ღმერთს უყვარს ყოველივე მშვენიერი. მან სილამაზით შემოსა ცა და დედამიწა და მამობრივი სიყვარულით აკვირდება, თუ როგორ მოვყავართ აღტაცებაში მის შემონაქმედს. მას სურს, რომ ჩვენი სახლები ბუნების სილამაზით იყოს მოცული. ბოს 30.1
მოაწყვეთ თქვენი სახლები სადა ნივთებით, რომლებთანაც იოლია მოპყრობა, რომელთა სუფთად შენახვა არ არის ძნელი და რომელთა გამოცვლაც შეიძლება განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე. როდესაც გემოვნებას გამოიჩენთ, თქვენ შეძლებთ ყველაზე უბრალო სახლი მიმზიდველად აქციოთ, თუ მასში სიყვარული და სიხარული მეფობს. რაც უფრო უბრალოა კარგად ორგანიზებული სახლის მოწყობილობა, მით უფრო ბედნიერი იქნება ოჯახი. ბოს 30.2