Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 25 - ტალანტები

    მათ.25:13-30

    ზეთისხილის მთაზე ასული მაცხოვარი მოწაფეებს წუთისოფელში თავისი მეორედ მოსვლის შესახებ ესაუბრებოდა. მან ჩამოთვალა მისი მოახლოებისა და მოსვლის მანიშნებელი ზოგიერთი ნიშანი. მოწაფეებს უბრძანა, ეფხიზლათ და მუდამ მზად ყოფილიყვნენ. და კვლავ გააფრთხილა: “იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე”. შემდეგ კი აუხსნა, თუ რას ნიშნავს მაცხოვრის მოლოდინში ფხიზლად ყოფნა: ეს დრო უსაქმოდ კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ გულმოდგინედ უნდა იშრომონ. ეს გაკვეთილი მან მოწაფეებს ტალანტების შესახებ იგავით აუწყა.ქი 136.2

    ცათა სასუფეველი, - თქვა მან, - “ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა”.ქი 136.3

    კაცი, რომელიც უცხო მხარეში მიემგზავრება, განასახიერებს ქრისტეს, რომელიც სულ მალე დედამიწიდან ცად უნდა ამაღლებულიყო, “მონები” ანუ მსახურნი კი - ქრისტეს მიმდევართ. ჩვენ, მორწმუნენი, საკუთარ თავს არ ვეკუთვნით, ვინაიდან ფასით ვართ ნაყიდნი (1კორ. 6:20); “არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი... არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით” (1პეტრ. 1:18,19); “რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა” (2კორ. 5:15).ქი 136.4

    ყოველი ადამიანი ამ უდიდესი ფასით იქნა ნაყიდი. გვიბოძა რა მთელი ზეცის უსასრულო საგანძური ქრისტეს სახით, ღმერთმა შეიძინა თითოეული ადამიანის ნებისყოფა, გრძნობები, გონება და გული. ადამიანები, მორწმუნენიც და ურწმუნონიც, უფალს ეკუთვნიან. ამიტომ ყველას მართებს მისი სამსახური. ხოლო სამსჯავროს უდიდესი დღის დადგომისას ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, თუ როგორ უპასუხა უფლის მოწოდებას.ქი 136.5

    მაგრამ ყველა როდი იღებს უფლის მოთხოვნებს. ამ იგავში მონების სახით წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც თავად გამოთქვეს მზადყოფნა ქრისტეს სამსახურისათვის.ქი 136.6

    ქრისტეს ყოველი მიმდევარი უფლის მსახურებისთვის იქნა გამოსყიდული. ჩვენი უფალი გვასწავლის, რომ ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი მსახურებაა. მაცხოვარი თავად იყო ერთგული და გულმოდგინე მსახური და ყველა თავის მიმდევარს მისცა მსახურების კანონი. ესაა მსახურება ღვთისა და მოყვასისადმი. ქრისტემ წუთისოფელს ცხოვრების ახალი, უფრო ამაღლებული არსი და მნიშვნელობა წარმოუდგინა. მოყვასისადმი მსახურებით ადამიანი უფრო უახლოვდება ქრისტეს. ამგვარად, მსახურების კანონი იქცევა ცოცხალ რგოლად, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან და სხვა ადამიანებთან.ქი 136.7

    ქრისტემ თავის მსახურთ “ჩააბარა თავისი ქონება”, ესე იგი ის, რაც მისდამი მსახურებისათვის უნდა გამოეყენებინათ. მან “თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით” დაავალა ესა თუ ის საქმე. თითოეულ ადამიანს თავისი ადგილი აქვს ზეცის მარადიულ გეგმაში. შველამ უნდა ითანამშრომლოს ქრისტესთან ადამიანთა გადარჩენის საქმეში. რამდენადაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზეციურ სავანეებში თითოეული ჩვენგანისათვის მომზადებულია ადგილი, იმდენად სიმართლეა ის, რომ აქ, დედამიწაზეც მოგვეკუთვნა განსაკუთრებული ადგილი, სადაც უფლისათვის უნდა ვიშრომოთ.ქი 136.8

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents