Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    წესების დიდი მნიშვნელობა

    ადრეული ბავშვობიდანვე საჭიროებს ადამიანი საიმედო ზღუდეს, რომელიც მას ამ წუთისოფლის შეცდომებისა და ბოროტებისაგან დაიცავდა. ყოველ ოჯახს უნდა ჰქონდეს თავისი წესები, მშობლები კი ერთმანეთთან ურთიერთობის მანერით ბავშვებს უნდა აძლევდნენ იმის ცოცხალ მაგალითს, თუ როგორებად სურთ იხილონ ისინი. აუცილებელია მეტყველების სისუფთავეზე გამუდ მებით ზრუნვა და თავაზიანობის გამჟღავნება. ასწავლეთ ბავშვებს და ახალგაზრდებს საკუთარი თავის პატივისცემა, გულწრფელობა ღმერთის წინაშე, ასწავლეთ იყვნენ ერთგულნი იმ პრინციპებისა, რომლებიც წარუძღვება მათ ცხოვრებას და განხორციელდება გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობებში.ბოს 5.1

    ბავშვები, რომლებიც ყურად იღებენ ამ დარიგებებს, მზად იქნებიან პასუხი აგონ თავიანთი საქციელის გამო, კეთილი მაგალითითა და დარიგებით შეძლებენ მუდმივად დაეხმარონ სხვებს მოიქცნენ სამართლიანად. ისინი სწორად შეაფასებენ თავიანთ თანდაყოლილ ნიჭებს და პოვებენ ფიზიკური, გონებრივი და მორალური ძალების საუკეთესო გამოყენებას.ბოს 5.2

    მშობლების ურთიერთდამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოჯახის ატმოსფეროს და თუ დედმამას შორის არსებობს უთანხმოება, ბავშვებიც ავადდებიან ამ სულით. ამიტომ, შეეცადეთ თქვენს სახლში შექმნათ ერთმანეთზე ზრუნვის გულში ჩამწვდომი ატმოსფერო. სახლი შეიძლება მოკრძალებული იყოს, მაგრამ იგი ყოველთვის უნდა იყოს ის ადგილი, სადაც წარმოითქმება წამახალისებელი სიტყვები და სრულდება კეთილი საქმეები, სადაც გამუდმებით სუფევს თავაზიანობა და სიყვარული.ბოს 5.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents