Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჯონ რასკინი

    ღმერთს უყვარს ყოველივე მშვენიერი. მან სილამაზით შემოსა ცა და დედამიწა და მამობრივი სიყვარულით აკვირდება, თუ როგორ მოვყავართ აღტაცებაში მის შემონაქმედს. მას სურს, რომ ჩვენი სახლები ბუნების სილამაზით იყოს მოცული.ბოს 30.1

    მოაწყვეთ თქვენი სახლები სადა ნივთებით, რომლებთანაც იოლია მოპყრობა, რომელთა სუფთად შენახვა არ არის ძნელი და რომელთა გამოცვლაც შეიძლება განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე. როდესაც გემოვნებას გამოიჩენთ, თქვენ შეძლებთ ყველაზე უბრალო სახლი მიმზიდველად აქციოთ, თუ მასში სიყვარული და სიხარული მეფობს. რაც უფრო უბრალოა კარგად ორგანიზებული სახლის მოწყობილობა, მით უფრო ბედნიერი იქნება ოჯახი.ბოს 30.2