ღმერთს არ უყვარს უწესრიგობა და გულგრილობა; მისთვის არასასიამოვნოა, როდესაც სიბეჯითის უქონლობას ხედავს. ეს სერიოზული ნაკლოვანებებია, რომლებიც მეუღლეებს გაყრით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქმარს, ცოლისგან განსხვავებით, უყვარს წესრიგი, დისციპლინირებული ბავშვები და კარგად ორგანიზებული ოჯახი. ცოლი და დედა ვერ გახდის ოჯახს შეთანხმებულსა და ბედნიერს, თუ იგი არ იცავს წესრიგს, იქცევა უღირსად და არ შესწევს უნარი კარგად წარმართოს ოჯახი; ამიტომაც, ყველამ, ვინც ამ საკითხში წაიბორძიკებს, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ბოს 14.2