Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ჰარი ბლანჩარდი

    არ არსებობს კანონიერი მოქმედების სფერო, რომლისთვისაც ბიბლია უაღრესად მნიშვნელოვან რჩევებს არ გვაძლევდეს. Áულმოდგინების, პატიოსნების, მომჭირნეობის, თავშეკავების და უმანკოების პრინციპები, რომლებიც მასშია ჩაწერილი, არის ჭეშმარიტი წარმატების საიდუმლო. ეს პრინციპები, გადმოცემული იგავების წიგნში, პრაქტიკული სიბრძნის საგანძურს წარმოადგენს. განა შეუძლია ვაჭარს, მუშას, ხელმძღვანელს ბიზნესის ნებისმიერ სფეროში იპოვოს უკეთესი დარიგებები თავისთვის და თავისი მუშებისთვის, ვიდრე ის დარიგებები, რომლებსაც ბრძენი ადამიანის ასეთი სიტყვები შეიცავს.ბოს 134.1

    რამდენი ადამიანი შეძლებდა ფინანსური წარუმატებლობისა და კრახის თავიდან აცილებს, იმ გაფრთხილებებისათვის რომ მიეგდოთ ყური, რომლებიც ასე ხშირად მეორდება წმ. წერილში.ბოს 134.2

    მერვე მცნება გმობს ქურდობასა და ყაჩაღობას. იგი მოითხოვს უცილობელ პატიოსნებას საქმიანი ცხოვრების ყველა საკითხში. იგი კრძალავს ცბიერებას მეწარმეობაში და მოითხოვს სამართლიანი ვალებისა და ჯამაგირის გადახდას.ბოს 134.3

    ის, ვინც სიცრუეს ამბობს ან იტყუება, პატივისცემას კარგავს საკუთარი თავის მიმართ. ის ვერ აცნობიერებს, რომ ღმერთი ხედავს მას და იცის მისი საეჭვო საქმეები. მაგრამ მისი ქცევები დაფარულიც რომ ყოფილიყო ადამიანთა და ღმერთის თვალთახედვისაგან, ის ფაქტი, რომ მან თვითონ იცის ეს, გარყვნიდა მის გონებასა და ხასიათს. ერთი საქციელი არ განსაზღვრავს ხასიათს, მაგრამ იგი ანადგურებს ზღუდეს და მისი მომდევნო საცდური მიიღება დიდი მზადყოფნით, სანამ ბოლოს და ბოლოს ადამიანი არ შეიძენს ტყუილის თქმისა და საქმეებში უნამუსოდ მოქცევის ჩვევას; ასეთი ადამიანის ნდობა უკვე აღარ შეიძლება.ბოს 134.4

    როგორც ახლობლებს ვექცევით, უპატიოსნებას ვამჟღვნებთ მცირედში თუ აშკარა ტყუილს ვაჩვენებთ, ასევე მოვექცევით ღმერთსაც. ადამიანები, რომლებიც არ ეშვებიან ტყუილის თქმას, თავის პრინციპებს ხორცს შეასხამენ მანამდე, სანამ შეცდომაში არ შეიყვანენ საკუთარ თავს და არ დაკარგავენ საუკუნო სიცოცხლის უფლებას, რომელსაც ისინი ხშირად უმნიშვნელო დროებით სარგებელს სწირავენ.ბოს 135.1

    “გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე” (22:29).ბოს 135.2

    “ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან - მხოლოდ დანაკლისი” (14:23).ბოს 135.3

    “ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება” (13:4).ბოს 135.4

    “რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს” (23:21).ბოს 135.5

    “გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი” (28:20).ბოს 135.6

    “ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრები კი გაამრავლებს მას” (13:11).ბოს 135.7

    “განძეულობის მოხვეჭა მატყუარა ენით სიკვდილის მძებნელთა წარმავალი ქროლვაა” (21:6).ბოს 135.8

    “მსესხებელი მონაა გამსესხებლისა” (22:7).ბოს 135.9

    “თავის თავს ბოროტობს, ვინც უცხოს უდგება თავდებად, ხელის დარტყმის მოძულე კი უსაფრთხოდ არის” (11:15).ბოს 135.10

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents