ბიბლია მრავალ მნიშვნელოვან წესს შეიცავს, რომლებიც საზოგადოებრივ და ოჯახურ კავშირებს ეხება. ეს არა მარტო ზნეობრიობის საუკეთესო და წმიდა ნიმუშია, არამედ თავაზიანობის ყველაზე ძვირფასი კოდექსიცაა. ოქროს წესი: “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (ლუკ.6:31), ისევე, როგორც მოციქულთა დავალება: “საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი” (ფილ.2:3), ოჯახის კანონად უნდა იქცეს. ოქროს წესი - ეს არის ჭეშმარიტი თავაზიანობის პრინციპი, რომელიც მთელი სისრულით არის განხორციელებული იესო ქრისტეს ცხოვრებასა და ხასიათში. ქრისტე თავაზიანი იყო თავის მდევნელებთანაც კი. მთელი ჭეშმარიტი სიკეთე და სიყვარული წუთისოფელში, მათ შორისაც კი, ვინც მისი სახელი არ შეიცნო, მომდინარეობს მისგან. ბოს 143.5
ეტიკეტის საუკეთესო ტრაქტატი ყველა იმ ტრაქტატს შორის, რომლებიც ოდესმე დაწერილა, - ეს არის ძვირფასი დარიგება, მოცემული მაცხოვრის მიერ და წარმოთქმული სულიწმიდით პავლე მოციქულის მიერ, სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ უნდა იყოს ჩაწერილი ყველა, ახალგაზრდა თუ მოხუცებული ადამიანის გონებაში: ბოს 144.1
“გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ
თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი” (იოან.13:34). ბოს 144.2
“სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია,
არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს,
არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს,
არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს,
ყველაფრის სასოება აქვს
და ყოველივეს ითმენს.
სიყვარული არასოდეს მთავრდება” (1კორ.13:4-8). ბოს 144.3
სიყვარული აცისკროვნებს სახეს და არბილებს ხმას; იგი გან-წმედს და აღამაღლებს ადამიანს მთლიანად. მას ადამიანი ღმერთთან თანხმობაში მოჰყავს. ბოს 145.1
ჭეშმარიტი თავაზიანობა არ შეიძლება ისწავლო ეტიკეტის წესების უბრალო შესრულებით. ჭეშმარიტი ზრდილობიანობა არ მოითხოვს პირობითობის გამო პრინციპების მსხვერპლად გაღებას. იგი უგულებელყოფს კასტურობას. იგი ადამიანს ასწავლის საკუთარი თავის პატივისცემას, ადამიანური ღირსების დაფასებას სხვებში, ანგარიშს უწევს ადამიანთა დიდი საძმოს ყოველ წევრს. ბოს 145.2
არ არის საკმარისი გარეგნული წესების ბეჯითი დაცვა მსჯელობაში ყოველგვარი გულფიცხობისა და უკმეხობისაგან თავის დასაღწევად. ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ჩვენ ეგოისტურ “მე”ზე, როგორც მთავარ მიზანზე, ყურადღების გამახვილებას. სიყვარული გულში უნდა ცოცხლობდეს. სახარება გვიბიძგებს არა ფორმალური თავაზიანობისკენ, არამედ იმ თავაზიანობისკენ, რომელიც გულის სიკეთისაგან იბადება. ბოს 145.3
ყოველივედან, რისკენაც ისწრაფვიან და რასაც აფასებენ ადამიანები, არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი ღმერთის თვალში, როგორც სუფთა გული, მადლიერი სული და სულიერი სიმშვიდე. ბოს 145.4
ღმერთის გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ხასიათის ადამიანები ერთმანეთთან გაერთიანდნენ. ამასთანავე, ოჯახის ყოველი წევრი წმიდად უნდა მოეპყროს სხვათა აზრს და პატივი სცეს მათ უფლებებს. ასეთი ქცევა ხელს შეუწყობს ურთიერთთავაზიანობასა და მოთმინებას, მიკერძოებული აზრები მოლბება და ხასიათის უხეში თვისებები შერბილდება. თანხმობა მიღწეული იქნება, განსხვავებულ ხასიათთა შეხამება კი შეიძლება ოჯახის უპირატესობად იქცეს. ბოს 145.5