Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უკანასკნელ დღეებში

    მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ იგავის დასასრული კაცობრიობის ისტორიის დასასრულის ილუსტრაციაა. მდიდარი თავს აბრაამის ძედ თვლიდა, სინამდვილეში კი მას აბრაამისაგან ღრმა, გადაულახავი უფსკრული - თავისი არასწორად ჩამოყალიბებული ხასიათი - ჰყოფდა. აბრაამი ღმერთს იმით ემსახურებოდა, რომ მის სიტყვას რწმენითა და მორჩილებით ასრულებდა. ეს მდიდარი კაცი კი არ უსმენდა ღმერთს და არც ადამიანთა გასაჭირი აღელვებდა. აბრაამსა და მას შორის არსებული უდიდესი უფსკრული - ეს დაუმორჩილებლობის უფსკრულია. დღესაც ბევრი ადგას ამ გზას. არიან ადამიანები, რომლებიც, თუმცა ეკლესიის წევრები არიან, მაგრამ, სინამდვილეში, ღმერთის გარეშე ცხოვრობენ. შესაძლოა, ისინი ღვთისმსახურების ცერემონიებშიც მონაწილეობენ; გალობენ ფსალმუნსაც: “როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!” (ფსალმ. 41:2). მაგრამ უფლის ეს ცრუ მოწმენი უფლის თვალში ისეთივე დამნაშავენი არიან, როგორც ყველაზე წყალწაღებული ცოდვილი. გული, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ მიილტვის; გონება, რომელიც ამპარტავნებითაა შემოსილი, ვერ შეძლებს, ემსახუროს ღმერთს. იგავში აღწერილი მდიდარი კაცის მსგავსად, ასეთ ადამიანს არ ძალუძს ხორციელ ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლა. იგი თავის მდაბალ მისწრაფებათა მონაა და ცოდვის სამყაროში ცხოვრებას ირჩევს; მოულოდნელად კვდება და საფლავში იმ ხასიათით ჩადის, რომელიც ამქვეყნად სატანის მსახურთა ძალისხმევით ჩამოუყალიბდა. საფლავში კი არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის აღარ არსებობს, ვინაიდან ადამიანს “ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები” (ფსალმ. 145:4; ეკლ. 9:5,6).ქი 110.5

    როდესაც უფლის ხმა მიცვალებულთ გააღვიძებს, ისინი მკვდრეთით იმავე ვნებებითა და სურვილებით, ხასიათის იგივე თვისებებით აღდგებიან, რომელიც სიცოცხლეში ჰქონდათ. უფალი არავითარ სასწაულს არ მოახდენს იმ ადამიანის აღსადგენად, რომელმაც არ მოისურვა, ახალ ქმნილებად ქცეულიყო, როცა ამისათვის ყველა შესაძლებლობა მიეცა. იავის სიცოცხლეში მან ვერ იპოვა სიხარული ღმერთში; ვერც მის მსახურებაში პოვა კმაყოფილება. არ იყო ჰარმონია მის ხასიათსა და უფალს შორის, ამიტომ იგი ზეციურ ოჯახშიც ვერ იპოვიდა ბედნიერებას.ქი 111.1

    ჩვენს დღეებშიც არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს წმიდებად თვლიან. ისინი არ არიან ხარბნი, არც ლოთნი, არც მრუშნი, მაგრამ მათ საკუთარი თავისთვის სურთ ცხოვრება და არა ღვთისათვის; ისინი ღმერთზე არც ფიქრობენ. ამიტომ, სინამდვილეში, ისინი ურწმუნოებად ითვლებიან. და მათ უფლის ქალაქში შესვლის შესაძლებლობაც რომ მისცემოდათ, არავითარი უფლება არ ექნებოდათ სიცოცხლის ხეზე, ვინაიდან, როდესაც მათ უფლის მცნებებისა და მათგან გამომდინარე მოვალეობათა შესრულება დაევალებოდათ, ისინი უპასუხებდნენ: არა. ღმერთს ისინი არც წუთისოფელში ემსახურებოდნენ და საუკუნო სასუფეველშიც არ სურთ მისი სამსახური; მათ დედამიწაზე ვერ შეძლეს ღვთის სიახლოვეს არსებობა, ამიტომ მომავალშიც საცხოვრებლად ნებისმიერ ადგილს არჩევენ, გარდა ზეცისა.ქი 111.2

    შეიცნო ქრისტე, ნიშნავს, მიიღო მისი მადლი, რომელიც მისი ხასიათია. ის, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერ გამოიყენა ზეცით ბოძებული ძვირფასი შესაძლებლობანი, რომლებიც მას ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრებისას მიეცა, ზეციური წმიდა მსახურებისათვისაც ვერ გამოდგება. ასეთი ადამიანების ხასიათი ღვთის ხატად და მსგავსად ვერ ჩამოყალიბდა. მათმა გულგრილობამ და უგულისყურობამ წარმოქმნა უფსკრული, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. მათსა და მართლებს შორის “დიდი უფსკრულია დამყარებული”.ქი 111.3