Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 17 - იაკობის გაქცევა

    დაბადება 28-31

    ძმა ესავი იაკობს სიკვდილით ემუქრებოდა და დატოვა იაკობმა მშობლიური სახლი, მაგრამ თან წაიღო მამის კურთხევა. ისააკმა კვლავ გაუმეორა მას აღთქმა და, როგორც მის მემკვიდრეს, უბრძანა, საცოლე მისი დედის ოჯახში, მესოპოტამიაში, მოეძებნა. მტანჯველი ფიქრებით გულდამძიმებული გაუდგა იაკობი გზას. მისი ერთადერთი იარაღი უბრალო ჯოხი იყო, რომლითაც ძალიან გრძელი გზა უნდა გაევლო ყაჩაღთა ველური ტომებით დასახლებულ ტრამალებზე. სინდისის ქენჯნითა და შიშით გატანჯული იაკობი ერიდებოდა ადამიანებთან შეხვედრას, რათა ესავს მისი კვალისათვის არ მიეგნო. იაკობი შიშობდა, რომ სამუდამოდ დაკარგა უფლის დანაპირები, სატანამ კი არ დააყოვნა, რათა თავისი ცდუნებებით აეფორიაქებინა მისი სული.პწ 113.2

    მეორე დღეს, დაღამებისას, იგი უკვე საკმაოდ შორს იყო მამის სახლიდან. იაკობი თავს განდევნილად გრძნობდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ეს მწუხარება და შფოთვა თავად დაიტეხა თავს. სასოწარკვეთილების წყვდიადმა ისე მოიცვა მისი სული, რომ ლოცვაც კი გაუძნელდა. იგი სრულიად მარტო დარჩა და ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა უფლის მფარველობის საჭიროებას. ღრმა მწუხარებით, მოთქმითა და ტირილით აღიარა მან თავისი ცოდვა და შეევედრა უფალს, რაიმე ნიშნით ეჩვენებინა მისთვის, რომ არ დავიწყებია იგი. მისმა დამძიმებულმა გულმა შვება ვერსად პოვა. მან დაკარგა საკუთარი თავის რწმენა და ეშინოდა, რომ მისი მამების ღმერთი სამუდამოდ მიატოვებდა.პწ 113.3

    მაგრამ უფალმა ღმერთმა არ მიატოვა იაკობი. იგი კვლავ უწვდიდა წყალობის ხელს თავის გზააბნეულ, ეჭვებში მყოფ მსახურს. მოწყალე უფალმა იაკობს აჩვენა სწორედ ის, ვინც ასე სჭირდებოდა - მხსნელი. იაკობმა, მართალია, შესცოდა, მაგრამ მისი სული მადლიერებით აღივსო, როდესაც იხილა გზა, რომლის მეშვეობითაც უფლის წყალობის დაბრუნებას შეძლებდა.პწ 113.4

    ხეტიალით დაღლილდაქანცული მიწაზე წამოწვა და სასთუმლად თავქვეშ ქვა დაიდო. ცაეძინა და სიზმრად იხილა საოცრად განათებული კიბე, რომლის ძირიც მიწაზე იდგა, „თავით კი ცას სწვდებოდა”. ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. ხოლო მაღლა, კიბის თავზე, იჯდა დიდების უფალი და იაკობს ზეციდან მოესმა მისი ხმა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისააკისა”. მიწა, რომელზედაც იგი იწვა, როგორც გარიყული და განდევნილი, აღთქმით მიეცა მას და მის შთამომავლობას: „შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა”. ეს აღთქმა ოდესღაც აბრაამსა და ისააკს მიეცა და ახლა უფალმა იაკობს გაუმეორა იგი. ეული, გულდამძიმებული იაკობი რომ უფრო მეტად გაემხნევებინა და ენუგეშებინა, უფალმა უთხრა: „აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი”.პწ 113.5

    უფალმა კარგად იცოდა, რომ იაკობი მალე მეტად ცუდ გარემოცვაში აღმოჩნდება და მრავალი საფრთხეც დაემუქრება. თანაგრძნობით განიმსჭვალა უფალი ამ მომნანიებელი ცოდვილის მიმართ და გადაახედა თავის მომავალში, რათა მასზე ღვთის ჩანაფიქრს ჩასწვდომოდა და მზად ყოფილიყო ცდუნებების გადასალახავად. ისინი კი უეჭველად ექნება ცხოვრების გზაზე, როცა წარმართთა და ბოროტეულთა გარემოცვაში მოექცევა. ცხოვრების მიზნად უდიდესი მაგალითი ექნება მარად, ხოლო იმის შეგნება, რომ უფალმა ღმერთმა თავისი ჩანაფიქრის აღსასრულებლად გამოიყენა, მარადიულ ერთგულებას შესძენს.პწ 114.1

    ამ ხილვაში უფალმა იაკობს გაუხსნა გადარჩენის გეგმა იმდენად, რამდენადაც მისთვის იმ მომენტში იყო საჭირო. სიზმარში ნანახი იდუმალი კიბე სწორედ ის კიბე იყო, რომელიც ქრისტემ ნათანაელთან საუბარში ახსენა: „ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ”. /იოან. 1:51/. უფლის მმართველობის წინააღმდეგ ადამიანის ამბოხებამდე მას თავისუფლად შეეძლო ღმერთთან ურთიერთობა. მაგრამ ცოდვამ, რომელიც ადამმა და ევამ ჩაიდინეს, დედამიწა ზეცას დააშორა და ადამიანიც დაშორდა შემოქმედს. მაგრამ წუთისოფელი უფალმა უიმედოდ როდი მიატოვა. კიბე ქრისტეს სიმბოლოა, წინასწარ განსაზღვრული გზა უფლისაკენ. მას რომ თავისი დამსახურებით არ გაედო ხიდი ცოდვის უფსკრულზე, ღვთის ანგელოზები ვერ შეძლებდნენ დაცემულ ადამიანებთან ურთიერთობას და ვერაფრით დაეხმარებოდნენ მათ. ქრისტე აკავშირებს უძლურ, იმედგაცრუებულ ადამიანს უსასრულო ძალის წყაროსთან.პწ 114.2

    ყოველივე ეს იხილა იაკობმა სიზმარში. და თუმცა ხსნის გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილი გაუხსნა უფალმა, მაგრამ ამ უდიდეს და საიდუმლო ჭეშმარიტებებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობდა და უფრო და უფრო გასაგები ხდებოდა ისინი.პწ 114.3

    იაკობს გამოეღვიძა... ირგვლივ ღამის უჩვეულოდ ღრმა მყუდროება გამეფებულიყო. ტაოცარი ხილვა გაუჩინარდა. მხოლოდ ღამის ბინდბუნდში ცად აზიდული მთების კონტურებს და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ხედავდა იაკობი. მაგრამ საოცარ შეგრძნებას, რომ უფალი მასთან იყო, არ დაუტოვებია იგი. უხილავი ღმერთი კვლავ მასთან იყო ამ უდაბურ ადგილას. „ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!.. სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!”.პწ 114.4

    “ადგა დილაადრიან იაკობი, აიღო ლოდი, სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა”. ჭესჩვეულების თანახმად, ამ შემთხვევის უკვდავსაყოფად, ღვთის წყალობის ნიშნად აღმართა სვეტი იმ მიზნით, რომ, თუკი ოდესმე კვლავ მოუხდებოდა აქეთ გამოვლა, შეჩერებულიყო ამ წმიდა ადგილთან ღვთის თაყვანსაცემად. ამ ადგილს იაკობმა „ბეთელი” /სახლი ღვთისა/ უწოდა. უდიდესი მადლიერებით განაახლა თავის მეხსიერებაში მან უფლის აღთქმა, რომ ღმერთი ყოველთვის მასთან იქნება და თავადაც საზეიმოდ დადო აღთქმა: „უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად; მშვიდობით დავბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი; მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.პწ 114.5

    იაკობს აქ არავითარი პირობა არ წამოუყენებია უფლისათვის. ღმერთმა აქამდე აღუთქვა მას მფარველობა, იაკობის აღთქმა კი მხოლოდ მისი გულიდან ამოსული მადლიერების გამომჟღავნება იყო უფლის სიყვარულისა და წყალობის საპასუხოდ. იაკობი გრძნობდა, რომ უფალი მისგან განსაკუთრებულ საქმეს ითხოვს, რომელიც მან უნდა მიიღოს და ამ ღვთიური ნების გამოვლინებას რაღაცით უნდა უპასუხოს. ასევე მადლიერების გრძნობას გვიღვიძებს სიკეთის წყაროს მიმართ მისი ყოველი კურთხევის გამოვლენა. ქრისტიანმა ხშირად უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას, მადლიერებით გაიხსენოს ხსნის ძვირფასი მომენტები, უფლის დახმარება განსაცდელისა და გამოცდის ჟამს, სიბნელისა და წყვდიადის ტყვეობიდან თავის დასაღწევი გზის გახსნა და ნუგეშისცემა, როცა იმედი, თითქოს, საბოლოოდ იყო ჩამქრალი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ყოველივე უფლის ანგელოზთა მფარველობისა და მზრუნველობის გამოვლენაა. უფლის ამ უამრავი კურთხევის ფონზე იგი მადლიერებითა და მორჩილებით უნდა ჩაეკითხოს საკუთარ თავს: „რითი გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?” /ფს. 115:3/.პწ 115.1

    ყოველივე, რაც გაგვაჩნია: დრო, ნიჭი, ქონება, სრულად უნდა მიგვეძღვნა იმისათვის, ვინც ეს კურთხევა და მადლი მოგვიზღო. ყოველ ჟამს, როცა უფალი საოცარი სიყვარულით გვეხმარება თავისი განსაკუთრებული ჩარევით ან, როცა მისი ღვთიური ნების სულ ახალახალ, მოულოდნელ მტკიცებებს ვღებულობთ, უნდა ვაღიაროთ ღმერთის სიკეთე არა მხოლოდ მადლიერების სიტყვებით, არამედ, იაკობის მსგავსად, შესაწირავებით. უფალი განუწყვეტლივ გვაძლევს თავის მადლს და, ამიტომ ჩვენც მუდამ უნდა შევწიროთ ძღვენი მას.პწ 115.2

    „ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”, - თქვა იაკობმა, განა ჩვენ, რომლებსაც სახარების სრულყოფილმა ნათელმა და უპირატესობამ ასეთი დიდი ბედნიერება და სიხარული გვარგუნა, კმაყოფილნი ვიქნებით, თუკი უფალს უფრო მცირედს მივუძღვნით, ვიდრე ისინი, ვინც ძველ დროში უარეს პირობებში ცხოვრობდა? არა, განა ჩვენთვის მოცემული უდიდესი მადლის საპასუხოდ ჩვენი მოვალეობანიც შესაბამისად არ უნდა იზრდებოდეს? მაგრამ რა საოცრად მცირეა ფასი, რა ამაოა უფლის უსასრულო სიყვარულისა და მისი შეუფასებელი ძღვენის დროის, ფულისა და ჩვენი სიყვარულის მათემატიკური ერთეულებით გაზომვის მცდელობა. მეათედი ქრისტესათვის! ო, ეს საცოდავი გროშები; რა მცირე საფასურია იმისათვის, რაც შეუფასებლად დიდია! გოლგოთის ჯვარი მოგვიწოდებს, სრულად მივუძღვნათ თავი ქრისტეს. ყოველივე, რაც გაგვაჩნია, მთელი ჩვენი არსება ღმერთს ეკუთვნის.პწ 115.3

    ღვთიური აღთქმისადმი განახლებული, მტკიცე რწმენით განაგრძო იაკობმა გზა „კედემის ძეთა ქვეყნისაკენ” /დაბ. 29:1/. იგი დარწმუნდა, რომ ღვთის ანგელოზები მასთან არიან. ნაგრამ რა დიდი სხვაობა იყო მის აქ მოსვლასა და ამ ადგილებში თითქმის ასი წლის წინათ აბრაამის მსახურის გამოჩენას შორის! აბრაამის ერთგულ მსახურს თან ახლდა ოქროსა და ვერცხლის მდიდრული საჩუქრებით დატვირთული აქლემების ქარავანი და უამრავი ხალხი. ისააკის ძე კი, მარტოხელა მგზავრი, გადაყვლეფილი ფეხებით, არაფერი რომ არ გააჩნდა თავისი ჯოხის გარდა, ჩამოჯდა ჭასთან, როგორც ოდესღაც აბრაამის მსახური და აქ პირველად დაინახა ლაბანის უმცროსი ასული რახელი. ახლა იაკობმა პირველმა შესთავაზა მას თავისი სამსახური: გადააგორა ჭის ქვა და საქონელი დაარწყულა. როდესაც გამოეცნაურა, ლაბანის სახლში მიიწვიეს. და, თუმცა იგი ღარიბი და ეული იყო, რამდენიმე კვირაში ყველა დარწმუნდა მის სიბეჯითესა და ოსტატობაში და დაჟინებით სთხოვეს, დარჩენილიყო მათთან. შეთანხმდნენ, რომ იაკობი შვიდ წელიწადს ემსახურება ლაბანს, შემდეგ კი ცოლად შეირთავს რახელს.პწ 115.4

    იმდროინდელი წესის თანახმად, საქორწინო შეთანხმების წინ საქმროს სასიმამროსთვის უნდა მიეტანა გარკვეული თანხა ან მისი ტოლფასი სხვა ძვირფასეულობა, ქონება ვითარების შესაბამისად, რაც, თითქოსდა, ქორწინების გარანტია იქნებოდა. მშობლები შეუძლებლად თვლიდნენ, ისეთი მამაკაცისთვის მიენდოთ თავისი ქალიშვილის ბედი, რომელიც ვერ იზრუნებდა ოჯახის კეთილდღეობაზე. თუკი ის საქმეს ვერ უძღვებოდა, არ იყო ძლიერი და მომჭირნე და არ შეეძლო საქონლისა და მიწის შეძენა, იმას ნიშნავდა, რომ ცხოვრებაში ვერასდროს ვერაფერს მიაღწევდა. მაგრამ უქონელთათვის სხვა პირობები იყო გათვალისწინებული: მათ უნდა ეშრომათ საცოლის მამისათვის და ასეთი შრომით გამოემუშავებინათ საჭირო თანხა. თუკი ასეთი ახალგაზრდა კაცი პატიოსნებას და ღირსებას გამოავლენდა ყველა ასპექტში, ცოლად ატანდნენ მოწონებულ ქალწულს. ხოლო გამოსასყიდს, რომელსაც მამა თავისი ქალიშვილისათვის ღებულობდა, მასვე აძლევდა ქორწინების წინ. მაგრამ სხვაგვარად მოხდა რახელთან და ლეასთან დაკავშირებით. ლაბანმა იძუნწა და არ მისცა მათ კუთვნილი მზითევი; სწორედ ეს ჰქონდათ მათ მხედველობაში, როდესაც მესოპოტამიიდან გამოსვლის წინ თქვეს: „ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა”.პწ 116.1

    ეს ძველი ტრადიცია, რომელსაც ზოგჯერ, ლაბანის მსგავსად, ბოროტად იყენებდნენ, სინამდვილეში საკმაოდ კარგი წესი იყო. როცა ახალგაზრდა კაცისაგან ითხოვდნენ საცოლის გამოსასყიდი თანხის გამომუშავებას, ამით, რა თქმა უნდა, ქორწინების ვადა გადაიწეოდა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა, გამოეცადა თავისი გრძნობა და გამოევლინა ოჯახის შენახვისათვის საჭირო უნარი. ჩვენს დროში ამ წესის უარყოფა ბევრ ბოროტებას იწვევს. ხშირად ახალგაზრდა ქალვაჟს არა აქვს შესაძლებლობა, ქორწინებამდე კარგად გაეცნონ ერთმანეთის თვისებებსა დ ხასიათს, იმას, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ მომავალ მეუღლეებს ოჯახურ ცხოვრებაზე და ისინი, ფაქტობრივად, უცნობებად რჩებიან ქორწინების დღემდე. ბოლოს კი ხვდებიან, რომ სხვადასხვა თვისებების გამო ერთმანეთს ვერ შეეწყობიან, მაგრამ უკვე გვიანია. და მათ ერთად ცხოვრებას მხოლოდ უკმაყოფილება და უბედურება მოაქვს. ხშირად ცოლები და ბავშვები მამისა და ქმრის სიზარმაცის, მოუხერხებლობისა და მანკიერი თვისებების გამო იტანჯებიან. ახალგაზრდებმა, ძველი წესისამებრ, ქორწინებამდე რომ გამოცადონ ერთმანეთის ხასიათი, მრავალ უბედურებას აიცილებენ თავიდან.პწ 116.2

    შვიდი წელიწადი ემსახურა იაკობი ლაბანს რახელისათვის და ეს წლები „რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა”. მაგრამ ანგარებიან, ძუნწ ლაბანს ხელიდან არ სურდა გაეშვა ასეთი ერთგული და კარგი მუშა და სასტიკად მოატყუა იგი იმით, რომ რახელი ლეათი შეუცვალა. იაკობი გრძნობდა, რომ ლეაც მონაწილე იყო ამ სიცრუისა, ამიტომაც ვერ შეძლებდა მის შეყვარებას. აღშფოთებული იაკობის საყვედურზე ლაბანმა შესთავაზა, კვლავ შვიდი წელი ემსახურა რახელის გამოსასყიდად. ამასთანავე, მამა დაჟინებით მოითხოვდა, ლეაც ცოლად დაეტოვებინა ოჯახისათვის სირცხვილის თავიდან ასაცილებად, რამაც მეტად გამოუვალი მდგომარეობა შეუქმნა იაკობს. და იაკობმაც გადაწყვიტა, ცოლად ჰყოლოდა ლეაც და რახელიც. რახელი ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდა იაკობს. მაგრამ მის მიმართ გამოჩენილი ყურადღება და უპირატესობა შურსა და ეჭვს იწვევდა მეორეში და ცოლებს შორის ქიშპობა და კამათი სიცოცხლეს უწამლავდა იაკობს.პწ 117.1

    ოცი წელი ცხოვრობდა იაკობი მესოპოტამიაში და შრომობდა ლაბანისათვის, რომელიც არაფრად აგდებდა ნათესაურ კავშირს და არც არაფერზე უკან არ იხევდა, ოღონდაც ამ შეთანხმებიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა. თოთხმეტი წლის მძიმე შრომა მოითხოვა მან თავისი ორი ქალიშვილისათვის, დარჩენილ წლებში კი ათჯერ მაინც შეუცვალა პირობა იაკობს. მაგრამ იაკობი გულმოდგინედ და ერთგულად შრომობდა. სიტყვები, რომლითაც უკანასკნელი შეხვედრისას მან ლაბანს მიმართა, ნათლად მოწმობს, თუ რა ფხიზლად იცავდა იგი თავისი სასტიკი ბატონის ინტერესებს: „აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია. ოამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა”.პწ 117.2

    ყოველ წამს, დღისით თუ ღამით მწყემსი ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რათა დაეცვა ფარა, ერთი მხრივ, ყაჩაღებისაგან და, მეორე მხრივ, ურიცხვ მტაცებელ ცხოველთაგან, რომელთაც ხშირად იერიში მიჰქონდათ ფარაზე და ცუდი დაცვის შემთხვევაში ხშირად სრულიად ანადგურებდნენ მას. იაკობს მრავალი დამხმარე ჰყავდა ლაბანის ჯოგების დასაცავად, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველაფერზე მხოლოდ მას ეკისრებოდა. იაკობი დროდადრო თან უნდა ხლებოდა პირუტყვს, რათა მშრალ ამინდში საქონელი უწყლობისაგან, ზამთარში კი მკაცრი ყინვებისგან არ დაღუპულიყო. იაკობი უფროსი მწყემსი იყო და ფარის ყოველგვარი დანაკარგი მას უნდა აენაზღაურებინა, ის კი, თავის მხრივ, მკაცრად სთხოვდა პასუხს უმცროს მწყემსებს საქონლისადმი უყურადღებობის გამოჩენის შემთხვევაში.პწ 117.3

    მწყემსის ცხოვრება აღსავსეა ხიფათითა და საზრუნავით. მასზე მინდობილ ამ უმწეო არსებებისადმი სიყვარული და თანაგრძნობა გამოყენებულ იქნა სახარების ნყველაზე ძვირფას ჭეშმარიტებათა საილუსტრაციოდ, რაც მშვენივრად გამოიყენეს სულიწმიდით შთაგონებულმა წმიდა წერილის ავტორებმა: თავის ხალხზე მზრუნველი ქრისტე მწყემსსაა შედარებული. ადამიანის დაცემის შემდეგ მან დაინახა, რომ მის ცხვრებს ცოდვის შავბნელ უდაბნოში დაღუპვა ელოდათ და მათ გადასარჩენად დატოვა მამის სავანე, პატივი და დიდება. იგი ამბობს: „დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანსა და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყემსავ მათ”; მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული”; „და მინდვრის მხეცები აღარ შეჭამენ მათ” /ეზეკ. 34:16,22,28/. ქრისტე თავის სავანეში იწვევს მათ, სადაც „კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად და საყუდრად - ავდარსა და წვიმაში” /ეს. 4:6/. იგი მოუღლელად ზრუნავს თავის ცხვრებზე: ეხმარება სუსტებსა და მწუხარეთ, ხელში იყვანს და გულში იხუტებს კრავებს. იგი უყვართ მის ცხვრებს. „უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს” /იოან. 10:5/.პწ 117.4

    ქრისტე ამბობს: “მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მას და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე” /იოან. 10:11-14/.პწ 118.1

    ქრისტემ - მთავარმა მწყემსმა, თავის ფარაზე ზრუნვა თავის მსახურთ, უმცროს მწყემსებს მიანდო და დაავალა მათ, ისეთივე ყურადღებით ეშრომათ, როგორც თავად ის შრომობდა მინდობილი საქმისადმი წმიდა პასუხისმგებლობის გრძნობით. მან საზეიმოდ მოუწოდა მათ, იყვნენ ერთგულნი, გამოკვებონ ფარა, უთანაგრძნონ უძლურთ, გაამხნევონ დავრდომილნი და დაიცვან ისინი მტაცებელი მგლებისაგან.პწ 118.2

    ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაწირა თავისი ცხვრებისათვის და ამ ქმედითი სიყვარულის მაგალითს სთავაზობს იგი უმცროს მწყემსთ. მაგრამ „მოჯამაგირე, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის”, არ იჩენს ჭეშმარიტ ინტერესს ცხვრის მიმართ. იგი მხოლოდ გასამრჯელოსათვის იღვწის და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. და რადგან იგი მხოლოდ პირად სარგებელს ეძებს და ფარაზე არ ზრუნავს, სიძნელეებისა და ძნელბედობის ჟამს დატოვებს მას და გაიქცევა.პწ 118.3

    პავლე მოციქული შეაგონებს უმცროს მწყემსთ: „მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის” /1 პეტრ. 5:2,3/. პავლე მოციქული ამბობს: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა, ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს” /საქმ. 20:28,29/.პწ 118.4

    მოციქული აფრთხილებს ყველას, ვინც ერთგული მწყემსის ხვედრს - შრომასა და ჯაფას - მძიმე ტვირთად მიიჩნევს: „მწყემსეთ ღვთის სამწყსო... არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით” /1 პეტრ. 5:2/. ჭყემსმთავარი მზადაა, გაათავისუფლოს ყოველი ასეთი ორგული მწყემსი. ქრისტეს ეკლესია მისივე სისხლითაა ნაყიდი და ყოველმა მწყემსმა უნდა შეიგნოს, რომ უსასრულოდ დიდი მსხვერპლია გაღებული თითოეული მობარებული ცხვრისათვის და ყოველ მათგანს ისე უნდა მოეპყროს, როგორც უძვირფასეს განძს, მოუღლელად იშრომოს, რათა ცხვარი ჯანმრთელი იყოს. მწყემსი, რომელშიც ქრისტეს სულია, აუცილებლად მიბაძავს მწყემსმთავრის თავგანწირვას, მუდამ იზრუნებს თავისი ფარის კეთილდღეობაზე, რომელსაც არაფერი გაუჭირდება მისი მფარველობის ქვეშ.პწ 118.5

    ყველამ ზუსტი ანგარიში უნდა წარადგინოს თავისი შრომის შედეგზე. ბატონი ჰკითხავს ყოველ მწყემსს: „სად არის სამწყსო, შენ რომ ჩაგაბარეს, შენი მშვენიერი ფარა?” /იერ. 13:20/. და ვინც ერთგული აღმოჩნდება, დიდ საზღაურს მიიღებს. „და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს” /1 პეტრ. 5:4/.პწ 119.1

    ლაბანთან მსახურებით დაღლილმა, შეწუხებულმა იაკობმა ქანაანში დაბრუნება გადაწყვიტა და სიმამრს სთხოვა: „გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში; გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვისაც გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თა0~ვად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი”. მაგრამ ლაბანი დაჟინებით სთხოვდა დარჩენას და უთხრა: „მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა”, რადგან იგი კარგად ხედავდა, რომ თავისი სიძის წყალობით მეტად მდიდრდებოდა.პწ 119.2

    იაკობმა უთხრა: „ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა”. მაგრამ გავიდა დრო და ლაბანს შეშურდა იაკობის წარმატება, რადგან „გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები”. ლაბანის შვილებსაც, მამის მსგავსად, შეშურდათ იაკობის კეთილდღეობა და მათმა ბოროტმა სიტყვებმა იაკობის ყურამდეც მიაღწია: „ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო”.პწ 119.3

    იაკობი, ალბათ, დიდი ხნის წინათ გაეცლებოდა თავის მზაკვარ ნათესავებს, ესავთან შეხვედრის შიში რომ არა. ახლა საფრთხე ლაბანის ვაჟებისაგან იგრძნო, რომლებიც იაკობის ქონებას თავისად მიიჩნევდნენ და შეეცდებოდნენ მის ძალით წართმევას. იაკობი დიდად შეფიქრიანდა და შეწუხდა. არ იცოდა, რა ექნა. მაგრამ მუდამ ახსოვდა ბეთელში მოწყალე უფლის დანაპირები და თავისი უბედურება უფალს შესჩივლა და დახმარება სთხოვა. სიზმარში მიიღო პასუხი ლოცვაზე: „დაუბრუნდი შენი მამაპაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს და მეც შენთან ვიქნები”.პწ 119.4

    და აი, ლაბანის შინ არყოფნის დროს იაკობს გამგზავრების ხელსაყრელი მომენტი დაუდგა. სასწრაფოდ შეაგროვეს ფარა და წინ გაუშვეს, იაკობმა კი თავის ცოლშვილთან და მსახურებთან ერთად გადალახა ევფრატი და გაემართა გალაადის მთისკენ, ქანაანის საზღვარზე. სამი დღის შემდეგ შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა, დაედევნა და მეშვიდე დღეს დაეწია. განრისხებული ლაბანი მზად იყო, ძალით დაებრუნებინა გაქცეულნი, რასაც, ეჭვგარეშეა, შეძლებდა კიდეც, რადგან ძალა მის ხელში იყო. და იაკობს კვლავ უდიდესი საფრთხე დაემუქრა.პწ 119.5

    ლაბანმა ვერ აისრულა თავისი ბოროტი განზრახვა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ღმერთი ჩაერია ამ საქმეში თავისი ერთგული მსახურის დასაცავად. „გიბოროტებდი, - უთხრა ლაბანმა, - მაგრამ თქვენი მამაპაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო”, - რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალის გამოყენებით და არც რაიმე თვალთმაქცური დაპირებებით არ უნდა დაებრუნებინა მას იაკობის სახლეულობა უკან.პწ 119.6

    ლაბანმა არ მისცა თავის ქალიშვილებს კუთვნილი მზითევი, მუდამ ატყუებდა იაკობს და სასტიკი იყო მის მიმართ. და ახლაც, თავისი ჩვეული პირფერობით საყვედურობდა სიძეს გაპარვას, რითაც მან ხელი შეუშალა სიმამრს გამოსამშვიდობებელი წვეულების გამართვაში და შვილებთან და შვილიშვილებთან გამოთხოვებაში.პწ 120.1

    ამის პასუხად იაკობმა პირდაპირ ამხილა ლაბანის ბოროტება და სიხარბე და აიძულა, ეღიარებინა სიძის პატიოსნება და გულწრფელობა. „ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისააკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი, - უთხრა იაკობმა, - ჩემს ტანჯვაწვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ”.პწ 120.2

    ლაბანმა ამაზე ვეღარაფერი უპასუხა და გადაწყვიტა, მშვიდობით დაემთავრებინა საქმე. იაკობი დაეთანხმა მის წინადადებას და მალე „მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს” თავიანთი კავშირის თანახმად. ამ გორას ლაბანმა მიცფა /საგუშაგო კოშკი/ უწოდა: „თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვიხილავთო”.პწ 120.3

    „უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელიც აღვმართე ჩვენს შორის. მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისააკის შიში”.პწ 120.4

    შეკრეს კავშირი და ზეიმი გამართეს. ღამე მეგობრულ ვითარებაში გაატარეს. განთიადზე კი ლაბანი თავისი ხალხითურთ უკან გაბრუნდა. ამით წყდება ყოველგვარი კავშირი აბრაამის შვილებსა და მესოპოტამიის მკვიდრთ შორის.პწ 120.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents