Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 13 - „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს”

    სახარება მათესი, 28:16-20

    მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა ქრისტეს ზეციური ტახტი საგან, როცა მოწაფეებს გამოუცხადა: „მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც”; „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს”; „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას” /მარკ. 16:15/. ისევ და ისევ მეორდებოდა ეს სიტყვები, რათა მოწაფეებს კარგად შეეცნოთ მისი მნიშვნელობა. ზეციური ნათელი დიდი სიძლიერით უნდა გაბრწყი ნებულიყო დედამიწის ყოველი მკვიდრისათვის - მდიდართა და ღარიბთათვის, დიდებულთა და მდაბიოთათვის. მოწაფეებს წუთისოფლის გადარჩენის საქმეში ზეციერ მხსნელთან უნდა ეთანამშრომლათ.ქვ 147.1

    თორმეტ მოწაფეს მიეცა ეს დავალება ზემოთვალში ქრისტე სთან შეხვედრისას. ახლა კი ამ სიტყვების მსმენელთა რიცხვი გაიზარდა. იქ, გალილეაში, მთაზე თავი მოიყარა ყველამ, ვისი შეკრებაც კი შეიძლებოდა. ამ შეხვედრის ადგილი და დრო თავად ქრისტემ დანიშნა. სამარხთან ყოფნისას ანგელოზმა გაახსენა მოწაფეებს, რომ ქრისტე, დაპირებისამებრ, გალილეაში შეხვდებოდა მათ. ეს გაახსენეს პასექის კვირაში იერუსალიმში შეკრებილ მორწმუნეებსაც, მათი მეშვეობით კი ეუწყა მათ, ვინც მარტოდმარტო გლოვობდა უფლის სიკვდილს. ყველანი მოუთმე ნლად ელოდნენ ამ საუბარს. ისინი სხვადასხვა, მიხვეულმოხვეული გზებით მიიჩქაროდნენ შეხვედრის ადგილისაკენ, რათა რაიმე ეჭვი არ აღეძრათ მოშურნე იუდეველებში, გზაზე კი ღელვითა და მგზნებარებით საუბრობდნენ იმაზე, რაც ქრისტეს შეემთხვა.ქვ 147.2

    დანიშნულ დროს მთის ძირში ხუთასამდე მორწმუნე შეიკრიბა. მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, რათა სიმართლე მომხდარის შესახებ იმ ადამიანებისაგან გაეგოთ, ვინც პირადად იხილა ქრისტე მისი აღდგომის შემდეგ. მოწაფეები ერთი ჯგუფიდან მეორეში გადადიოდნენ და ამცნობდნენ ხალხს ყოველივეს, რაც იცოდნენ ქრისტეს შესახებ, მოჰყავდათ მტკიცებები წმინდა წერილიდან, როგორც ამას თავად მაცხოვარი აკეთებდა. თომა უამბობდა მათ, თუ რა ეჭვები იპყრობდა და როგორ გათავისუფლდა მათგან. და შეკრებილთა შორის მოულოდნელად გამოჩნდა იესო. ვერავინ მიხვდა, საიდან გაჩნდა იგი. აქ მყოფთა შორის მრავალს ადრე არც კი ენახა ქრისტე, მაგრამ ხელებზე და ფეხებზე ჯვარცმის ნაკვა ლევით იცნეს იგი. მისი ღვთიური სახის დანახვისას ყველამ მოწიწებით მოიყარა მუხლი მის წინაშე.ქვ 147.3

    მაგრამ ზოგი მაინც დაეჭვდა. ასე იქნება მუდამ. ყოველთვის მოიძებნებიან მცირედ მორწმუნენი, რომლებიც დაეჭვებულთა მხარეზე გადადიან. რამდენს კარგავენ ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო!ქვ 148.1

    ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ესაუბრა მორწმუნეთ. „მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც”, - თქვა მან. მოწაფეებმა თაყვანი სცეს მას მანამ, სანამ იესო საუბარს დაიწყებდა, მაგრამ მკვდრეთით აღმდგარის ბაგით წარმოთქმულმა სიტყვებმა თრთოლა და ღელვა მოჰგვარა მათ. დიახ, ის ჭეშმარიტად მკვდრე თით აღმდგარი მაცხოვარი იყო. ბევრმა მათგანმა საკუთარი თვალით იხილა მისი ძალის და ძლიერების გამოვლენა სნეულთა განკურნებისას და სატანის ძალების განდევნისას. მათ სწამდათ, რომ იესოს აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს თავისი სამეფო იერუსალიმში და ძალა გადალახოს ნებისმიერი წინაღობა და დააცხროს ნებისმიერი სტიქია. მან დაამშვიდა მღელვარე ზღვა, დადიოდა მის აზვირთებულ ტალღებზე, მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულთ. ახლა კი გამოაცხადა, რომ მიეცა სრული ხელმწიფება. მისი სიტყვები მსმენელთ ავიწყებდა დროებითსა და მიწიერს და ახედებდა ზეცისკენ, საუკუნო სიცოცხლისაკენ. და ამ წუთებში მათ სრულად შეიცნეს მაცხოვრის აღმატებულობა და დიდებულება.ქვ 148.2

    იქ, მთის ფერდობზე, ქრისტემ განაცხადა, რომ მის მიერ კაცობრიობისათვის გაღებული მსხვერპლი სავსებით სრულყოფილი იყო. გამოსყიდვის პირობა შესრულებულია. მან აღასრულა ის, რისთვისაც მოვიდა წუთისოფელში, ახლა კი უნდა დაუბრუნდეს საუფლო ტახტს და მიიღოს პატივი და დიდება ანგელოზთაგან და მთავრობებისაგან. ახლა მან, უზენაესი ძალაუფლების მქონემ, უბრძანა თავის მოწაფეებს: „წადით და ასწავლეთ მთელ ხალხს და ნათელი ეცით მამისა და ძის და სულის წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გიბრძანეთ; და აჰა, მე თქვენთან ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე” /მათ. 28:19,20/.ქვ 148.3

    იუდეველ ერს მიცემული ჰქონდა წმინდა ჭეშმარიტება, მაგრამ ფარისევლობამ ეს რჩეული ერი ყველაზე განკერძოებულ, ფანატი კოს ერად აქცია. მღვდელმსახურთა და მთავართა მთელი ცხოვრება - მათი ჩაცმულობა, ქცევა, წესები და ტრადიციები მოწმობდა, რომ მათში ყოველივე ზედაპირული იყო და წუთისოფლის ნათელი ვერ იქნებოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მთელი ქვეყანა - ესაა იუდეველი ერი და თავად ისინი. მაგრამ ქრისტემ დაავალა თავის მოწაფეებს ექადაგათ ისეთი რწმენა და ღვთისმსახურება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კასტებთან და ნაციონალიზმთან, რწმენა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ხალხისათვის, ერისა და ფენისათვის.ქვ 149.1

    მოწაფეებთან განშორების წინ ქრისტემ განუმარტა მათ თავისი სასუფევლის არსი. გაახსენა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი და განაცხადა, რომ მისი მიზანია დედამიწაზე არა მიწიერი, არამედ სულიერი სასუფევლის დამყარება. იგი არ უნდა დამჯდარიყო დავითის ტახტზე ამ წუთისოფელში. და კვლავ განუმარტა წერი ლის ის ადგილები, სადაც თვალნათლივ ჩანდა, რომ ყოველივე ის, რაც მან აიტანა, წინასწარ იყო განსაზღვრული და დაგეგმილი ზეცის მიერ მამისა და ძის თათბირზე, რაც სულიწმიდის შთაგონებით ღვთის ერთგულმა ადამიანებმა იწინასწარმეტყველეს. იცოდეთ, - თქვა მან, - რომ მე ყველაფერი გითხარით: თუ როგორ უარყოფენ მესიას, დაამცირებენ და შემდეგ მოკლავენ - და ყოველივე ახდა. მესამე დღეს მე აღვდექი. უფრო ყურადღებით წაიკითხეთ წერილი და დაინახავთ, თუ როგორ ასრულდა ყველა წინასწარმეტყველება ჩემს შესახებ.ქვ 149.2

    ქრისტემ დაავალა თავის მოწაფეებს, მსახურება იერუსალიმიდან დაეწყოთ. სწორედ ეს ქალაქი იყო ის ადგილი, სადაც იესომ ასეთი საოცარი თანაგრძნობა გამოავლინა კაცობ რიობის მიმართ. აქ იტანჯა იგი, როცა არ მიიღეს და მსჯავრი დასდეს. იუდეას მიწაზე დაიბადა იესო. აქ, იუდეველთა შორის ცხოვრობდა განკაცებული ღმერთი და ადამიანთა მხოლოდ სულ მცირე ნაწილი მიხვდა, თუ როგორ მიუახლოვდა ზეცა დედამიწას მაშინ. და სწორედ ამ ქალაქში, იერუსალიმში, უნდა დაეწყოთ თავისი საქმიანობა მის მოციქულებს.ქვ 149.3

    იმის გათვალისწინებით, თუ რისი გადატანა მოუხდა აქ ქრისტეს, სადაც არავინ შეაფასა მისი შრომა, მოწაფეებს შეეძლოთ ეთხოვათ მაცხოვრისათვის სხვა, უფრო მადლიერ ხალხში დაეწყოთ სახარების ქადაგება, მაგრამ არ ითხოვეს. მათ უნდა გაენოყიერებინათ ის ნიადაგი, სადაც მაცხოვარმა ჭეშმარიტების თესლი დათესა. თესლი აღმოცენდება და უხვ მოსავალს გამოი ღებს. მსახურებისას მოწაფეებს დაუწყებენ სასტიკ დევნას მათი მოძულე იუდეველები. მაგრამ ისინი თავისი მასწავლებლის ბილიკებით ივლიან და მის ხვედრსაც გაიზიარებენ. სახარება პირველ რიგში უნდა ექადაგოს მათ, ვინც მხსნელი მოკლა.ქვ 150.1

    იერუსალიმში ბევრი იყო ისეთიც, ვისაც სჯეროდა მაცხოვრისა, მაგრამ არვის უმხელდა თავის რწმენას. მრავლად იყვნენ მღვდელთა და მთავართა მიერ მოტყუებულნიც. მათაც სჭირდებოდათ ჭეშმარიტების მოსმენა და მონანიებისაკენ მოწო დება. ყველას უნდა გაეგო საოცარი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით შეიძლება ცოდვების მიტევება. და ვინაიდან მთელი იერუსალიმი ააღელვა ბოლო რამოდენიმე კვირის მოვლენებმა, სწორედ აქ უნდა მოეხდინა უდიდესი ზეგა ვლენა ქრისტეს სახარებას.ქვ 150.2

    მაგრამ მოწაფეები მარტო იერუსალიმში მოღვაწეობით არ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. სახარების ხმა დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებშიც უნდა მოესმინათ. თქვენ იყავით მოწმენი, თუ როგორ ვცხოვრობდი, როგორ ვწირავდი თავს წუთისოფლისათვის, - უთხრა ქრისტემ მოწაფეებს. - თქვენ იყავით მოწმენი, თუ როგორ დაუღალავად ვიღწვოდი ისრაელისათვის. თუმცა იუდეველებმა არ ისურვეს ჩემთან მოსვლა, რათა ჰქონოდათ მარადიული სიცოცხლე და ნება დართეთ მღვდლებსა და უხუცესებს ჩემს მიმართ თავისი ჩანაფიქრის ასრულებისა; თუმცა უარმყვეს, როგორც ბიბლიაში წერია, მაგრამ მათ კიდევ მიეცემათ უფლის ძის მიღების შესაძლებლობა. თქვენ ნახეთ, რომ ყოველ ჩემთან მომსვლელს, ვინც ცოდვებს ინანიებს, სიყვარულით ვღებულობ. ჩემთან მოსულს არ გავაძევებ. ყოველ მსურველს შეუძლია შეურიგდეს ღმერთს და მიიღოს საუკუნო სიცოცხლე. მე განდობთ თქვენ, ჩემს მოწაფეებს, მადლის ამ სახარებას. იგი უპირველესად უნდა ექადაგოს ისრაელს, შემდეგ კი ყველა ხალხს, ტომს და ერს. იგი უნდა ეუწყოს იუდეველებსაც და წარმართებსაც. ყველა მორწმუნე ერთ ეკლესიად უნდა გაერთიანდეს.ქვ 150.3

    სულიწმიდის სხვადასხვა ნიჭის მეშვეობით მოწაფეებს საოცარი ძალა ეძლეოდათ. მათი მოწმობა ნიშნებითა და სასწაულებით უნდა განმტკიცებულიყო. სასწაულებს მოახდენენ არა მარტო მოციქულები, არამედ ყველა, ვინც ირწმუნებს და მიიღებს ჭეშმარიტებას. იესომ თქვა: „მორწმუნეებს კი თან ექნებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ. გველებს აიყვანენ და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და ისინი განიკურნებიან” /მარკ. 16:17,18/. იმ დროს ხშირად სარგებლო ბდნენ საწამლავითა და შხამებით. უწმინდური ადამიანები არ თაკილობდნენ ამგვარი ხერხების გამოყენებას მათ გასანადგურებლად, ვინც მათი მიზნების განხორციელებას წინ გადაეღობებოდა. იესომ კარგად იცოდა, რომ მისი მოწაფეების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ბევრს ეგონება, რომ ქრისტეს მოწმეთა განადგურებით ღმერთს ემსახურება. ამიტომ აღუთქვა მათ მაცხოვარმა, რომ დაიცავდა ყოველგვარი საფრთხისაგან.ქვ 151.1

    მოწაფეებს უნდა მიეღოთ იგივე ძალა, რაც იესოს ჰქონდა, რათა განეკურნათ „ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი”. ქრისტეს სახელით სნეულებათა განკურნებით ისინი დაარწმუნებდნენ ხალხს, რომ იესოს სულთა განკურნების ძალაუფლებაც გააჩნია /მათ. 4:33; 9:6/. მაცხოვარმა მათ ახალი ნაირგვარი ნიჭი აღუთქვა. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში და ხალხში უნდა წასულიყვნენ უფლის სიტყვის გასავრცელებლად და ამისათვის უნდა მიეღოთ უცხო ენებზე ლაპარაკის ნიჭი. მოციქულები და მათი თანამშრომელნი არ მიეკუთვნებოდნენ სწავლულთა რიცხვს, მაგრამ ორმოცდამეათე დღეს სულიწმიდის მადლის გარდმოფენით მათი მეტყველება მშობლიურ ენაზეც და სხვა ხალხების ენებზეც შეიცვალა - გახდა უფრო სწორი, გამართული და კეთილხმოვანი.ქვ 151.2

    ამგვარად, ქრისტემ დავალება მისცა თავის მოწაფეებს. მომავალი მსახურებისათვის მან ყველა მხრივ მოამზადა ისინი, ხოლო წარმატებისათვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. სანამ ისინი მისი სიტყვით იხელმძღვანელებენ და მასთან ითანამშრომლებენ, ყოველთვის ექნებათ წარმატება. წადით ყველა ხალხთან, - მოუწოდებდა ის. წადით დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში, ყველგან, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ იცოდეთ, რომ მე იქაც ვიქნები. იღვაწეთ რწმენით და იმედით, ვინაიდან არასოდეს მიგატოვებთ.ქვ 152.1

    მაცხოვრის დავალება, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა, ყველა მორწმუნეზე, ყველა ქრისტიანზე ვრცელდება ბოლო ჟამამდე. საბედისწერო შეცდომაა - თვლიდე, რომ ადამიანთა გადარჩენა მხოლოდ ხელდასმული მსახურის საქმეა. ყველას, ვისაც ზეციური შთაგონება მიეცა, სახარებაც მინდობილი აქვს. ყველა, ვინც სიცოცხლე ქრისტეში მიიღო, მოწოდებულია იშრომოს მოყვასის გადასარჩენად. სწორედ ამისათვისაა შექმნილი ეკლესია და, ვიძლევით რა წმინდა აღთქმას, ქრისტეს თანამშრომლები ვხდებით.ქვ 152.2

    „სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” /გამოცხ. 22:17/, ამ მოწოდების მსმენელმა უნდა გაიმეო როს იგი. რა მოწოდებაც არ უნდა გააჩნდეს ადამიანს ცხოვრებაში, მისთვის ყველაზე მთავარი ქრისტესკენ ადამიანთა მოქცევა და ამით მათი გადარჩენა უნდა იყოს. ზოგს არ შეუძლია დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, მაგრამ შეიძლება დაეხმაროს ცალკეულ ადამიანებს უფლისაგან მიღებული ჭეშმარიტების განმარტებაში. უფლისადმი მსახურება მარტო ქადაგებაში როდი გამოიხატება. ღმერთს ისინიც ემსახურებიან, ვინც ტანჯვას უმსუბუქებს სნეულთ, ეხმარება გაჭირვებულთ, ანუგეშებს იმედდაკარგულთ და მცირედმორწმუნეთ. ყველგან არიან ცოდვით დამძიმებული ადამიანები. ადამიანს თრგუნავს დანაშაულისა და ცოდვის სიმძიმე და არა მომქანცველი, მძიმე შრომა, სიღარიბე ან სხვა სიძნელეები. სწორედ ცოდვა ბადებს წუხილს და დაუკმაყოფილებლობას. ქრისტეს სურს, რომ მისი მორჩილნი ემსახურებოდნენ ცოდვით დასნეულებულ ადამიანებს.ქვ 152.3

    მოწაფეებს შრომა უნდა დაეწყოთ იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ისინი არ უნდა მორიდებოდნენ იმ ადგილებს, სადაც სახარების ქადაგება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქრისტეს ყოველმა მსახურმა თავის მშობლიურ მხარეში უნდა დაიწყოს მსახურება. ნებისმიერ ოჯახში მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც სჭირ დებათ თანაგრძნობა და სიცოცხლის პური. მათ შორის, შესაძლოა, იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ქრისტესთან უნდა მივიყვანოთ. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც არაფერი იციან ჭეშმარიტების შესახებ. მოდით ვიშრომოთ ერთგულად იქ, სადაც უფრო მეტად ვართ საჭირონი, შემდეგ კი ჩვენი ძალისხმევა გავრ ცელდეს იქ, საითაც უფალი ღმერთი წაგვიყვანს. შეიძლება მოგვეჩ ვენოს, რომ ბევრი ადამიანის შრომა შეზღუდულია ამა თუ იმ ვითა რებით, მაგრამ, ასეა თუ ისე, თუკი ისინი თავის საქმეს რწმენითA და გულმოდგინებით ასრულებენ, მათი ხმა ყველას მისწვდება. დედამიწაზე ქრისტეს მსახურებისას მისი მოღვაწეობის არე თითქოსდა მცირე იყო, მაგრამ უამრავმა ადამიანმა მრავალ ქვეყანაში გაიგონა მისი ჭეშმარიტების ხმა. ხშირად უდიდესი შედეგის მისაღწევად ღმერთი ყველაზე უბრალო, მარტივ საშუალებებს იყენებს. უფლის ჩანაფიქრით, მისი საქმის ერთი ნაწილი მეორეზეა დამოკიდებული, როგორც „ბორბალი ბორბა ლში”, როცა ყველა შეთანხმებულად მოქმედებს. სულიწმიდით შთაგონებული ყველაზე უბრალო მსახური აახმიანებს უხილავ სიმებს და მისი კეთილხმოვანება დედამიწის შორეულ კიდეებს მისწვდება და არასოდეს დადუმდება.ქვ 153.1

    მაგრამ მოწოდება: „გადით მთელ წუთისოფელში”, - მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. უფალს სურს, რომ ჩვენი ხმა მისწვდეს ყველაზე უკაცრიელ ადგილებს. ქრისტე არღვევს ყველა წინაღობას, ნაციონალური ცრურწმენის ყოველგვარ გამოვლინებას და კაცობრიობის მთელი ოჯახისადმი სიყვარულს გვასწავლის. იგი ეხმარება ადამიანებს, რათა დატოვონ თავიანთი ეგოისტური ინტერესები, აუქმებს სახელმწიფო საზღვრებს და საზოგადოების ხელოვნურ დაყოფას. იგი შლის განსხვავებას ჩვენიანსა და უცხოს, მეგობარსა და მტერს შორის. იგი გვასწავლის დავინახოთ მოყვასი ყოველ გაჭირვებულ ადამიანში და მთელი წუთისოფელი საკუთარ სახლად ვაღიაროთ.ქვ 153.2

    ნათქვამს: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს”, - მაცხოვარმა დაუმატა: მორწმუნეებს კი თან ექნებათ ასეთი ნიშნები: „ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან; ახალი ენებით ილაპარაკებენ; გველებს აიყვანენ და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნე ბთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და ისინი განიკურნებიან”. ეს აღთქმა ისევე, როგორც უფლის დავალება, ბოლო ჟამამდე გაგრძელდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ნიჭი ყოველ მორწმუნეს ეძლევა, არამედ „სული... ყოველს უნაწილებს განცალკევებით, როგორც ნებავს” /1კორ. 12:11/. სულიწმიდის ნიჭი ყოველ მორწმუნეს მიეცემა იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება უფლის სამსახურისათვის. და დღესაც, ისევე, როგორც მოციქულთა დღეებში, ეს აღთქმა ძალაში რჩება. „მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები” - ეს ღვთის შვილთა უპირატესობაა და ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ ყოველივე იმას, რაც რწმენას განამტკიცებს.ქვ 154.1

    „ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და ისინი განიკურნებიან”. დედამიწა კეთროვანთა უდიდესი თავშესაფარია. ქრისტე მოვიდა „სნეულთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად”. თავად ჯანსაღი და ძლიერი, თავის სიცოც ხლეს სნეულთ, მწუხარეთ და ეშმაკეულთ უძღვნიდა. იგი არასოდეს ისტუმრებდა უარით მისი მაცოცხლებელი ძალის მსურველთ. მან იცოდა, რომ მასთან მისულმა მთხოვნელებმა თავად დაიტეხეს თავს სნეულებანი, მაგრამ დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. და, როდესაც ქრისტეს მადლი მათ გულებს ეხებოდა, ისინი ხედავდნენ საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას და ხშირად ისევე იკურნებოდნენ სულიერი სნეულებისაგან, როგორც ფიზიკური საგან. სახარებას დღესაც იგივე ძალა აქვს და რატომ არ უნდა გვქონდეს დღესაც იგივე შედეგები?ქვ 154.2

    ქრისტემ იცის ყოველი მწუხარე სულის საჭიროება. იგი გრძნობს, როდის იბუდებენ ადამიანის სულში ბოროტი სულები. როცა ადამიანს ციებ ცხელება ტანჯავს, მაცხოვარი გრძნობს ამ ტკივილებს. მას დღესაც ისევე სურს განკურნოს ადამიანი, როგორც მაშინ, დედამიწაზე ყოფნისას. ქრისტეს მსახურნი მისი თანამშრომლები და შუამდგომლები არიან. მათი მეშვეობით უფალს სურს გამოავლინოს განკურნების მაცოცხლებელი ძალა.ქვ 155.1

    ყურადსაღებია მაცხოვრის მიერ გამოყენებული განკურნების მეთოდები. ერთხელ ერთ უსინათლოს თვალებზე მოზელილი ტალახი წაუსვა, შემდეგ კი უბრძანა: „წადი და დაიბანე სილოამის აუზში... წავიდა. მოიბანა და მოვიდა თვალახელილი” /იოან. 9:7/. განკურნება მხოლოდ უდიდესი მკურნალის მიერ ხდება, მაგრამ ქრისტე ამისათვის უბრალო მეთოდებს იყენებს. უფალი არ იწონებდა მედიკამენტებით მკურნალობას და ამისათვის ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებდა.ქვ 155.2

    ბევრ განკურნებულს ქრისტე ასწავლიდა: „ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს” /იოან. 5:14/. ამით იგი ასწავლიდა, რომ ავადმყოფობა უფლის როგორც ბუნებრივი, ასევე სულიერი კანონების დარღვევის შედეგია. წუთისოფელი ასე არ დაიტანჯებოდა, ადამიანებს რომ უფლის კანონების მიხედვით ეცხოვრათ.ქვ 155.3

    ქრისტე - ძველი ისრაელის მოძღვარი და მასწავლებელი, ასწავლიდა, რომ ჯანმრთელობა ესაა ჯილდო ღვთის რჯულის ასრულებისათვის. უდიდესი მკურნალი, რომელიც პალესტინაში ავადმყოფებს ჯანმრთელობას უბრუნებდა, ღრუბლის სვეტიდან მიმართავდა თავის ხალხს და არიგებდა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას და როგორ კურთხევას მიიღებდა სამაგიეროდ უფლი საგან: „თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არც ერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი განმკურნებელი” /გამოს. 15:26/. ქრისტემ ისრაელს დაუდგინა ცხოვრების განსაზღვრული წესები და აღუთქვა: „აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას” /რჯლ. 7:15/. როცა იუდეველები იცავდნენ უფლის ამ პირობას, უზენაესიც ასრულებდა თავის სიტყვას: „და მათ ტომებში არვინ იყო უძლური” /ფსალმ. 10:37/.ქვ 155.4

    ყოველივე ეს თვალსაჩინო მაგალითია ჩვენთვისაც. ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს, უფლის სიტყვას უნდა უსმინოს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორია ეს წესები - ასეთია უფლის სურვილი. ჩვენ უნდა ვიყოთ უფლის თანამშრომელნი ადამიანთა სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენის საქმეში.ქვ 156.1

    ხალხს უნდა ვასწავლოთ, თუ რა გზით შეიძლება აღვიდგინოთ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ავადმყოფთა განკურნებისათვის უნდა გამოვიყენოთ უფლის მოცემული ბუნებრივი საშუალებანი, რათა იცოდეს სნეულმა, რომ მხოლოდ მას, ერთადერთს, ძალუძს მისი განკურნება. უნდა დავეყრდნოთ მის აღთქმას და ლოცვებით ვთხოვოთ თავისი ძალის გამოვლენა. განკურნება სახარების არსია და მაცხოვარს სურს, რომ დავარწმუნოთ იმედდაკარგული სნეულნი და ტანჯულნი, დაეყრდნონ მის ძლიერებას.ქვ 156.2

    განკურნების ყოველგვარ მსახურებაში გამოსჭვიოდა ქრისტეს სიყვარულის ძალა და მხოლოდ ამ სიყვარულზე მინდობით შეგვიძლია გავხდეთ უფლის თანამშრომელნი. თუკი თავს ვარი დებთ ქრისტესთან კავშირს, ვერ ვიქნებით ადამიანებისათვის მისი მაცოცხლებელი ძალის მიმწოდებელნი, ზოგჯერ თავად მაცხოვარს არ შეეძლო უდიდეს სასწაულთა მოხდენა ადამიანთა ურწმუნოების გამო. და დღესაც ურწმუნოება აშორებს ეკლესიას მისი ღვთიური მასწავლებლისაგან. მარადიულ ფასეულობებს უარყოფენ. ურწმუნოება გულისტკივილს იწვევს უფალში და ამცირებს მას.ქვ 156.3

    ქრისტეს საქმეების კეთებისას, ეკლესიას მუდამ თან ახლავს უფლის მარადიული აღთქმა: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, - თქვა მან, - მე თქვენთან ვარ საუკუნის აღსასრულამდე”. მასთან ერთად უნდა ვატაროთ მძიმე ტვირთი და მაშინ აღვივსებით მისი ძალით. ეკლესიის ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ერთგულად ვასრულებთ უფლის მითითებას. ამის უარყოფა სულიერ სიცივეს დაამკვიდრებს ჩვენში და საცოდავ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. იქ, სადაც ქრისტიანები სხვათა კეთილდღეობისათვის არ იღწვიან, სიყვარული ქრება და რწმენაც სუსტდება.ქვ 156.4

    ქრისტეს სურს, რომ მისმა მსახურებმა ასწავლონ ეკლესიას სახარების ქადაგება. მათ უნდა ასწავლონ ხალხს, ეძებონ სნეულნი, რათა გადაარჩინონ. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარად ხდება. რამდენი ადამიანი მთელი ძალისხმევით შრომობს ეკლესიაში სიცოცხლის ნაპერწკლის გასაღვივებლად, რომელიც ეს ესაა უნდა ჩაქრეს! რამდენია სულიერად სუსტი ეკლესია! მათი ხელმძღვანელები იძულებულნი არიან, იზრუნონ მათზე, როგორც ავადმყოფ ცხვრებზე, დაკარგული ცხვრების ძებნის ნაცვლად. და ეს იმ დროს, როცა მილიონობით ადამიანი იღუპება ისე, რომ ვერ შეიცნობს ქრისტეს.ქვ 157.1

    ადამიანის მიმართ ღვთიური სიყვარული უსაზღვროა და ანგე ლოზებს ძლიერ უკვირთ, როცა ხედავენ, რომ ვიღაცა ამ სიყვარულს მხოლოდ მოჩვენებითი მადლიერებით პასუხობს, რომ ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ უფლის სიყვარულს. ზეცა აღშფოთებულია დაღუპულ სულთა მიმართ ეკლესიის გულგრილობით. ვიცით კი, როგორ უყურებს ქრისტე ყოველივე ამას? რას იგრძნობენ მშობლები, როცა გაიგებენ, რომ სადღაც სიცივეში, თოვლში დაკარგული მათი ბავშვი გულგრილად დატოვეს მათ, ვისაც მისი გადარჩენა შეეძლო. განა არ განრისხდებიან ისინი ამის გამო? განა რისხვით არ განსჯიან მათ, ისეთივე ძლიერი გრძნობით, როგორიც ბავშვებისადმი მათი სიყვარულია? ყოველი ადამიანის ტანჯვა ღვთის შვილის ტანჯვაა და ის, ვინც დასაღუპად განწირულ მოყვასს დახმარების ხელს არ გაუწვდის, ღვთის სამართლიან რისხვას იმსახურებს. ეს კრავის რისხვაა. მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ქრისტესთან ახლო კავშირი აქვთ, მაგრამ გულგრილნი არიან მოყვასის გაჭირვებისადმი, იგი განუცხადებს უდიდესი სამსჯავროს დღეს: „არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო” /ლუკ. 13:27/.ქვ 157.2

    დავალების მიცემისას ქრისტემ განუსაზღვრა თავის მოწაფეებს მათი მოვალეობანი და სახარების ქადაგების საქმეც მიანდო. „ასწავლეთ ყველა ხალხს, - თქვა მან, - ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ”. მოწაფეები ვალდებულნი არიან, ასწა ვლონ ის, რასაც ქრისტე ასწავლიდა არა მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრებისას, არამედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მეშვეობითაც. ადამიანის მოძღვრებები მხედველობაში არ მიიღება. აქ არა აქვს ადგილი ადამიანურ გადმოცემებს, თქმულებებსა და მოსაზრებებს ან საეკლესიო დადგენილებებსა და წესდებებს. ქრისტეს ამ დავალებაში არაფერია ნათქვამი საეკლესიო ძალაუფლების მიერ დადგენილი წესების აღსრულების შესახებ. ქრისტეს მსახურებმა ეს არ უნდა ასწავლონ. „რჯული და წინასწარმეტყველნი”, აგრეთვე მაცხოვრის საკუთარი სიტყვებისა და საქმეების ჩანაწერი - აი, საუნჯე, რომელიც ქრისტემ მოწაფეებს ჩააბარა წუთისოფელში საქადაგებლად. ქრისტეს სახელია მათი დევიზი და განმასხვავებელი ნიშანი, მათი ერთიანობისა და ავტორიტეტის საწინდარი და წარმატების სათავე. ის, რაც ქრისტეს ავტორიტეტით არაა განმტკიცებული, მის სასუ ფეველში აღიარებული არ იქნება.ქვ 158.1

    სახარება უნდა ეუწყოს ხალხს არა როგორც ფორმალური თეორია, არამედ როგორც ცოცხალი ძალა, რომელსაც ადამიანის ცხოვრების გარდაქმნა ძალუძს. უფალ ღმერთს სურს, რომ ყველა, ვინც მის მადლს მიიღებს, მოწმობდეს ამ ძალაზე. იგი ყოველთვის მზადაა მიიღოს ისინიც, ვინც თავისი სიცოცხლით შეურაცხყოფდა მას. როცა ასეთი ადამიანები ინანიებენ, მაცხოვარი აძლევს მათ თავის ღვთიურ სულს, ანდობს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს და აგზავნის მათ ურჩ შვილებში უზენაესის უსაზღვრო სიყვარულისა და მოწყალების საქადაგებლად. უფლის სურვილია, რომ მისმა მსახურებმა ამცნონ იმის შესახებ, რომ მისი მადლით ადამიანები შეძლებენ დაემსგავსონ ქრისტეს და გაიხარონ მაცხო- ვრის უსაზღვრო სიყვარულით. მას სურს, ჩვენ ვიცოდეთ: იგი არ დაკმაყოფილდება მანამ, სანამ ადამიანთა მოდგმა არ შეურიგდება მას და არ დაიბრუნებს იმ უპირატესობას, რომ კვლავ ღვთის შვილები ეწოდოს.ქვ 158.2

    ქრისტეში თავმოყრილია მწყემსის თანაგრძნობა, მშობლიური სიყვარული და მწყალობელი მხსნელის შეუდარებელი მადლი. თავის კურთხევას იგი ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენში მისი მიღების სურვილი გააღვიძოს. ქრისტეს მსახურებმა ასევე უნდა შესთავაზონ ადამიანებს მისი ენით აუწერელი დიდების საგანძური; ქრისტეს საოცარი სიყვარული ატყვევებს და აკეთილშობილებს ადამიანის გულს, დოგმების უბრალო გამეორებით კი არაფერი მიიღწევა. „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, - ამბობს თქვენი ღმერთი”. „ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აიმაღლე შენი ხმა ძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის თქო თქვენი ღმერთი!” „როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს” /ეს. 40:1,9,11/. უამბეთ ხალხებს იმის შესახებ, ვინც არის ათი ათასთაგან გამორჩეული” და „ყოვლად სანატრელი” /ქებ. 5:10,16/. ამის გამო ხატვა მხოლოდ სიტყვებით შეუძლებელია. დაე, ყოველივე ეს გამოჩნდეს ჩვენს ხასიათში და პირად ცხოვრებაში. ქრისტეა ყველა მოწაფეში, ვინც მის ხატებადაა ქცეული და ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ყველას „თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა” /რომ. 8:29/. ყოველ მორწმუნეში უნდა გამოვლინდეს ქრისტეს მრავლისმომთმენი სიყვარული, მისი სიწმინდე, მოკრძალება, გულმოწყალება და ჭეშმარიტება.ქვ 159.1

    და პირველი მოწაფეები წავიდნენ ჭეშმარიტი სიტყვის საქადაგებლად. ისინი თავიანთი საქმეებით მოწმობდნენ ქრისტეზე და ღმერთიც შრომობდა მათთან ერთად, „რომელიც განამტკი ცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით” /მარკ. 16:20/. ეს მოწაფეები მსახურებისათვის ემზადებოდნენ: სულიწმიდის გარდმოფენის დღის დადგომამდე მათ აღმოფხვრეს ყოველგვარი უთანხმოება ერთმანეთს შორის და ერთნი გახდნენ. მათ ირწმუნეს ქრისტეს დაპირება, რომ მიეცემოდათ მადლი და კურთხევა და რწმენით ლოცულობდნენ. ისინი არა მარტო თავისთვის ითხოვდნენ კურთხევას, არამედ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ სხვათა გადარჩენის მიმართ. სახარება მთელ დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო და მათ სურდათ მიეღოთ ქრისტეს მიერ აღთქმ ული ძალა. მაშინ მათზე გარდმოვიდა სულიწმიდა და ათასობით ადამიანი მოიქცა ერთ დღეს.ქვ 159.2

    მსგავსი რამ შეიძლება დღესაც მოხდეს. მივატოვოთ ყოველგ ვარი ფუჭსიტყვაობა და მხოლოდ ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ. დაასრულონ ქრისტიანებმა ერთმანეთში უთანხმოება და კამათი და მიუძღვნან თავი ღმერთს ადამიანთა ხსნისათვის. რწმენით ილოცონ, ითხოვონ კურთხევა და მიიღებენ. სულიწმიდის გარდ მოსვლა მოციქულთა დღეებში „საადრეო წვიმა” იყო და რა დიდებული ნაყოფი გამოიღო! მაგრამ „საგვიანო წვიმა” კიდევ უფრო უხვი იქნება /იოველ. 2:23/.ქვ 160.1

    ის, ვინც თავისი სამშვინველი, სხეული და სული ღმერთს მიუძღვნა, მუდამ მიიღებს სულიერ და ფიზიკურ შემწეობას ზეცის უსასრულო საგანძურიდან. ქრისტე მისცემს მას თავის სულს. სულიწმიდა მთელი სისავსით იმოქმედებს გულზე და გონებაზე. ღვთის მადლი გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს და ღვთიური არსის სრულყოფილება დაეხმარება სულთა გადარჩენაში. ქრისტესთან თანამშრომლობით მიაღწევენ ისინი მასში სრულქმნილებას და, ადამიანური სისუსტის მიუხედავად, აღასრუ ლებენ ყოვლისშემძლე ღმერთის საქმეებს.ქვ 160.2

    მაცხოვარი ცდილობს გამოავლინოს თავისი მადლი და თავისი ხატების ბეჭედი დაასვას ყოველ ადამიანს. მან თავისი სისხლით გამოისყიდა ეს წუთისოფელი და სურს განწმინდოს და გაათავისუფლოს ის თავისი სიმართლით. თუმცა სატანა ცდილობს, ხელი შეუშალოს მაცხოვარს ამ მიზნის განხორციელებაში, მაგრამ გამარჯვებები, რომლებიც ქრისტეს მიერ ქვეყნიერებისათვის დაღვრილი სისხლის ფასად იქნება მიღწეული, განადიდებს ღმერთსა და კრავს. ქრისტე არ დამშვიდდება, სანამ არ სრულყოფს თავის გამარჯვებას და არ იხილავს „თავის სულისკვეთების ნაყო ფს და დაამდება” /ეს. 53:11/. ყველა ერი ჩვენს დედამიწაზე მოისმენს მისი მადლის სახარებას. მართალია, ყველა არ მიიღებს მას, მაგრამ „შთამომავლობა ემსახუროს მას და უფლისა ეწოდოს მას სამუდამოდ” /ფსალმ. 21:31/. „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა” და „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული”. „შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას” /დან. 7:2; ეს. 11:9; 59:19/.ქვ 160.3

    „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!” იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა” /ეს. 52:7,9,10/.ქვ 161.1