Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მოციქული პავლე

    თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ იქ არაფერს ვისწავლით? ჩვენ მცირედი წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმის შესახებ, რა გადაიშლება ჩვენ წინ. ღმერთი გაგვიხსნის ბუნების სილამაზესა და დიდებას. იგი გვიჩვენებს, ვინ არის იგი ჩვენთვის და ვინ ვართ ჩვენ მისთვის. ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ახლა ვერ შევიცნობთ ჩვენი შეზღუდულობის გამო, ჩვენ მომავალში გავიგებთ. ზეცა - ეს სკოლაა; მისი გამოკვლევის არე - სამყარო; მისი მასწავლებელი - უსასრულო ღმერთი.ბოს 167.1

    ჩვენი თვალები იხილავს მშვენიერ სამყაროს, როდესაც ზეციურ დიდებას შევხედავთ.ბოს 167.2

    გადარჩენილთა თვალწინ შესწავლისათვის გაიხსნება სამყაროს ყველა საგანძური. სიკვდილის ბორკილებისაგან განთავისუფლებულნი, ისინი გაემართებიან დაუღლელ აღმაფრენაში შორეული სამყაროებისკენ, სამყაროებისკენ, რომლებიც ღრმა სულიერი ტკივილით ადევნებდნენ თვალყურს ადამიანთა უბედურებას და ყველაზე სასიხარულო საგალობლებით ესალმებოდნენ ყოველი ადამიანის მოქცევას. უცოდველი არსებანი აუწერელი სიამოვნებით გაუნაწილებენ თავიანთ სიხარულსა და სიბრძნეს დედამიწის შვილებს. ისინი გაუზიარებენ მათ თავიანთი ცოდნისა და სიბრძნის საგანძურს, რომელიც მათ უსასრულო საუკუნეების მანძილზე ღმერთის შემოქმედებითი ძალის მზერისას შეიძინეს. გადარჩენილნი დაუღლელი მზერით დააკვირდებიან შემოქმედების დიდებას - მზეებს, თანავარსკვლავედებს, ზეციურ სისტემებს, რომლებიც თავიანთ ორბიტებზე ღმერთის ტახტის ირგვლივ ბრუნავს. მთელ შემოქმედებაზე, მცირედიდან ყველაზე დიადამდე, შემოქმედის სახელია დაწერილი და ყველაფერი თავის თავში ღმერთის ძალის სიმდიდრეს ამხელს.ბოს 167.3

    და მარადისობაში სწრაფად მიმავალი წლებიც სულ უფრო მეტ ცოდნას მოიტანს ღმერთისა და ქრისტეს დიდების შესახებ. და ცოდნის გაზრდის მიხედვით სიყვარული, კურთხევა და ბედნიერებაც გაიზრდება. რაც უფრო მეტად შეიცნობენ ადამიანები ღმერთს, მით უფრო აღტაცებულნი იქნებიან მისი ხასიათით.ბოს 167.4

    იქ განვითარდება, გაფართოვდება და გაიზრდება ყოველი ნიჭი. იქ განხორციელდება ყველაზე გრანდიოზული, ამაღლებული მისწრაფებანი; იქ მიღწეული იქნება ყველაზე კეთილშობილური მიზნები. და კვლავ და კვლავ გამოჩნდება ახალი, დაუპყრობელი მწვერვალები, გაჩნდება ახალი გამოუკვლეველი სასწაულები, შეუსწავლელი ჭეშმარიტებები, ახალი კითხვები და საგნები, რომლებიც მოძრაობისაკენ მოუხმობს გონების, სულისა და სხეულის მთელ ძალებს.ბოს 167.5

    მე მოგიწოდებთ მოემზადოთ ცის ღრუბლებზე მომავალი ქრისტეს მოსვლისათვის. საკუთარ გამოცდილებაზე შეიცანით, რას ნიშნავს ქრისტესთან ახლო ურთიერთობის დამყარება. მოემზადეთ იმისათვის, რომ, როდესაც ქრისტე მოვა, თქვენ მათ შორის იყოთ, ვინც მას მშვიდობით შეხვდება.ბოს 168.1

    მსურს კი ვიცხოვრო ახალ მიწაზე?ბოს 168.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents