Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტე იმარჯვებს

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავისი სიკვდილით მაცხოვარმა ბოლო მოუღო სატანის ძალაუფლებას ჩვენზე, 9 სექტემბერი

    „ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის” (იოან. 14:30).ქიმ 255.1

    მაცხოვარი ითმენდა მაცდუნებლის თავდასხმებს. მას არ შეეძლო ამ მიწაზე მშვიდი და დაუბრკოლებელი სიარული. მტერი არ აძლევდა საშუალებას თავისი მადლით, გულმოწყალებითა და კაცთმოყვარეობით ეხსნა ადამიანები თავისი სამეფოსათვის... ამქვეყნად მოსული ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცა თვალთმაქცის ძალაუფლებას. ბოროტ შეთქმულებაში მონაწილე ყველა ძალა სდევნიდა ქრისტეს, ებრძოდა, რათა შეძლებისდაგვარად დაეჯაბნა...ქიმ 255.2

    იესო ქრისტეს ხასიათსა და პიროვნებაში სატანა ღვთის ხატებას ხედავდა. იცოდა - თუ ქრისტე თავის გეგმას განახორციელებდა, მის ძალაუფლებას ბოლო მოეღებოდა. ამრიგად, ქრისტე მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა სატანურ ძალებს... ბრძოლა სულ უფრო დაუნდობელი ხდებოდა, რადგან სატანის ხელიდან ზედიზედ თავისუფლდებოდნენ ისინი, ვინც უწინ მისი მსხვერპლი იყო...ქიმ 255.3

    ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე მაცხოვარმა თქვა: „სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის”. თუმცა ამ დროს ბნელეთი გამეფდა, ქრისტეს გამარჯვების მოლოდინში შეეძლო ეთქვა: „მთავარი ამ სოფლისა განკითხულია”. „ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება”. დაასრულა რა გამოსყიდვა, მას შეეძლო სიკვდილშიც კი ესაუბრა დიად საბოლოო ხსნაზე და მომავალი წარმოეჩინა, ვითარცა აწმყო. დაუსაბამო ღვთის მხოლოდშობილმა ძემ შეძლო ბოლომდე მიეყვანა დიადი გეგმა, რომელიც იხსნიდა ადამიანებს...ქიმ 255.4

    წუთისოფლის მდგომარეობა ქრისტეს პირველად მოსვლამდე წინასწარ ასახავდა მდგომარეობას მის მეორედ მოსვლამდე. იქნება იგივე უკანონობა, სატანას კვლავ ექნება ადამიანთა მოტყუების უნარი... იგი შემოიკრებს დამქაშთა მთელ ლაშქარს, რომელიც საბოლოოდ შეებრძოლება მაცხოვარს და ეცდება დაამხოს ღვთის რჯული - მისი ტახტის საძირკველი. სასწაულმოქმედი წარმოდგენების საშუალებით სატანა დაარწმუნებს ადამიანებს, რომ მეუფეა და გამარჯვება მას დარჩება. იგი ღვთის ერთგულთა წინააღმდეგ დაძრავს ლაშქარს, მაგრამ თუმცა შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი, ტანჯვაწვალება, ვერ მოახერხებს სულთა წაბილწვას... ამ უკანასკნელ დღეებში ღვთისშვილნი მზად უნდა იყვნენ დაუნდობელი ბრძოლისათვის, რამეთუ წინასწასწარმეტყველური სიტყვა ამბობს: „განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა”.ქიმ 255.5