პრინციპი: იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი, თანამგრძნობნი (იხ. რომ.12:10), ოჯახური ბედნიერების თვით საფუძველში დევს. თავაზიანობა უნდა მეფობდეს ყოველ ოჯეხში. ეს სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ აქვს ძალა მოალბოს ყველაზე მკაცრი და უხეში ბუნება. მუდმივი თავაზიანობის წახალისება და სწრაფვა მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც ვისურვებდით ჩვენ მოგვქცეოდნენ, დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ მრავალი ცხოვრებისეული უბედურება. ბოს 142.1
თუ გვსურს ჩვენი შვილები კეთილნი და თავაზიანნი ვიხილოთ, ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ მათ მაგალითი. გამოამჟღავნეთ ერთმანეთისადმი თავაზიანობა და კეთილმოსურნეობა მცირედშიც კი. არ ღირს უხეში სიტყვების წახალისება; უკმეხი სიტყვები არ უნდა ჟღერდეს სახლში. ბოს 142.2
ყველას შეუძლია ჰქონდეს მხიარული შეხედულება და თავაზიანი მანერები. ბავშვებს იზიდავს კეთილი, სიცოცხლით აღსავსე ქცევა. იყავით მათთან კეთილნი და თავაზიანნი და ისინი იგივე სულისკვეთებას გამოიჩენენ თქვენ და ერთმანეთის მიმართ. Æავაზიანობა და თავშეკავება, რომლებსაც თქვენ გამოიჩენთ, უფრო დიდ გავლენას მოახდენს თქვენი შვილების ხასიათზე, ვიდრე მხოლოდ სიტყვები. ბოს 142.3
თავიანთ შვილებთან ალერსიანად საუბრით და შექებით, როდესაც ისინი ცდილობენ სწორად მოიქცნენ, მშობლებს შეუძლიათ წაახალისონ მათი ძალისხმევა, აქციონ ისინი ბედნიერ ადამიანებად და შექმნან ოჯახში კეთილმოსრუნეობის ატმოსფერო, რომელიც გაფანტავს ყოველგვარ ბნელს და სახლს სიხარულის ნათელით გაანათებს. ნაზი მანერები, გამამხნევებელი სიტყვები და სიყვარულით ნაკარნახევი ქცევები შვილების და მშობლების გულებს სიყვარულის ნაზი კავშირით შეაერთებს. ბოს 142.4
თანაზიარი კეთილმოსურნეობა და თავდაჭერილობა ოჯახს სამოთხედ აქცევს და ოჯახურ წრეში წმიდა ანგელოზებს მიიზიდავს; მაგრამ ისინი დატოვებენ იმ სახლს, სადაც უხეში სიტყვები წარმოითქმება, სადაც გულფიცხობა და უთანხმოება მეფობს. ასეთ სახლში სიმკაცრე, უკმაყოფილება და რისხვა ღმერთს კარებს უკეტავს. ბოს 143.1
თავაზიანობა, გამჟღავნებული ყოველდღიურ ცხოვრებაში და ოჯახის წევრთა ურთიერთსიყვარული არ უნდა იყოს განპირობებული გარე პირობებით. ხმის სასიამოვნო ტონი, ნაზი მანერები და გულწრფელი სიმპათია, რომელიც გამოხატვას პოულობს ყოველ საქციელში, შრომისმოყვარეობასთან, აკურატულობასთან და მომჭირნეობასთან ერთად ქოხსაც კი ბედნიერ სახლად აქცევს. ბოს 143.2
საჭიროა ნაკლები მოჩვენებითი თავაზიანობის გამოხატვა უცხო ადამიანებისა და სტუმრებისადმი და მეტი ჭეშმარიტი სიყვარულის და კეთილი განწყობილების გამომჟღავნება საყვარელი ადამიანების მიმართ ჩვენს ოჯახებში. ბოს 143.3
ჭეშმარიტი თავაზიანობის არსი - ეს სხვებისადმი პატივისცემაა. ეგრეთ წოდებული კულტურა, რომელიც ახალგაზრდებს არ აქცევს მოკრძალებულ ადამიანებად თავისი მშობლების მიმართ, არ ასწავლის მათ არსებულ უპირატესობათა დაფასებას, ნაკლოვანებებისადმი მოთმინებას, არ ეხმარება მათ საჭიროებებს, რომელიც არ აქცევს მათ მზრუნველ და სათუთ, დიდსულოვან, ახალგაზრდების, მოხუცებისა და უბედურთათვის სარგებლობის მომტან და ყველას მიმართ თავაზიან ადამიანებად, - ასეთი კულტურა სიცრუეა. ბოს 143.4