Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ბავშვის პირველი სკოლა

    ოჯახის აღმზრდელობითი გავლენა არის განმსაზღვრელი ძალა სიკეთის ან ბოროტებისაკენ.

    თავისი სიბრძნით ღმერთმა განსაზღვრა, რომ ოჯახი იყოს ყველაზე დიდი აღმზრდელი ძალა. ბავშვის განათლება ოჯახში უნდა იწყებოდეს. ეს მისი პირველი სკოლაა. აქ თავისი მშობელდამრიგებლის დახმარებით მან უნდა მიიღოს გაკვეთილები, რომლებითაც იხელმძღვანელებს მთელი ცხოვრების მანძილზე, - ყურადღების, მორჩილების, პატივისცემის, თავშეკავების გაკვეთილები. ოჯახის აღმზრდელობითი გავლენა არის განმსაზღვრელი ძალა სიკეთის ან ბოროტებისაკენ. ხშირ შემთხვევაში იგი ფარულ, თანდათანობით გავლენას ახდენს, მაგრამ, თუ მას სწორ მიმართულებას მივცემთ, იგი სიმართლის დამკვიდრებისათვის შორს მიმავალ ძალად იქცევა. თუ ბავშვი ოჯახში არ მიიღებს სათანადო დარიგებას, მაშინ მას ბოროტება აღზრდის თავისი ნებასურვილისამებრ. ამიტომაც, რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახის სკოლა!ბოს 42.1

    აღიქვით ოჯახი როგორც სკოლა, რომელშიც ბავშვებს ოჯახში და საზოგადოებაში მათი მოვალეობების შესასრულებლად ამზადებთ.ბოს 42.2

    საყოველთაოდ აღიარებული და სამწუხარო ფაქტი მოწმობს, რომ ოჯახური აღზრდა დღეს უგულებელყოფილია. არ არსებობს მოღვაწეობის უფრო მნიშვნელოვანი ასპარეზი, ვიდრე ის, რომელიც მინდობილი აქვთ ოჯახის ფუძემდებლებსა და ხელმძღვანელებს. არც ერთ საქმეს, რომელიც დაკისრებული აქვს ადამიანებს, არ მოაქვს ასეთი სერიოზული, შორს მიმავალი შედეგები, როგორიც დედებისა და მამების საქმეს.ბოს 42.3

    ახლანდელი ახალგაზრდები და ბავშვები განსაზღვრავენ საზოგადოების მომავალს და ის, თუ ვინ გახდებიან ეს ბავშვები, დამოკიდებულია ოჯახზე. სათანადო აღზრდის უქონლობა - აი, მთავარი მიზეზი საზოგადოების ავადმყოფობის, ტანჯვისა და დანაშაულისა, რომლებიც კაცობრიობისათვის წყევლაკრულვას წარმოადგენს. ოჯახური ცხოვრება სწორად რომ იყოს აგებული და მშობლიური მზრუნველობიდან გამოსული ბავშვები მომზადებულნი რომ იყვნენ ცხოვრებისეული საზრუნავისა და ხიფათებისათვის, როგორი ცვლილება მოხდებოდა წუთისოფელში!ბოს 43.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents