Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

დიადი ბრძოლა

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 24 - იესო ქრისტე - ჩვენი შუამდგომელი და დამცველი

    1844 წლის იმედების გაცრუების საიდუმლოს გასაღები სწორედ ზეციური საწმიდარის საკითხში მდგომარეობდა. მან ნათელი გახადა უზენაესის გეგმის თანმიმდევრობა და ერთიანობა, რომელიც მოწმობდა, რომ უდიდეს ადვენტისტურ მოძრაობას უფალი ხელმძღვანელობდა და თავის ხალხს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე მიუთითებდა. როგორც იესოს მოწაფეებმა საშინელი იმედგაცრუებისა და სულიერ ტანჯვაში გატარებული ღამის შემდეგ”გაიხარეს უფლის დანახვით”, ასევე აქაც, მის მეორედ მოსვლაში დარწმუნებულთ, სიხარულის განცდა დაეუფლათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ იესო დიდებით მოვა და თავის ერთგულ მსახურთ დამსახურებისამებრ მიუზღავს. მაგრამ როცა იმედი არ გაუმართლდათ, მათ იესო ქრისტე დაკარგეს თვალთახედვის არედან და მარიამთან ერთად ტიროდნენ მას სამარხში:“ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”. ახლა მათ წმიდათაწმიდაში კვლავ იპოვეს თავიანთი თანამგრძნობი მღვდელმთავარი, რომელიც მალე მოვა, როგორც მეფე და მხსნელი. საწმიდარიდან გამოსულმა ჭეშმარიტების ნათელმა გაანათა წარსული, აწმყო და მომავალი. უფლის ერთგულებმა ახლა კარგად იცოდნენ, რომ უფლის ხელი მართავდა მათ ყოველგვარ ქმედებას. თუმცა, პირველი მოწაფეების მსგავსად, ისინი სრულად ვერ ჩასწვდნენ სახარებას, რომელსაც თავად ქადაგებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იყო უფლის ნებით ნაქადაგები ჭეშმარიტება, რითაც ისინი უფლის განზრახვას ასრულებდნენ და მათი შრომა არ იყო”ამაოდ უფალში”. სულიწმიდით აღვსილნი, ხარობდნენ”ენით უთქმელი სიხარულით და უფლისმიერი დიდებით”.დბ 263.1

    დანიელის წინასწარმეტყველება (8:14):“ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი” და პირველი ანგელოზის სახარება:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი”, ქრისტეს ზეციური საწმიდარის წმიდათაწმიდაში მსახურებაზე და სამსჯავროს დაწყებაზე მიუთითებდა და არა ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, როცა იგი თავისი ხალხის გამოსასყიდად და უწმიდურთა გასანადგურებლად მოვიდოდა. შეცდომა იყო დაშვებული არა წინასწარმეტყველური პერიოდების გამოთვლაში, არამედ იმაში, თუ რა უნდა მომხდარიყო 2300 დღის გასრულებისას. სწორედ ამ შეცდომამ გაუცრუა იმედი და გაუტეხა გული ღვთის შვილთ, მაგრამ ყველაფერი ის, რაც წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი და რასაც ისინი წმიდა წერილის საფუძველზე ელოდნენ, აღსრულდა. იმ დროს, როდესაც ისინი თავის გაცრუებულ იმედებს დასტიროდნენ, აღსრულდა უფლის ანგელოზის გაფრთხილება, რაც უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ უფალი თავის ერთგულთა გადასარჩენად მოვიდოდა.დბ 264.1

    ქრისტე მოვიდა, ოღონდ არა დედამიწაზე, როგორც ისინი იმედოვნებდნენ, არამედ, წინასწარმეტყველების თანახმად, იგი შევიდა უფლის ზეციური ტაძრის წმიდათაწმიდაში. დანიელ წინასწარმეტყველი ასე აღწერს ამ მომენტს:“ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აhა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცი ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე” (დან. 7:13).დბ 264.2

    ამის შესახებ ამბობს აგრეთვე მალაქია წინასწარმეტყველი: “...უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აhა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი” (მალ. 3:1). უფლის ტაძარში მოსვლა უეცარი და მოულოდნელი იყო მისი ხალხისათვის. ისინი არ ელოდნენ იქ მას, რადგან ფიქრობდნენ, რომ იგი მოვა დედამიწაზე და”ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას” (2თეს. 1:8).დბ 264.3

    მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მზად თავის უფალთან შესახვედრად. ისინი უნდა მომზადებულიყვნენ ამისათვის. მათ სჭირდებოდათ ნათელი, რომელიც მათ გონებას ღვთის ზეციური ტაძრისაკენ მიმართავდა და მაშინ, გაhყვებოდნენ რა რწმენით თავიანთ მღვდელმთავარს მის მსახურებაში, თავიანთ ახალ მოვალეობასაც შეიმეცნებდნენ. ეკლესიამ უნდა მიიღოს სხვა, ახალი მითითებებისა და გაფრთხილების უწყება.დბ 264.4

    წინასწარმეტყველი ამბობს:“ვინ აიტანს მის მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი” (მალ. 3:2,3). ადამიანები, რომელნიც ზეციურ საწმიდარში ქრისტეს მსახურების გასრულებისას ცოცხალი იქნებიან, უწმიდესის წინაშე შუამდგომლის გარეშე უნდა წარდგნენ. მათი სამოსელი შეუბღალავი, ხოლო ხასიათი - განწმედილი უნდა იყოს გამომსყიდველი სისხლის მეშვეობით. უფლის მადლით, საკუთარი გულმოდგინებითა და ძალისხმევით უნდა გაიმარჯვონ მათ ბოროტებასთან ბრძოლაში. იმ დროს, როდესაც ზეცაში გრძელდება უფლის სამსჯავრო, როდესაც ადამიანთა მონანიებული ცოდვებისაგან იწმიდება საწმიდარი, დედამიწაზე უფლის ხალხში განწმედისა და ცოდვისგან გათავისუფლების განსაკუთრებული სამუშაო უნდა ჩატარდეს. ეს ნათლად არის წარმოდგენილი გამოცხადების წიგნის მე-14 თავში.დბ 264.5

    როდესაც ეს სამუშაო შესრულდება, ქრისტეს მიმდევრები მზად იქნებიან უფალთან შესახვედრად.”მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წელიწადებში” - ამბობს მალაქია წინასწარმეტყველი (მალ. 3:4). მაშინ ეკლესიას, რომელსაც უფალი თავისი მოსვლის დღეს მიიღებს, ჩათვლის”დიდებულ ეკლესიად, რომელსაც ლაქა ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი არაფერი აქვს” (ეფეს. 5:27). მაშინ იგი იქნება”ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი, და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი” (ქებათა ქება, 6:10). დბ 265.1

    თავის ტაძარში უფლის მოსვლის გარდა, მალაქია აგრეთვე წინასწარმეტყველებს მისი მეორედ მოსვლისა და იმ სამსჯავროს აღსრულების შესახებ, რომელიც მას თან მოაქვს:“მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა, მოჯამაგირეთა და ქვრივობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი” (მალ. 3:5). იუდასაც იგივე აქვს მხედველობაში, როდესაც ამბობს:“აhა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად, რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე” (იუდა, 14-15). უფლის მეორედ მოსვლა და თავის ტაძარში მისი შესვლა - სრულიად განსხვავებული მოვლენებია.დბ 265.2

    ქრისტეს, როგორც ჩვენი მღვდელმთავრის წმიდათაწმიდაში შესვლა საწმიდარის განსაწმედად, რომელიც აღწერილი აქვს დანიელ წინასწარმეტყველს (დან. 8:14), კაცის ძის წარდგომა”ძველ დღეთა”-სთან, (დან. 7:13) და უფლის მოსვლა თავის ტაძარში მალაქიას წინასწარმეტყველების მიხედვით - ეს ყველაფერი ერთი და იგივე მოვლენის აღწერაა, რომელიც აგრეთვე გამოხატულია ნეფის საქორწინო ზეიმზე მოსვლით ქრისტეს იგავში ათი ქალწულის შესახებ (მათ. 25 თავი).დბ 265.3

    1844 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე გაისმა სახარების ხმა:“აhა, ნეფე მოდის”. მაშინ განსაკუთრებით გამოიკვეთა ადამიანთა ორი ტიპი, რომელიც ქრისტეს იგავში გამოსახულია გონიერ და უგუნურ ქალწულთა სახით. ერთნი სიხარულით ელოდნენ უფლის გამოჩენას და გულმოდგინედ ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად; სხვები, შიშითა და წუთიერი ემოციებით მოცულნი, მხოლოდ თეორიული ჭეშმარიტებებით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ მოკლებული იყვნენ ღვთის მადლს. იგავის მიხედვით, როდესაც ნეფე მოვიდა,“გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში”. აქ ნეფის მოსვლა ხდება საქორწინო ცერემონიალის წინ. ქორწილი ნიშნავს ქრისტეს მიერ მისი სამეფოს მიღებას. წმიდა ქალაქს, ახალ იერუსალიმს, რომელიც სამეფოსა და მისი დედაქალაქის განსახიერებაა, ეწოდება”სასძლო, კრავის ცოლი”. ანგელოზმა უთხრა იოანეს:“მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს”.”წამიყვანა სულით... მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან” (გამოცხ. 21:9-10). მაშასადამე, სასძლო - ეს არის წმიდა ქალაქი, ხოლო ნეფის შესახვედრად გამოსული ქალწულნი - ეკლესიებია. გამოცხადების წიგნში ნათქვამია, რომ ღვთის შვილნი მიწვეული იქნებიან საქორწინო სერობაზე (გამოცხ. 19:9). თუკი ისინი სტუმრები არიან, მაშინ იმავდროულად,“სასძლო” ვერ იქნებიან. დანიელ წინასწარმეტყველის თქმით, ქრისტე”ძველ დღეთაგან” მიიღებს”ხელმწიფებას, დიდებას და მეფობას”. იგი მიიღებს ახალ იერუსალიმს, თავისი სამეფოს დედაქალაქს, გამზადებულს,“როგორც თავსი ქმრისათვის მორთული სასძლო” (დან. 7:14; გამოცხ. 21:2). მიიღებს რა მეფობას, იგი მოვა თავისი დიდებით, როგორც მეფეთა მეფე და უფალთ უფალი, თავისი ხალხის გამოსასყიდად, რომელნიც სუფრასთან”დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან” ერთად მის სასუფეველში, რათა მონაწილეობა მიიღონ კრავის საქორწინო სერობაში (მათ. 8:11; ლუკ. 22:30).დბ 265.4

    1844 წლის ზაფხულში ნაუწყებმა ხარებამ:“აhა, ნეფე მოდის”, - ათასობით ადამიანის გული განაწყო უფლის მალე მოსვლის მოლოდინისათვის. დანიშნულ დროს ნეფე მოვიდა საქორწინო ცერემონიაზე, მაგრამ არა დედამიწაზე, როგორც ადამიანები იმედოვნებდნენ, არამედ ზეცაში,“ძველ დღეთა”-სთან თავისი სამეფოს მისაღებად.”გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც ჩაიკეტა”. ისინი პირადად არ უნდა დაესწრონ ამ ცერემონიალს, რადგან ეს ზეცაში ხდება, თვითონ კი დედამიწაზე არიან. ქრისტეს მიმდევრები უნდა ელოდონ”თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან” (ლუკ. 12:36). მაგრამ მათ უნდა შეიცნონ უფლის ეს მსახურება და უნდა გაhყვნენ მას იმ დროს, როდესაც იგი წარდგება უზენაესის წინაშე. სწორედ ამ გაგებით არის ნათქვამი მათ შესახებ, რომ ისინი შევიდნენ საქორწინო სერობაზე.დბ 266.1

    იგავში ნათქვამია, რომ საქორწინო ზეიმზე მხოლოდ ისინი შევიდნენ, ვისაც გამართული hქონდათ თავიანთი ლამპრები. ის, ვინც წმიდა წერილის ჭეშმარიტება შეიცნო, ვინც ღვთის მადლსა და სულს მიენდო, ის, ვინც უმძიმესი განსაცდელისას არ დაკარგა მოთმინება და უფრო დიდი სინათლის მისაღებად ბიბლიას მიმართა, ჩაწვდა ჭეშმარიტებას ზეციური საწმიდარისა და მაცხოვრის ახალი მსახურების შესახებ და რწმენით გაhყვა მას ზეციურ საწმიდარში. და ყველას, ვინც წმიდა წერილის მოწმობით ღებულობს ამ ჭეშმარიტებას, და რწმენით მიhყვება ქრისტეს იმ დროს, როცა იგი უზენაესის წინაშე დგას თავისი შუამდგომლური მსახურების აღსრულებისათვის და მის დამთავრებისთანავე, თავისი სამეფოს მისაღებად წარდგება - სიმბოლურად, საქორწინო სერობაზე წვეული hქვია.დბ 266.2

    იგავში, რომელიც მათეს სახარების 22-ე თავშია მოთხრობილი, გამოყენებულია ქორწილის იგივე სიმბოლო და ნათლად არის ნათქვამი, რომ გამოძიებითი სამსჯავრო ქორწინებამდე დასრულდება. საქორწინო ნადიმის დაწყების წინ მეფე შედის, რათა ნახოს, აცვია თუ არა ყველა სტუმარს საქორწინო სამოსელი, ე.ი. არის თუ არა ყველა განწმედილი და გასპეტაკებული კრავის სისხლით (მათ. 22:11; გამოცხ. 7:14). ვისაც არა აქვს ასეთი სამოსელი, გაძევებული იქნება საქორწინო სერობიდან, ხოლო დანარჩენი, ვინც ამ გამოცდის დროს საქორწინო სამოსელით იქნება შემოსილი, მიღებული იქნებიან უფლის მიერ, გახდებიან მის სასუფეველში შესვლის ღირსი და მასთან ერთად დასხდებიან სამეფო ტახტზე. ადამიანთა შესწავლა და საბოლოო განსაზღვრა იმისა, თუ ვინ არის მზად ღვთის სასუფეველში შესასვლელად, ხდება მთელი სამსჯავრო ძიების პერიოდის განმავლობაში, როგორც უკანასკნელი მსახურება ზეციურ საწმიდარში.დბ 266.3

    როდესაც ეს სასამართლო პროცესი დამთავრდება, როცა ყველა საუკუნის ქრისტიანთა ცხოვრება განიხილება და მათ მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ მაშინ დამთავრდება გამოცდის პერიოდი და წყალობის კარი დაიხურება. მაშასადამე, ერთ მოკლე ფრაზას: -“გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა” - მაცხოვრის უკანასკნელი მსახურების წყალობით გადავყავართ იმ დროში, როდესაც ადამიანის გადარჩენის უდიდესი საქმე დასრულებული იქნება.დბ 266.4

    როდესაც მიწიერ საწმიდარში, რომელიც, როგორც უკვე ვიცით, ზეციურის ანარეკლია, შემორიგების დღეს მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შედიოდა, საწმიდარის პირველ განყოფილებაში ღვთისმსახურება წყდებოდა. უფალმა ბრძანა:“არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს” (ლევ. 16:17). ამიტომ როდესაც ქრისტე წმიდათაწმიდაში შევიდა შემორიგების მსახურების დამამთავრებელი ცერემონიალის აღსასრულებლად, შეწყვიტა თავისი მსახურება პირველ განყოფილებაში. როდესაც პირველ განყოფილებაში დამთავრდა მისი მსახურება, იგი მეორეში დაიწყო. როდესაც მღვდელმთავარი მიწიერ ტაძარში მსახურებისას, შერიგების დღეს საწმიდარის პირველი განყოფილებიდან გამოდიოდა, უზენაესის წინაშე უნდა წარმდგარიყო, რათა მისთვის ისრაელის ცოდვებისათვის გაღებული მსხვერპლის სისხლი წარედგინა, ისრაელისა, რომელმაც გულწრფელად მოინანია თავისი ცოდვები. ამგვარად, ქრისტემ დაასრულა თავისი შუამდგომლური მსახურების მხოლოდ ერთი ნაწილი და შეუდგა მეორე ნაწილის აღსრულებას, განაგრძო რა კვლავინდებურად ცოდვილთათვის შუამდგომლობა მამის წინაშე.დბ 267.1

    ეს საკითხი 1844 წელს გაუგებარი იყო ადვენტისტებისათვის. მას შემდეგ, რაც მხსნელის მოსვლის დრომ განვლო, მორწმუნეებს მაინც სწამდათ, რომ იგი ესეს არის გამოჩნდება, ვინაიდან სჯეროდათ, რომ ღმერთის წინაშე ადამიანისათვის ქრისტეს შუამდგომლური მსახურება დასრულდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბიბლიის მიხედვით, ადამიანთა გამოცდა ქრისტეს ფაქტიური, უშუალო დიდებით მოსვლის წინ დამთავრდება. ამაში ისინი ეყრდნობოდნენ ბიბლიურ ტექსტებს, რომლებიც მიუთითებდა იმ დროზე, როცა ადამიანები ტირილით მოაწყდებიან მადლის დაკეტილ კარს, მაგრამ იგი აღარ გაიხსნება. ისინი საგონებელში ჩაცვივდნენ: იქნებ, ქრისტეს მოსვლის თარიღი, რომელსაც ისინი ასე ელოდნენ, სულაც არ აღნიშნავდეს მისი მოსვლის უშუალოდ წინა პერიოდის დასაწყისს. გააკეთეს რა თავის მხრივ ყველაფერი ადამიანთა გასაფრთხილებლად უფლის მოსვლის მოახლოების შესახებ, ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი მსახურება წუთისოფელში დამთავრებულია და ცოდვილთა გადარჩენისათვის პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ, ხოლო დაცინვებსა და აბუჩად აგდებას, რომელიც თავს დაატყდათ, ღებულობდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ უფლის სულმა დატოვა მისი მადლის უარმყოფელნი. ყველაფერი ეს განამტკიცებდა მათ აზრს იმის შესახებ, რომ გამოცდის პერიოდი დამთავრდა, ანუ, როგორც ისინი ამბობდნენ,“მადლის კარი დაიკეტა”.დბ 267.2

    მაგრამ საწმიდარის საკითხის გამოკვლევამ მათ გონებას უფრო დიდი ნათელი მოhფინა. ახლა, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ 1844 წელს, 2300 დღის გასრულებას მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოhყვეს, უფრო ღრმად დარწმუნდნენ თავის სისწორეში. თუმცა იმედისა და მოწყალების კარი, რომლითაც მთელი თვრამეტი საუკუნის განმავლობაში ისინი უფლისაკენ გზას იგნებდნენ, მართლაც დაიხურა, მაგრამ გაიხსნა სხვა კარი და ცოდვათა მიტევება შესაძლებელი გახდა ქრისტეს შუამდგომლური მსახურებით წმიდათაწმიდაში. ამგვარად, მთავრდებოდა მსახურების მხოლოდ ერთი ნაწილი, რათა ადგილი დაეთმო მეორესათვის. ზეციური საწმიდარის კარი, სადაც ქრისტე განაგრძობდა ცოდვილთათვის მსახურებას, ჯერ კიდევ ღია იყო.დბ 267.3

    მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ისინი ქრისტეს მიერ გამოცხადების წიგნში წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას, რითაც მან იმ დროს ეკლესიებს მიმართა.”ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი; აhა, შენს წინაშე მოგეცი შენ ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს” (გამოცხ. 3:7,8).დბ 267.4

    ის, ვინც მაცხოვარს შემორიგების უდიდეს საქმეში რწმენით მიhყვება, მისი შუამდგომლური მსახურების ნაყოფსაც იგემებს; ხოლო ამ მსახურების სინათლის უარმყოფელნი ვერავითარ სარგებლობას ვერ ნახავენ მასში. იუდეველებმა, რომელთაც უარყვეს ქრისტეს პირველად მოსვლისას მათთვის მიცემული ნათელი და არ მიიღეს იგი, როგორც წუთისოფლის მხსნელი, ვერ მიიღეს მისით მიტევება. როდესაც იესო ზეცად ამაღლების შემდეგ თავისი სისხლით ზეციურ საწმიდარში შევიდა, რათა თავისი შუამდგომლური მსახურების მადლი თავის მოწაფეებზე გარდმოეფინა, იუდეველები სრულ წყვდიადში დარჩნენ და კვლავ უსარგებლო მსხვერპლშეწირვას განაგრძობდნენ. ჩრდილებისა და ანარეკლების მსახურება დასრულდა. ის კარი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ადრე ღმერთთან მისასვლელ გზას პოულობდნენ, დაიხურა. იუდეველებმა უარი თქვეს ეპოვათ ღმერთი იმ ერთადერთი გზით, რომლითაც მისი პოვნა შეიძლება - ზეციურ საწმიდარში მსახურების მეშვეობით. ამიტომაც ვერ hპოვეს კავშირი ღმერთთან. მათთვის მადლის კარი დაიხურა. მათ არ მიიღეს იესო ქრისტე ჭეშმარიტ მსხვერპლად და ერთადერთ შუამდგომლად უზენაესის წინაშე. აქედან გამომდინარე, ისინი ვერც ისარგებლებდნენ მისი შუამდგომლური მსახურების ნაყოფით.დბ 268.1

    მდგომარეობა, რომელშიც ურწმუნო ებრაელები აღმოჩნდნენ, მშვენიერი ილუსტრაციაა იმ უზრუნველთა და ურწმუნოთა ყოფისა, რომლებიც ცხოვრობენ ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის, მაგრამ შეგნებულად უგულვებელყოფენ ჩვენი უდიდესი და მოწყალე მღვდელმთავრის მსახურებას. სიმბოლური მსახურების დროს, როდესაც მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შედიოდა, მთელი ისრაელი საწმიდარის გარშემო უნდა შეკრებილიყო და საჯაროდ უნდა გამოეხატა სულიერი მორჩილება უფლის წინაშე, რათა ამგვარად მოეპოვებინათ ცოდვათა მიტევება და არ ყოფილიყვნენ საზოგადოებისაგან განდგომილნი. და რაოდენ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ უკანასკნელი, ჭეშმარიტი შემორიგების დღეს შევიცნოთ ჩვენი უდიდესი მღვდელმთავრის მსახურების არსი და ჩვენი პირადი მოვალეობაც.დბ 268.2

    შეუძლებელია ადამიანები დაუსჯელი დარჩნენ იმ გაფრთხილებათა უარყოფის გამო, რომელსაც ღმერთი მათ თავისი წყალობით უგზავნის. ნოეს დღეებში ხალხს ზეციდან ეუწყა წარღვნის შესახებ გაფრთხილება და ადამიანთა გადარჩენა მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებდნენ ამ ცნობას. და რადგანაც მათ ყურად არ იღეს ეს გაფრთხილება, სულიწმიდამ დატოვა ცოდვილი კაცობრიობა და წუთისოფელი წარღვნის წყლებმა წალეკა. აბრაამის დღეებში, როდესაც უფალმა თავისი წყალობის გარეშე დატოვა სოდომის უწმიდური მცხოვრებნი, ცეცხლით დაიღუპა ყველა - ლოტის, მისი ცოლისა და ორი ქალიშვილის გარდა. ასევე იყო ქრისტეს დღეებშიც. უფლის ძემ იმ თაობის ურწმუნო ებრაელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:“აhა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად” (მათ. 23:38). და უკანასკნელ დღეებშიც იგივე უსასრულო ძალა აცხადებს, რომ მათ, ვინც თავის გადასარჩენად არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული,“გაუგზავნის ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა” (2თეს. 2:10-12). ვინაიდან მათ უარყვეს უფლის ჭეშმარიტი სიტყვა, ღმერთმა წაართვა თავისი სული და დატოვა ისინი ამ მცდარ ქმედებაში, რომელიც შეიყვარეს.დბ 268.3

    მაგრამ ქრისტე განაგრძობს თავის შუამდგომლურ მსახურებას ადამიანისათვის და ჭეშმარიტების ნათელი მიეცემა ყველას, ვინც მას ეძებს. თუმცა ადვენტისტებისათვის თავიდან გაუგებარი იყო ეს, მაგრამ შემდგომში წმიდა წერილის წყალობით ყველაფერი ნათელი გახდა.დბ 269.1

    განვლო 1844 წლის მოლოდინის დღეებმა და დადგა უდიდესი გამოცდის პერიოდი მათთვის, ვინც რწმენით ლოდინს განაგრძობდა. ერთადერთი იმედი, რომელიც ადვენტისტებს თავიანთი პოზიციის სისწორეში არწმუნებდა, იყო ის ნათელი, რომელმაც მათი გონება ზეციური საწმიდარისაკენ მიმართა. ზოგიერთმა უარყო თავისი მტკიცებანი წინასწარმეტყველური პერიოდების სამართლიანი გამოთვლების შესახებ და სულიწმიდის უდიდესი, უძლიერესი ზეგავლენა, რომელიც ადვენტისტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, ადამიანურ ან სატანურ ძალას მიაწერა. სხვები კი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ უფალი ხელმძღვანელობდა მათ ამ უდიდესი გამოცდის ჟამს და უფლის ნების შეცნობისათვის ლოცვებით, სიფხიზლითა და ლოდინით მიხვდნენ, რომ მათი უდიდესი მღვდელმთავარი თავისი შუამდგომლური მსახურების მეორე ნაწილის აღსრულებას შეუდგა და გაhყვნენ რა მას რწმენით, შეიმეცნეს ეკლესიის დამაგვირგვინებელი მსახურების არსი; მიიღეს ნათელი და განსაზღვრული ცნება პირველ და მეორე ანგელოზთა სახარებისა, ახლა უკვე მზად იყვნენ მესამე ანგელოზის საზეიმო გაფრთხილების მისაღებად და მის წუთისოფელში საქადაგებლად; გაფრთხილებისა, რომელიც გამოცხადების მე-14 თავშია მოცემული.დბ 269.2