Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    გზისპირა ნიადაგი

    იგავი მთესველის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, გვასწავლის, თუ რა ზეგავლენას ახდენს თესლზე ნიადაგი, რომელშიც მას თესავენ. ამ იგავით ქრისტე მსმენელს ეუბნება: საშიშროება გელით, თუკი ჩემს საქმეებს აკრიტიკებთ ან არ მოგწონთ, ჩემი საქმეები თქვენს იდეებსა და წარმოდგენებს რომ არ ემთხვევა. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა აზრი გაქვთ ჩემს სიტყვაზე. თქვენი საუკუნო ხვედრი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არ მიიღებთ მას.ქი 12.2

    გზისპირზე დავარდნილი თესლის შესახებ თქმული მაცხოვარმა ასე განმარტა: “ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი”.ქი 12.3

    გზისპირას დათესილი თესლი იგავში წარმოადგენს გულგრილი მსმენელის გულში მოხვედრილ ღვთის სიტყვას. ადამიანთა და ცხოველთა ფეხით დატკეპნილი ბილიკის მსგავსად, ეს გული ამქვეყნიური ვნებების, ცდუნებებისა და ცოდვებისაკენ გახსნილ გზად იქცა. ასეთი მანკიერი თვისებებითა და ეგოისტური მიზნებით შეპყრობილი ადამიანი სასტიკი ხდება “ცოდვის საცდურით” (ებრ. 3:13). მისი სულიერი შესაძლებლობანი ამ დროს პარალიზებულია. ასეთ ადამიანს თუმცა კი ესმის სიტყვა, მაგრამ მასში ჩადებულ აზრს ვერ იგებს; ვერ ხვდება, რომ სიტყვა სახელდობრ მისკენაა მიმართული; საკუთარ გასაჭირს ვერ ხედავს; ვერ გრძნობს, რა განსაცდელში იმყოფება და მის სულს რა სჭირდება. იგი არ პასუხობს ქრისტეს სიყვარულს, ყურს არიდებს მისი მადლის მოწოდებას და ჰგონია, რომ იგი მას არ ეხება.ქი 12.4

    იმ ჩიტების მსგავსად, რომლებიც გზისპირზე დავარდნილი თესლის აკენკვას არ აყოვნებენ, სატანაც ყოველ წუთს მზად არის, ღვთიური ჭეშმარიტება მოსტაცოს ადამიანის სულს. ეშმაკი შიშობს, რომ ღვთის სიტყვა მძინარე ადამიანის სულსაც კი გააღვიძებს და მის გაქვავებულ გულს შეცვლის. სატანა და მისი ანგელოზები ხშირად იმყოფებიან იქ, სადაც ქრისტეს სახარება იქადაგება. და იმ დროს, როცა ზეციური ანგელოზები ადამიანის გულში ღვთის სიტყვის დამკვიდრებას ცდილობენ, მტერი მუდამ ფხიზლადაა, რათა ეს სიტყვა უშედეგო გახადოს. მისთვის ჩვეული ბოროტი სიჯიუტით ცდილობს იგი ღვთის წმიდა სულის მოქმედების დაბრკოლებას. იმ დროს, როცა მაცხოვარი თავისი საოცარი სიყვარულით ადამიანებს თავისკენ იზიდავს, სატანა მხსნელთან მიმავალი ყოველი სულის ყურადღების მიტაცებას, მასში დამანგრეველი კრიტიციზმის, მის გონებაში კი ურწმუნოებისა და სკეპტიციზმის შთანერგვას ლამობს. მსმენელს, შესაძლოა, არ მოეწონოს მქადაგებლის მეტყველება ან საუბრის მანერა და მთელ ყურადღებას ამაზე ამახვილებს. უფლისაგან უხვად გამოგზავნილი, ადამიანისათვის მეტად საჭირო ჭეშმარიტება კი მასზე სათანადო შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.ქი 12.5

    სატანას მრავალი თანამზრახველი და თანაშემწე ჰყავს. ზოგი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად თვლის, თავად ეხმარება მაცდურს სხვა ადამიანთა გულიდან ჭეშმარიტების გატაცებაში. უფლის სიტყვის ზოგიერთი მსმენელი ხშირად თავის ოჯახში აკრიტიკებს მოსმენილს. წარმოთქმულ ქადაგებაზე ზოგჯერ ისე მსჯელობენ, როგორც სხვა ნებისმიერ ლექციაზე ან პოლიტიკურ გამოსვლაზე. ქადაგება, რომელიც ჩვენთვის წარმოთქმულ ღვთის სიტყვად უნდა მივიღოთ, ხშირად უაზრო ხუმრობისა და ირონიული შენიშვნების ობიექტადაა ქცეული; ეკლესიის წევრები მკრეხელური ტონით, აგდებულად მსჯელობენ მქადაგებლის ხასიათზე, მის ჩანაფიქრზე, მოქმედებასა და საქციელზე. მას ხშირად მკაცრი განსჯის, ჭორისა და ცილისწამების საგნად აქცევენ და ყოველივე ამას ურწმუნო ადამიანთა თანდასწრებით აკეთებენ. ძალზე ხშირად მშობლებიც ასევე იქცევიან შვილების წინაშე. ეს კი უფლის მაცნეებისა და მათი სიტყვების მიმართ პატივისცემას უკარგავს ადამიანებს და ბევრიც არასერიოზულად ეპყრობა თვით ღვთის სიტყვასაც კი.ქი 13.1

    ასე კარგავენ რწმენას ამგვარ ქრისტიანთა შვილები. მშობლებისათვის კი ხშირად გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ აინტერესებთ მათს შვილებს წმიდა წერილები და ასე რატომ აეჭვებთ ბიბლიური ჭეშმარიტება. მშობლებს ხშირად უკვირთ, თუ რატომ ითვისებენ ასე ძნელად ახალგაზრდები ზნეობრივ და რელიგიურ ჭეშმარიტებებს. და ვერ ხვდებიან, რომ მათმა საკუთარმა მაგალითმა შეუწყო ხელი შვილების სულის ასე გასასტიკებას. ტიკეთის თესლმა მათში ვერ იპოვა ნოყიერი ნიადაგი ფესვების გასადგმელად და სატანამ მოსტაცა იგი.ქი 13.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents