Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სტუმართმოყვარეობა

    ბიბლია გვაძლევს დაჟინებით რეკომენდაციას გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა. “სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ” (ებრ.13:2).ბოს 156.1

    ზოგიერთი ცუდ ჯანმრთელობას იმიზეზებს - ისინი სიამოვნებით გამოიჩენდნენ სტუმართმოყვარეობას, ძალა რომ ჰქონდეთ. თქვენთვის, ვისაც ცუდი ჯანმრთელობა სტანჯავს, არის საშუალება: “განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულებელჰყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება” (ეს.58:7,8). კეთილი საქმეები - ეს არის ავადმყოფობისაგან განკურნების შესანიშნავი საშუალება. ბოს 156.2

    ის, ვინც თავის თავში იკეტება, ვინც არ არის განწყობილი სტუმრის მისაღებად, მრავალ კურთხევას იკლებს. როდესაც სტუმართმოყვარეობის სული კვდება, გული ეგოიზმის დამბლით ზიანდება.ბოს 156.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents