარყოფდა იუდეველთა არაერთ ტრადიციას და უპატივცემულოდ იხსენიებდა მრავალ მათ წესსა და დადგენილებას.ქვ 22.1

    მაგრამ სადუკეველნი თავიანთი დამოკიდებულებით დიდად განსხვავდებოდნენ ფარისეველთაგან და ამგვარი მოწმობაც არაფერს წარმოადგენდა რომაელთათვის. მტრები ვერ ბედავდნენ, ბრალი დაედოთ ქრისტესათვის შაბათის დარღვევაში, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ამ საქმის გარჩევისას ყველასათვის ცხადი გახდებოდა მაცხოვრის მსახურების არსი. და ყველას რომ გაეგო იესოს სასწაულების შესახებ, რომელსაც იგი ახდენდა შაბათ დღეს დავრდომილთა განკურნებისას, მღვდელმსახურნი ვერ განახორციელებდნენ თავიანთ ჩანაფიქრს.ქვ 22.2

    ფარისევლებმა მოისყიდეს ცრუ მოწმენი, რომელთაც ბრალი დასდეს იესოს ამბოხებისაკენ მოწოდებაში და თავისი მმართველობის დამყარების მცდელობაში. მაგრამ მათი მოწმობა იმდენად ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, რომ საქმის გარჩევისას ისინი ადვილად ცვლიდნენ თავიანთ ჩვენებებს.ქვ 23.1

    თავისი მსახურების დასაწყისში იესომ თქვა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას”. ასევე სიმბოლურად იწინასწარმეტყველა მან თავისი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ: „ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა” /იოან. 2:19,21/. იუდეველებმა კი იგი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და იერუსალიმის ტაძარს დაუკავშირეს. ამ გამოთქმის გარდა ფარისევლებმა სხვა ვერაფერი იპოვეს ქრისტეს სიტყვებში ისეთი, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და უფლის გამონათქვამი თავის სასარგებლოდ და მის საზიანოდ შეცვალეს. რომაელები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდნენ ტაძარში, ალამაზებდნენ მას და ძალიან ამაყობდნენ მისით. ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვა ტაძრის მისამართით უეჭველად რისხვას გამოიწვევდა მათში. ამ საკითხში რომაელები, იუდეველები, ფარისევლები და სადუკევლებიც ერთნი იყვნენ, ვინაიდან დიდ პატივს სცემდნენ ტაძარს. გამოიძებნა ორი მოწმე, რომელთა ჩვენება, სხვებისაგან განსხვავებით, არცთუ ისე დიდად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ერთერთმა მათგანმა, სპეციალურად მოსყიდულმა, რათა ბრალი დაედო იესოსათვის, განაცხადა: „ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”. ქრისტეს ნათქვამი აშკარად შეცვალა ამ ცრუმოწმემ. მაცხოვრის ნათქვამი რომ ზუსტად წარმოეთქვათ, სინედრიონი ვერაფერში დასდებდა ბრალს იესოს. იესო რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ასე მსჯელობდნენ იუდეველნი, ამგვარ განცხადებას მის გონებრივ შეშლილობას ან ტრაბახს მიაწერდნენ და არა ღვთის გმობას. მის სიტყვებს, თუნდაც ცრუმოწმეთა მიერ დამახინჯებულს, რომაელები ვერ ჩათვლიდნენ სასიკვდილო დანაშაულად. ქვ 23.2

    მოთმინებით უსმენდა იესო მოწმეთა ცრუ ჩვენებას და თავის დასაცავად სიტყვაც კი არ უთქვამს. საბოლოოდ მისი ბრალმდებელნი დაიბნენ, შეცბნენ და განრისხდნენ. სასამართლოს გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ფარისეველთა მთელი შეთქმულება თითქმის ჩაიშალა. კაიაფა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და გადაწყვიტა უკანასკნელი საშუალებისათვის მიემართა: იძულებული გაეხადა ქრისტე თვითონვე დაედო ბრალი საკუთარი თავისთვის. მძვინვარებისაგან სახემოღრეცილი მღვდელმთავარი წამოხტა თავისი სკამიდან. მისი სახის გამომეტყველება აშკარად ცხადყოფდა, რომ იგი მზად იყო მის წინაშე მდგომი მსხვერპლის დასაგლეჯად: „რატომ არაფერს უპასუხებ?” - რისხვით ჰკითხა მან იესოს, - „რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?”ქვ 24.1

    მაგრამ იესო მშვიდად იდგა. „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე”.ქვ 24.2

    ბოლოს კაიაფამ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და საზეიმოდ მიმართა იესოს: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?”ქვ 24.3

    ქრისტეს არ შეეძლო არ ეპასუხა მის შეკითხვაზე, არის ჟამი დუმილისა და ჟამი თქმისა. იგი დუმდა მანამ, სანამ პირდაპირ არ ჰკითხეს. მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით მას სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა საკუთარი თავისთვის. მაგრამ შეკითხვა დაუსვა ებრაელი ერის უმაღლესმა ავტორიტეტმა, საყოველთაოდ აღიარებულმა პიროვნებამ და, უზენაესის სახელის გამო, მას არ შეეძლო სათანადო პატივისცემა არ გამოევლინა კანონის მიმართ, მით უმეტეს, მას აუცილებლად უნდა გამოემჟღავნებინა თავისი ხასიათი და თავისი მისიის არსი. ერთხელ იესომ უთხრა თავის მოწაფეთ: „ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე” /მათ. 10:32/, და ახლა იგი თავისი მაგალითით აღასრულებდა ამ სიტყვებს.ქვ 24.4

    ყველამ იესოს მიაპყრო მზერა პასუხის მოლოდინში, მან კი თქვა: „შენ თქვი”. და თითქოს ზეციურმა ნათელმა გაუნათა სახე, როდესაც დაუმატა: „მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.ქვ 25.1

    ღვთიურმა ნათელმა გაანათა წამიერად ქრისტეს მთელი ხორციელი არსება. მღვდელმთავარი შეაკრთო მაცხოვრის გულშიჩამწვდომმა მზერამ, რომელიც, თითქოს, მის იდუმალ აზრებს კითხულობდა და გულს უდაღავდა. მთელი თავისი შემდგომი ცხოვრების მანძილზე კაიაფამ ვერასოდეს დაივიწყა დევნილი უფლის ძის ეს გამომცდელი და სულისაღმძვრელი მზერა.ქვ 25.2

    „ამიერიდან, - თქვა იესომ, - იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”. ამ სიტყვებით ქრისტემ თავისი ახლანდელი მდგომარეობის სრულიად საწინააღმდეგო სურათი დახატა. იგი, სიცოცხლისა და დიდების უფალი, ღმერთის მარჯვნივ დაჯდება; ის იქნება მთელი დედამიწის მსაჯული და წინ ვერავინ აღუდგება მის სიტყვას. ღვთისაგან ბოძებული ნათლით ყველა საიდუმლო გაცხადდება და ყოველი ადამიანი განისჯება თავისი საქმეების მიხედვით.ქვ 25.3

    ქრისტეს სიტყვებმა შეაშინა მღვდელმთავარი. ფიქრი იმაზე, რომ ოდესმე დადგება დრო, როდესაც მკვდრები აღდგებიან და ყოველი სულდგმული წარდგება ღმერთის წინაშე, რათა თავისი საქმეების მიხედვით მიეზღოს, აუტანელი იყო კაიაფასათვის! მას არ სურდა, დაეჯერებინა, რომ თავისი საქმეებისათვის ოდესღაც პასუხს მოსთხოვენ. მას თვალწინ წარმოუდგა საბოლოო სამსჯავროს საშინელი სურათი. მიცვალებულები დატოვებენ გახსნილ სამარხებს. მაშინ მოეფინება ნათელი ყველა მის საქმეს, რომელიც, მისი აზრით, სამუდამოდ იყო დაფარული! ერთი წამით მას მოეჩვენა კიდეც, თუ როგორ დგას მარად ცოცხალი მსაჯულის წინაშე, რომლის ყოვლისმხილველი, სულში ჩამწვდომი მზერა ნათელს ჰფენს მის დაფარულ საქმეებს, სამარადისოდ დამარხული რომ ეგონა.ქვ 25.4

    მაგრამ მომავლის წამიერი ხილვა გაქრა. ქრისტეს სიტყვებმა შეაძრწუნა სადუკეველი მღვდელმთავარი. კაიაფა უარყოფდა მოძ ღვრებას მიცვალებულთა აღდგომის, მომავალი სამსჯავროსა და სიცოცხლის შესახებ. და ახლა იგი გაცოფდა და სატანური რის ხვით აღივსო. როგორ ბედავს ეს ტყვე მღვდელმთავრის საყვარელი იდეების ასე აშკარა უარყოფას სინედრიონის წინაშე! და მოჩვენებითი მძვინვარებით შემოიხია ტანსაცმელი და მოითხოვა, რომ პატიმარი ახლავე, სასწრაფოდ გაესამართლებინათ ღვთის გმობისათვის. „რაღად გვინდა მოწმენი? - განაცხადა მან, - აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ?” და ყველამ ბრალი დასდო მაცხოვარს.ქვ 26.1

    სინდისის ქეჯნით შეზავებულმა რისხვამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი კაიაფას. იგი ბრაზობდა თავის თავზე, რომ დაიჯერა ქრისტეს სიტყვები და იმის ნაცვლად, რომ მორჩილი გულითა და მონანიებით ეღიარებინა ჭეშმარიტება და ქრისტე - მესიად, ჯიუტად ებრძოდა შინაგან ხმას და მღვდელმთავრის სამოსელი შემოიხია. მისი საქციელი მეტად ნიშანდობლივი და საყურადღებო ფაქტი იყო. კაიაფა, ალბათ, იმ მომენტში ვერც კი მიხვდა, რას აკეთებდა. შეეცადა რა თავისი ამ მოქმედებით ზეგავლენა მოეხდინა და იესოსთვის დაედო მსჯავრი, სინამდვილეში მღვდელმთავარმა თავის თავს გამოუტანა განაჩენი. უფლის კანონის თანახმად, მას ერთმეოდა ღვთისმსახურების უფლება. კაიაფამ თვითონვე გამოუტანა თავის თავს სასიკვდილო განაჩენი.ქვ 26.2

    მღვდელმთავარს არ უნდა შემოეხია სამოსელი. ლევიანთა კანონი სიკვდილის მუქარით კრძალავდა ამას. არანაირ ვითარებაში და არც ერთ შემთხვევაში მღვდელმთავარს არ უნდა შემოეხია თავისი სამოსელი. იუდეველებს წესად ჰქონდათ ტანსაცმლის შემოხევა ახლობლებისა და მეგობრების დაღუპვის შემთხვევაში, მაგრამ მღვდლებზე ეს წესი არ ვრცელდებოდა. ქრისტემ გასაგებად მიუთითა ამაზე მოსეს /ლევ. 10:6/.ქვ 26.3

    მღვდელმთავრის სამოსელი, დამზადებული მთლიანი ქსოვილისაგან, უნდა ყოფილიყო უნაკლო და ქათქათა. ეს მშვენიერი სამოსელი, განკუთვნილი ტაძარში მსახურებისათვის, სიმბოლო იყო უდიდესი ჭეშმარიტებისა - იესო ქრისტესი. უფლისათვის განკუთვნილი ყველაფერი - ტანსაცმელი იქნება ეს, ადამიანებთან ურთიერთობა, სიტყვა თუ სული - სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. უფალი წმინდაა და მისი დიდება და სრულყოფილება მიწიერ მსახურებაში უნდა არეკლილიყო. თვით უმცირეს ნაკლსაც კი შეეძლო არასწორად წარმოეჩინა ზეციური ღვთისმსახურება. უძლურმა ადამიანმა უნდა „შემოიხიოს” საკუთარი გული, რაც მისი მონანიებისა და მორჩილი სულის მაჩვენებელი იქნება და უფალი შეამჩნევს მას. მაგრამ მღვდლის ტანსაცმლის შემოხევა არ შეიძლება, ვინაიდან იგი ზეციურზე წარმოდგენას ამახინჯებს. იუდეველები თვლიდნენ, რომ მღვდელმთავარი, რომელიც საწმიდარში დახეული ტანსაცმლით შემოსვლას და მასში წმინდა მსახურებას ბედავდა, ღვთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა, ვინაიდან უკვე ვეღარ წარმოსახავდა უზენაესის სრულყოფილებას. ამიტომ ღმერთი მას აღარ ღებულობდა, როგორც თავის მსახურს. კაიაფას საქციელი სწორედ ადამიანური რისხვისა და არასრულყოფილების გამოხატულება იყო.ქვ 27.1

    ტანსაცმლის შემოხევით კაიაფამ დაამცირა უფლის კანონი ადამიანურ ტრადიციებთან შედარებით. ადამიანურ დადგენილებათა თანახმად, მღვდელმთავარს ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენისას შეეძლო შემოეხია სამოსელი ცოდვის მიმართ სიძულვილისა და ზიზღის გამოხატვის ნიშნად და ეს არ იქნებოდა დანაშაული. ასე ჩრდილავდა ადამიანური კანონები უზენაესის კანონს.ქვ 27.2

    ხალხი ყურადღებით და ინტერესით ადევნებდა თვალს მღვდელმთავრის ყოველ მოქმედებას. და კაიაფამ, რომელსაც სურდა შთაბეჭდილება მოეხდინა სინედრიონზე, თავისი ღვთისმო საობის დემონსტრირება გადაწყვიტა. მაგრამ ბრალი დასდო მას, ვისზედაც ღმერთმა თქვა: „ჩემი სახელია მასში” /გამოს. 23:21/ და ამით თვით დაგმო ღმერთი. დაადანაშაულა ქრისტე ღვთისგმობაში და ამით ღმერთმა თვით მას გამოუტანა განაჩენი.ქვ 27.3

    თავისი სამოსელის შემოხევით კაიაფამ აჩვენა, თუ რა ურთიერთობა ექნება ამ დღიდან იუდეველ ხალხს ღმერთთან. ოდესღაც უფლის ეს რჩეული ერი თვითონვე განუდგა ღმერთს და უმალ დაკარგა იეჰოვას კურთხევა. როდესაც ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ წარმოთქვა: „აღსრულდა!”, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე ჩაიხა იმის ნიშნად, რომ იუდეველმა ერმა უარყო ის, ვინც ყველა მათი სიმბოლოსა და პირველსახის რეალური აღსრულება და არსი იყო. კავშირი ისრაელსა და ღმერთს შორის დარღვეულ იქნა. ამ მომენტში კაიაფას მართლაც შეეძლო შემოეხია თავისი მღვდელმთავრის სამოსელი, მისი უდიდესი მღვდელმთავრის /ქრისტეს/ წარმომადგენლობის ნიშნად, ვინაიდან მის ტანსაცმელს უკვე აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მისთვის და მისი ხალხისათვის. სწორედ მაშინ მართლა შეეძლო მღვდელმთავარს შემოეხია თავისი სამოსელი თავისი და თავისი ხალხის ცოდვების გამო.ქვ 28.1

    სინედრიონმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა იესოს. მაგრამ იუდეველთა კანონი კრძალავდა ღამის საათებში ბრალდებულის გასამართლებას. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ დღისით უნდა მომხდარიყო სინედრიონის სრული შემადგენლობის წინაშე. ამ წესის დარღვევით მაცხოვარს ახლავე ისე ექცეოდნენ, როგორც უკვე მსჯავრდებულ დამნაშავეს. და ყველაზე სულმდაბალ და სინდისგარეცხილ ადამიანებს მიეცათ ნება მაცხოვრის ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. მღვდელმთავრის სასახლეს გარს ერტყა ღია ეზო, სადაც რომაელები და იერუსალიმის მდაბიონი შეკრებილიყვნენ. და როდესაც იესო ამ ეზოს გავლით საყარაულოსაკენ მიჰყავდათ, ყოველი მხრიდან გაისმა დამცინავი შეძახილები, მან ხომ ღვთის ძედ გამოაცხადა თავი! ბრბო დაცინვით იმეორებდა მაცხოვრის სიტყვებს: „ძალის მარჯვნივ მჯდომარე”, „ცის ღრუბლებზე მომავალი”. კანონიერი სასამართლოს მოლოდინში გუშაგთა გარემოცვაში მყოფი იესო სრულიად დაუცველი იყო. უამრავმა ადამიანმა იხილა, თუ რა სასტიკად მოეპყრნენ მას სინედრიონზე და, ამით გათავხედებულებმა, თავის თავს სატანური ბოროტებითა და სისასტიკით ქრისტეს შეურაცხყოფის უფლება მისცეს. ქრისტეს კეთილშობილური და ღვთიური გამომეტყველება აცოფებდა უმეცარ ბრბოს. მაცხოვრის სათნოება, სიწმინდე და ღვთისმოსაური მოთმინება სატანისებურ მძვინვარებას იწვევდა მათში. მოწყალება და სამართლიანობა აბუჩად იქნა აგდებული. არც ერთ დამნაშავეს არ ეპყრობოდნენ ასე სასტიკად, როგორც ღვთის ძეს.ქვ 28.2

    მაგრამ იესოს გულს სხვა რამ უფრო ტანჯავდა; დარტყმა, რომელმაც ასეთი დიდი ტკივილი მიაყენა მაცხოვარს, არ იყო მტრისაგან. იმ დროს, როდესაც ქრისტეს ლანძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ კაიაფას სასახლეში, ერთერთი მისი მოწაფეთაგანი განუდგა მას.ქვ 29.1

    როცა მოწაფეებმა უფალი ბაღში მიატოვეს, მისმა ორმა მოწაფემ, პეტრემ და იოანემ გაბედა და უკან გაჰყვა ბრბოს, რომელმაც იესო შეიპყრო. მღვდლებმა იცნეს მაცხოვრის უკვე კარგად ცნობილი მოწაფე - იოანე და ნება მისცეს შესულიყო სასამართლო დარბაზში იმ მიზნით, რომ ეხილა თავისი მოძღვრის დამცირება და აღარ ერწმუნა მისი ღვთიურობა. იოანემ ითხოვა, რომ პეტრეც შეეშვათ დარბაზში.ქვ 29.2

    გამთენიისას, ჩეულებისამებრ, ძალიან ციოდა და ეზოში კოცონი დაანთეს. ხალხმა მიაშურა და პეტრეც დაუპატიჟებლად შეუერ თდა მას. პეტრეს არ სურდა, რომ მასში ქრისტეს მოწაფე შეეცნოთ. იგი ურცხვად შეერია ბრბოს იმ იმედით, რომ შეუცნობელი დარჩებოდა და ხალხი მიიღებდა მას, როგორც ბრბოს ერთერთ რიგით წარმომადგენელს, რომელმაც იესო კაიაფას სახლამდე მოაცილა.ქვ 29.3

    მაგრამ, როდესაც ცეცხლის ალმა იქაურობა გაანათა, მეკარე ქალმა იცნო პეტრე. მას გაახსენდა, რომ იგი იოანესთან ერთად მოვიდა, შეამჩნია მწუხარება და ივარაუდა, რომ იგი ქრისტეს მოწაფე იქნებოდა. ის ქალი კაიაფას სახლის მსახური იყო და სურდა გაეგო, ასე იყო თუ არა სინამდვილეში. და მან პეტრეს მიმართა: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” პეტრე დაიბნა და შეშინდა. ყველამ მისკენ მოიხედა. პეტრემ თითქოს შეკითხვა ვერ გაიგო, მაგრამ ქალი არ მოეშვა და შეკრებილთ ამცნო, რომ ეს კაცი იესოსთან ერთად იყო. პეტრე იძულებული გახდა, ეპასუხა და მანაც გაბრაზებით მიუგო: „არ ვიცნობ მას”. ასე უარყო მან პირ ველად ქრისტე. და მამალმაც მაშინვე იყივლა. ეს რა გააკეთე, პეტრე! რა უცბად განუდექი შენს მოძღვარს! რა უცბად უარყავი შენი უფალი!ქვ 29.4

    სასამართლო დარბაზში შემოსულ იოანეს არ უცდია დამალვა, რომ ის ქრისტეს მიმდევარია. იგი არ გარეულა ბრბოში, რომელიც ასე შეურაცხყოფდა მის უფალს. იგი არ ცდილობდა დამალულიყო და არც არაფერს ეკითხებოდნენ. იოანემ მონახა ერთი წყნარი კუთხე, რათა ბრბოს თვალში არ მოხვედროდა და ამასთან ერთად იესოსთანაც ახლო ყოფილიყო. აქედან მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხედავდა, რაც უფლის გასამართლებისას ხდებოდა.ქვ 30.1

    პეტრეს კი არ სურდა, რომ ეცნოთ. თავი ისე დაიჭირა, თითქოს იგი არაფერ შუაშია, მტრის ტერიტორიაზე შეაბიჯა და ცდუნების მსხვერპლი გახდა. მისთვის რომ ეთქვათ, რომ საჭიროა ბრძოლა მისი მოძღვრის სახსნელად, იგი მამაცურად, უყოყმანოდ იბრძოლებდა, მაგრამ როდესაც ასე ზიზღითა და დამცინავად მიუთითებდნენ მისკენ, იგი შეშინდა. ქრისტეს ბევრი მიმდევარი მზად არის იბრძოლოს ქრისტეს სახელისათვის, მაგრამ დაცინვის ეშინია და ადვილად უარყოფს თავის რწმენას. იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვისაც უნდა მოერიდონ, ისინი ადვილად ადგებიან ცდუნების გზას. მტერს კი შესაძლებლობას უქმნიან, აცდუნონ ისინი, ისეთ რამეს აკეთებენ და ამბობენ, რასაც სხვა ვითარებაში არასოდეს გააკეთებდნენ. ქრისტეს მოწაფე, რომელიც დღეს გაკიცხვის ან ტანჯვის შიშით მალავს თავის რწმენას, ისეთივე უარმყოფელია უფლისა, როგორც პეტრე კაიაფას სასამართლოს ეზოში.ქვ 30.2

    პეტრეს გარეგნულად თითქოს არ აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, მაგრამ იგი მთელი გულით წუხდა, როდესაც ესმოდა, თუ რა სასტიკად დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ მის უფალს. მაგრამ თან მეტად აკვირვებდა და აბრაზებდა ის, რომ იესომ ასე დაიმცირა თავი და დაამდაბლა თავისი მოწაფენიც იმით, რომ ნება მისცა ასე უპატივცემულოდ მოქცეოდნენ. თავისი ნამდვილი გარეგნობის დასაფარავად პეტრე უერთდებოდა ქრისტეს მდევნელთა უადგილო და უწმაწურ ხუმრობებს. მაგრამ იგი არაბუნებრივად იქცეოდა. იგი ცრუობდა და, თუმცა თავი ისე ეჭირა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა, მაგრამ მაინც ვერ ფარავდა აღშფოთებას თავისი მასწავლებლის მისამართით წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გაგონებაზე. ქვ 30.3

    პეტრე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა და კვლავ შეეკითხნენ, იყო თუ არა იგი ქრისტეს მიმდევარი. ახლა პეტრემ ფიცით დაადასტურა, რომ საერთოდ არ იცნობდა ქრისტეს. პეტრეს კვლავ მიეცა ერთი შესაძლებლობა. ერთი საათის შემდეგ მღვდელმთავრის ერთერთმა მსახურმა, იმ ადამიანის ახლო ნათესავმა, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა, ჰკითხა მას: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? ნამდვილად იმათგანი ხარ შენ, რადგან შენც ხომ გალილეველი ხარ, ლაპარაკის კილოზე გეტყობა”. ამის გაგონებაზე პეტრე გამწარდა. იესოს მოწაფეები ცნობილნი იყვნენ თავიანთი სუფთა, სწორი მეტყველებით და შემკითხველთა გასაცურებლად და თავისი ტყუილის გასამარ თლებლად პეტრემ ფიცით უარყო თავისი მოძღვარი. და კვლავ იყივლა მამალმა... და პეტრეს მყისვე მოაგონდა იესოს სიტყვები: „სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ” /მარკ. 14:30/.ქვ 31.1

    როგორც კი პეტრემ წარმოთქვა თავისი სამარცხვინო ფიცი და მამალმაც იყივლა, განრისხებულ მსაჯულთა გარემოცვაში მყოფი მაცხოვარი მობრუნდა თავისი საწყალი მოწაფისაკენ და დაჟინებით დააცქერდა მას. იმ წუთშივე პეტრეს თვალები შეხვდა თავისი მოძღვრის თვალებს. და მაცხოვრის სათნო გამოხედვაში მოწაფემ ამოიკითხა ღრმა სიბრალული და მწუხარება, მაგრამ ამ მზერაში არ ჩანდა რისხვა.ქვ 31.2

    მაცხოვრის გაფითრებული, გატანჯული სახის, მისი მთრთოლავი ბაგისა და ყოვლისშემცნობი და ყოვლისმიმტევებელი მზერის ხილვამ თითქოს ისარივით განგმირა პეტრეს გული. წარსული ამოტივტივდა მის მეხსიერებაში და შერცხვა. პეტრეს გაახსენდა, თუ როგორ ეფიცებოდა მაცხოვარს სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ, რომ ყველგან გაჰყვებოდა მას: საპყრობილეშიც და სიკვდილშიც. გაახსენდა, თუ როგორ შეწუხდა, როცა მაცხოვარმა ზემოთვალში უთხრა, რომ პეტრე სამჯერ უარყოფდა მას ამ ღამით. მან ხომ სულ ახლახანს განაცხადა ყველას გასაგონად, რომ საერთოდ არ იცნობს იესოს. და მწარედ მიხვდა პეტრე, თუ რა კარგად სცნობია იგი მოძღვარს, თუ რა კარგად სცოდნია მას მისი გულის ყოველი მოძრაობა. მისი ორგულობა თვით პეტრესთვისაც კი უცნობი იყო. მოგონებათა ნიაღვარი მოასკდა პეტრეს. მას ყველაფერი გაახსენდა: მაცხოვრის სათნო და მოსიყვარულე გული, მისი უდიდესი მოწყალება, მისი სიკეთე და მოთმინება, მისი თანაგრძნობა და სითბო თავისი ცოდვილი მოწაფეების მიმართ. Gაახსენდა გაფრთხილებაც: „სიმონ! სიმონ! აჰა, სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილონ, მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა” /ლუკა 22:31,32/. მას თვალწინ წარმოუდგა თავისი საშინელი სიცრუე, ვერაგობა და უმადურობა. და როდესაც კვლავ შეხედა თავის მოძღვარს, დაინახა, თუ როგორ ასწია თავისი ხელი ვიღაც უწმინდურმა მაცხოვრის სახეში გასარტყმელად. ვეღარ გაუძლო პეტრეს გულმა ამ ტანჯვას და გულდამძიმებული გაშორდა იქაურობას.ქვ 31.3

    პეტრეს ვერ გაეგო, რას ეძებდა და საით მიდიოდა ღამის წყვდიადში. მას მარტო ყოფნა სწყუროდა. და თავისდა უნებურად იგი გეთსიმანიის ბაღში აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც აქ ამ რამდენიმე საათის წინ მოხდა, უცბად გაცოცხლდა მის მეხსიერებაში: მას გაახსენდა მაცხოვრის გატანჯული, ტკივილისაგან დამახინჯებული, სისხლიანი ოფლის წვეთებით დაცვარული სახე. სინდისის ქენჯნა სტანჯავდა მას, როდესაც თვალწინ წარმოუდგა, თუ როგორ ტიროდა და იტანჯებოდა მარტოდ დარჩენილი ლოცვად მდგარი მაცხოვარი მაშინ, როდესაც მათ, ვინც ფხიზლად უნდა ყოფი-ლიყვნენ მის გვერდით განსაცდელის ჟამს, ეძინათ. მას გაახსენდა თავისი უფლის მოწოდება: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში” /მათ. 26:41/. პეტრეს თვალწინ დაუდგა სულ ცოტა ხნის წინ სასამართლოს ეზოში გათამაშებული სცენა და გული დაეწურა ტკივილისაგან იმის გამო, რომ მან, პეტრემ, თავისი საქციელით უფრო გაუღრმავა დამცირება და მწუხარება მაცხოვარს. და სწორედ იმ ადგილას, სადაც ტანჯვითა და მწუხარებით აღსავსე იესოს სული მამის წინაშე ლოცულობდა, პეტრე დაემხო მიწას ერთადერთი სურვილით - მომკვდარიყო.ქვ 32.1

    იესომ უბრძანა პეტრეს, ეფხიზლა და ელოცა, მან კი დაიძინა და ამით საფუძველი მოუმზადა მძიმე ცოდვას. მოწაფეებმა ძალიან ბევრი დაკარგეს იმის გამო, რომ ეძინათ იმ გადამწყვეტ მომენტში. ქრისტემ კარგად იცოდა, თუ რა ცეცხლოვანი გამოცდა ელოდათ მომავალში მის მოწაფეებს, რომ სატანა მთელი თავისი ძალებით ეცდებოდა მათი ყურადღების მოდუნებას, რათა ხელი შეეშალა ამ გამოცდისათვის მზადებაში. სწორედ ამიტომ აფრთხილებდა მათ იესო. მათ რომ ეფხიზლათ და ელოცათ გეთსიმანიის ბაღში იმ გადამწყვეტ მომენტში, პეტრე არასოდეს დაეყრდნობოდა თავის ადამიანურ სუსტ ძალას და არც უარყოფდა თავის უფალს. მოწაფეებს რომ ქრისტესთან ერთად ეფხიზლათ მაცხოვრის სულიერი აგონიის დროს, ისინი მომზადებულნი შეხვდებოდნენ თავიანთი მოძღვრის ჯვარცმით ტანჯვას, ვინაიდან ნაწილობრივ მაინც შეიცნობდნენ მაცხოვრის აუტანელი ტანჯვის არსს. მათ მაშინ გაახსენდებოდათ უფლის სიტყვები მომავალში მისი ტანჯვის, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ. და ყველაზე მძიმე და საშინელი გამოცდის ჟამს იმედის სხივი გაჰკვეთდა წყვდიადს და რწმენას განუმტკიცებდა მათ.ქვ 33.1

    დილით კვლავ შეიკრიბა სინედრიონი და იესო კვლავ მოიყვანეს სასამართლო დარბაზში. მან თავის თავს ღვთის ძე უწოდა და ამ სიტყვების საფუძველზე მსაჯულებმა უკვე მოამზადეს ბრალდება მის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ღამით მათ ქრისტეს გასამართლება ვერ შეძლეს, ვინაიდან სინედრიონის ბევრი წევრი არ ესწრებოდა ღამის შეკრებას და ვერ მოისმინა იესოს სიტყვა. ამავე დროს სინედრიონმა კარგად იცოდა, რომ რომის სასამართლო ვერაფერს დაინახავდა ქრისტეს სიტყვებში ისეთს, რომ მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. მაგრამ თუკი სინედრიონი პირადად იესოსაგან მოისმენდა კვლავ ამ სიტყვებს, მწიგნობარნი და ფარისეველნი მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს. ვინაიდან იესო თავს მესიად აცხადებს, შეიძლება მისი პოლიტიკურ ამბოხებაში დადანაშაულება.ქვ 33.2

    „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”, უთხრეს მათ. მაგრამ ქრისტე დუმდა. მათ კვლავ დააყარეს კითხვები. ბოლოს მწუხარე ხმით წარმოთქვა იესომ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ. და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ”. მაგრამ იმისათვის, რომ მათ არავითარი გამართლება არ ჰქონდათ, იესომ საზეიმოდ გააფრთხილა ისინი: „ამიერიდან კაცის ძე იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე”.ქვ 34.1

    „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?” - ერთხმად იკითხეს მათ. „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”, - მიუგო იესომ. მათ კი თქვეს: - „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან”.ქვ 34.2

    ამგვარად, იუდეველ მთავართა მიერ უკვე მესამედ გასამარ-თლებული იესო უნდა მომკვდარიყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახლა უკვე ხელთა აქვთ ყველა აუცილებელი საბუთი, რათა რომაელებმა დაამტკიცონ ეს განაჩენი და მათ ხელთ გადასცენ იესო.ქვ 34.3

    და მაშინ უკვე მესამედ დაუწყეს დაცინვა და ლანძღვა მაცხოვარს. და ეს დამცირება უფრო საშინელი იყო, ვიდრე ის, რომელსაც მაცხოვარი უმეცარი ბრბოსაგან ითმენდა. ახლა ეს ყველაფერი მღვდელმსახურთა და მმართველთა წინაშე, მათივე წაქეზებით ხდებოდა. მათი გულებიდან თანაგრძნობისა და კაცთმოყვარეობის ყოველგვარი გრძნობა გამქრალიყო. მათ იესოს დადუმება ძალით ვერ შესძლეს, მაგრამ მათ გააჩნდათ სხვა საშუალებანი, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ დაედუმებინათ „ერეტიკოსები” ყველა საუკუნეში: წამება, ძალადობა, სიკვდილით დასჯა.ქვ 34.4

    როდესაც მსაჯულებმა იესო მსჯავრდებულად გამოაცხადეს, სატანურმა მძვინვარებამ მოიცვა ხალხი. მისი ხმა ველურ ცხოველთა ღრიალს ჰგავდა. ისინი ყვირილით მიცვივდნენ იესოს: „დამნაშავეა იგი, სიკვდილის ღირსია!” რომაელი მეომრები რომ არა, იესო ვერც მიაღწევდა გოლგოთას ჯვრამდე. მათი ჩარევა რომ არა, აღვირახსნილი და გათავხედებული ბრბო აქვე, სასამართლოს წინაშე დაგლეჯდა მაცხოვარს.ქვ 34.5

    წარმართები აღაშფოთა იმ ადამიანისადმი ასეთმა მოქცევამ, რომლის დანაშაული ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული. რომაელმა მოხელეებმა განაცხადეს, რომ თავიანთი ასეთი საქციელით იუდეველები შეურაცხყოფენ რომის ხელისუფლებას და რომ თვით იუდეველთა კანონის მიხედვით შეუძლებელია ადამიანს გამოუტანო სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ მისი საკუთარი მტკიცებების მიხედვით. ასეთი ჩარევის შემდეგ დროებით სიწყნარე ჩამოვარდა, მაგრამ იუდეველი მთავრები არ შეუწუხებია არც სინანულის და არც სირცხვილის გრძნობას.ქვ 35.1

    მღვდელმსახურთ და მმართველთ სრულიად დავიწყებოდათ თავიანთი თანამდებობის შესაფერისი ღირსება და საშინელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღავდნენ ღვთის ძეს. ისინი დასცინოდნენ მის წარმოშობას, განაცხადეს, რომ თავისი თავის მესიად თვითდაჯერებული გამოცხადებით მან სამარცხვინო სიკვდილი დაიმსახურა. ყველაზე ნამუსგარეცხილი და ცუდი ყოფაქცევის ადამიანები შეურაცხყოფდნენ მაცხოვარს. მას თავზე ძველი ტანსაცმელი გადააფარეს, სახეში სცემდნენ და თან დაცინვით ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ქრისტევ, ვინ დაგარტყა?” შემდეგ რომელიღაცა ნაძირალამ გადააძრო ძონძები და სახეში შეაფურთხა.ქვ 35.2

    ღვთის ანგელოზების ფხიზელ მზერას არ გამოპარვია მათი საყვარელი მბრძანებლის წინააღმდეგ მიმართული ყოველი გამოხედვა, ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვა და მოქმედება. და მალე დადგება ის დღე, როდესაც ეს ვერაგი ადამიანები, რომელნიც ასე დასცინოდნენ მაცხოვარს და გაფითრებულ, მშვიდ სახეში აფურთხებდნენ, იხილავენ მას დიდების ნათელში, რომელიც თავისი ბრწყინვალებით მზეს აღემატება.ქვ 35.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents