ბევრ ოჯახში ცოლს არ აქვს დრო იმისათვის, რომ წაიკითხოს, მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია, იქონიოს ურთიერთობა ქმართან და თვალყური ადევნოს ბავშვების განვითარებას. მის ძალღონეს, დროს, ინტერესებს თანდათანობით შთანთქავს მძიმე საოჯახო საქმეები. ძალიან გვიან ამჩნევს, რომ იგი უცხო ხდება თავის სახლში. ძვირფასი შესაძლებლობები, ოდესღაც მინიჭებული მისთვის, რათა გავლენა მოეხდინა ძვირფას ადამიანებზე და მათი ცხოვრება უფრო დიდებული გაეხადა, გამოუყენებელი და სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდა. ბოს 14.3
დაე, ოჯახის კერის სითბოს მცველებმა მიიღონ გადაწყვეტილება - მისდიონ უფრო ბრძნულ გეგმას. დაე, ეს იყოს თქვენი მთავარი მიზანი - აქციოთ თქვენი სახლი სასიამოვნო ადგილად. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ შრომას და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას. ბოს 15.1
ყოველგვარ საქმეს, რომლის გაკეთებაც ჩვენ გვიწევს, - ჭურჭლის რეცხვა იქნება ეს, ავადმყოფის მოვლა, საჭმლის მომზადება თუ სარეცხის რეცხვა, - აქვს მორალური აზრი. თქვენი აზრით უბრალო საქმეც კი, ვიღაცამ უნდა გააკეთოს და ის, ვინც ასრულებს მას, უნდა თვლიდეს, რომ იგი აუცილებელი და საპატიოა. ბოს 15.2
რა შემიძლია გავაკეთო მე, რათა ჩემი სახლი იქცეს მიმზიდველ და სასიამოვნო ადგილად? ბოს 15.3