Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მომჭირნეობა

    ზომიერების გრძნობის უქონლობამ ან გამოუცდელობამ შეიძლება მუდმივად გამოაცარიელოს საფულე და ადამიანმა შეიძლება მაინც იფიქროს, რომ იგი საუკეთესოდ იქცევა, იმიტომ, რომ არასოდეს იყო განსწავლული შეეზღუდა თავისი ან თავისი შვილების სურვილები და არასოდეს ანვითარებდა დაგეგმვის უნარს და ზომიერების გრძნობას საოჯახო საქმეებში. ამიტომაც მსგავსი ოჯახის შენახვისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ორჯერ უფრო მეტი თანხა, ვიდრე სხვა, უფრო ეკონომიური ოჯახისათვის, რომელიც იგივე რაოდენობის წევრისაგან შედგება.ბოს 128.1

    ყველამ უნდა ისწავლოს ოჯახური ბუღალტერიის წარმოება. ზოგიერთი ამ საქმეს მეორეხარისხოვნად თვლის, მაგრამ ეს არ არის სწორი. ყველა ხარჯი ზუსტად უნდა განისაზღვროს.ბოს 128.2

    თუ თქვენ მიდრეკილება გაქვთ მფლანგველობისკენ, შეეცადეთ გადაჭრით მოიცილოთ ეს ნაკლი. სწრაფვა მომჭირნეობისაკენ, შრომისმოყვარეობისა და ზომიერებისაკენ არის უკეთესი წილი თქვენი შვილებისთვის, ვიდრე უხვი მზითვი.ბოს 128.3

    ნუ ჩაუნერგავთ თქვენს შვილებს აზრს, რომ თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამომჟღავნდეს ყოველი მათი სურვილის დაკმაყოფილებით. ნუ გამოიგონებთ ფულის ხარჯვის ახალახალ საშუალებებს. გამოიყენეთ გამომგონებლობა, რათა ეკონომიურად იცხოვროთ.ბოს 128.4

    ახალგაზრდობის ბუნებრივი თვისებაა ეკონომიისადმი ქარაფშუტული და აბუჩადამგდები დამოკიდებულება, ისინი მას შეზღუდულობაში ურევენ. მაგრამ ეკონომია ეხამება ყველაზე ფართე და ლიბერალურ შეხედულებებს და აზრებს; იქ, სადაც ეკონომია არ არის, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი სულგრძელობა. არავინ უნდა ჩათვალოს, რომ მას არ ეკადრება ისწავლოს იყოს ეკონომიური.ბოს 129.1

    ეკონომიურობა - ეს არ არის სიძუნწე, იგი ნიშნავს სახსრების გონივრულ ხარჯვას.ბოს 129.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents