Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნუ იქნებით კატეგორიულნი

    მრავალ ქმარს და მამას შეუძლია მიიღოს სასარგებლო გაკვეთილი იაკობის შემთხვევიდან. როდესაც იძულებული იყო გამგზავრებულიყო ნაჩქარევ და მძიმე მოგზაურობაში, მან თქვა: “ბავშვები სათუთნი არიან და ჩემი ცხვარძროხა მეწველია. და თუ მათ ერთ დღეს წავასხამთ, მაშინ მთელი სამწყსო გამიწყდება. მე წამოვალ ნელა, სამწყსოს სვლით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვთა სვლით…” (დაბ.33:13,14).ბოს 64.1

    დაე, ცხოვრების ძნელ გზაზე ქმარმა და მამამ “იაროს ნელა”, როგორც შეუძლია სიარული მის ახლობელს, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობს. ცხოვრობს რა სამყაროში, რომელიც მისდევს ფულსა და ძალაუფლებას, დაე, მან ისწავლოს შეჩერება, რათა ანუგეშოს და დაეხმაროს მას, ვინც მოწოდებულია იაროს მის გვერდით.ბოს 64.2

    ქმარი უნდა ეხმარებოდეს ცოლს და ამჟღავნებდეს მისადმი თანაგრძნობას და უცვლელ კეთილგანწყობილებას.თუ მას სურს, რომ იგი ყოველთვის მხნე და მხიარული იყოს, იყოს მსგავსი მზის სხივისა სახლში, დაე, დაეხმაროს მას. ქმრის მიერ სიყვარულით გამოხატული სიკეთე და თავაზიანობა, ცოლისთვის ძვირფასი გამხნევება იქნება და ბედნიერება, რომელსაც იგი ცოლს ანიჭებს, სიხარულსა და მშვიდობას მოუტანს თვით ქმრის გულს.ბოს 64.3