ბევრი რამ არის აუცილებელი ოჯახისათვის, რათა მასში მყუდროება და კომფორტი იყოს. ოჯახური საქმეების ორგანიზაციაში სათანადო წესრიგისა და სისტემის უქონლობას დამღუპველ შედეგებამდე და დიდ ზარალამდე მივყავართ. ჩვენი გული არ გახდება უფრო სუფთა და წმინდა, თუ ჩავიცვამთ ჯვალოს და ოჯახს მოვაკლებთ ყოველივე იმას, რაც კომფორტს, მყუდროებასა და მოხერხებულობას ქმნის. ღმერთი არ მოითხოვს მოვიკლოთ ის, რაც ნამდვილად აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიმშვიდისათვის, მაგრამ ის არ იწონებს მფლანგველობას. ბოს 129.3
საჭიროა ვისწავლოთ განსაზღვრა, როდის უნდა შემოვინახოთ და როდის უნდა დავხარჯოთ. ზოგჯერ ღირს ჩავარდნილი თვლების ამოკრეფა, რაღაცის დაკემსვა, მოცვეთილი კიდეების შემოქსოვა. თქვენ უნდა დაიანგარიშოთ ყველა წვრილმანი ხარჯი გაღებული სიამოვნებაზე და აღნიშნოთ, რა არის დახარჯული გემოვნებისა და სტილის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და რა ახირებებზე. Óული, დახარჯული უსარგებლო ნივთებზე, შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელს შემატებოდა კომფორტი და მყუდროება. თქვენ არ უნდა იყოთ ღარიბნი; თქვენ უნდა იყოთ პატიოსანნი საკუთარ თავთან და თქვენს ახლობლებთან. სიძუნწე - ეს ღმერთის სიუხვის შეურაცხყოფაა. მაგრამ მფლანგველობაც შეურაცხყოფაა. წვრილმანი ხარჯებისათვის, რომლებიც, თქვენი აზრით, არ იმსახურებს მოხსენიებას, ბოლოს ანგარიშის მიცემა მოგიწევთ. ბოს 129.4