Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 20 - დაკარგული დოვლათი

    ლუკ.12:13-21

    როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლიდა, მათ გარდა, მის ირგვლივ სხვა მსმენელნიც იკრიბებოდნენ. და აი ერთხელ იგი მოწაფეებს იმაზე ესაუბრებოდა, რისი მონაწილენიც სულ მალე თავად უნდა გამხდარიყვნენ. თავისი ჭეშმარიტების გავრცელება მიანდო მათ მაცხოვარმა, რისთვისაც მრავალი დაბრკოლება და უთანხმოება ელოდათ წუთისოფლის მთავრობებთან. მისი სახელისათვის ისინი მრავალჯერ წარდგებიან ამა ქვეყნის მეფეთა, დიდებულთა და მსაჯულთა წინაშე. მაცხოვარმა აღუთქვა, რომ მისცემდა ღვთიურ სიბრძნეს, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა. ამ დამარწმუნებელ ძალაზე, მან რომ თავის მიმდევრებს აღუთქვა სულიწმიდის მეშვეობით, მოწმობს მისივე სიტყვები და უნარი ადამიანთა შთაგონებისა, რაც მუდამ თავგზას უბნევდა მის მზაკვარ მტრებს.ქი 102.3

    მსმენელთა შორის ბევრს სურდა, მიეღო ღვთიური მადლი მხოლოდ საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებისათვის. ისინი კარგად ხედავდნენ მაცხოვრის საოცარ ძალას, რომლითაც ასე გასაგებად და ნათლად ქადაგებდა თავის ჭეშმარიტებას. მათ მოისმინეს ქრისტეს აღთქმა მოწაფეებისათვის ზეციური სიბრძნის მინიჭების შესახებ, რათა ჭეშმარიტებით წარმდგარიყვნენ წუთისოფლის მმართველთა და მსაჯულთა წინაშე.ქი 102.4

    “ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა”. მოსეს მეშვეობით ღმერთმა ებრაელ ხალხს მისცა რჯული მემკვიდრეობის გაყოფის შესახებ. ოჯახში უფროს ვაჟს მამის ქონებიდან ორმაგი წილი ეკუთვნოდა (რჯლ. 21:17). დანარჩენ ძმებს კი ქონება თანაბრად უნდა გაეყოთ. ეს კაცი თავს ძმისაგან მოტყუებულად თვლიდა მემკვიდრეობის გაყოფის საქმეში. ყოველი ღონე იხმარა მან კუთვნილის მისაღებად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მაგრამ თუ ქრისტე ამ საქმეში დაეხმარება, იგი მიზანს მიაღწევს. მას მოსმენილი ჰქონდა ქრისტეს ამაღელვებელი მოწოდებანი და მისი ფარისეველთა და მწიგნობართა მიმართ სერიოზული მხილებანი. და თუკი ასეთი ძალით ქრისტე მის ძმას მიმართავს და ამხილებს, იგი განაწყენებულ ძმას მემკვიდრეობაზე უარს ვერ ეტყვის.ქი 102.5

    უსმენდა რა ქრისტეს მოწაფეებისათვის წარმოთქმულ ამ საზეიმო შეგონებებს, ამ კაცმა მოულოდნელად თავისი ეგოისტური ზრახვები გამოამჟღავნა. მან უფლის შესაძლებლობანი მხოლოდ მიწიერ საქმეებში წარმატების მისაღწევ საშუალებად შეაფასა. ღრისტეს მოძღვრების სულიერი ჭეშმარიტებანი კი ვერ მისწვდა მის გულსა და გონებას. მისი ფიქრები მხოლოდ მემკვიდრეობის საქმეს დასტრიალებდა. იმ წუთებში კი იესო, დიდების მეფე, რომელიც იყო მდიდარი, მაგრამ ჩვენი გულისათვის გაღარიბდა, ღვთიური სიყვარულის საგანძურზე ესაუბრებოდა მას. სულიწმიდა კი “უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისაკენ” მოუწოდებდა (1პეტრ. 1:4). მან საკუთარი თვალით იხილა ქრისტეს ძალა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლეოდა, ესაუბრა ღვთიურ მოძღვართან და გულში ღრმად ნადები სანუკვარი სურვილი გაემხილა მისთვის. მაგრამ ბუნიანის ალეგორიებში მოყვანილი კაცის მსგავსად, რომელსაც ხელში ნაკელის სახვეტი ფოცხი ეჭირა, მისი მზერა მხოლოდ მიწისკენ იყო მიჯაჭვული. სიმონ მოგვის მსგავსად (საქმე. 8:24), იგი ღვთიურ ნიჭსა და მადლს მხოლოდ მიწიერი სიმდიდრის მოსახვეჭელ საშუალებად თვლიდა.ქი 102.6

    მაცხოვრის მისია დედამიწაზე სწრაფად უახლოვდებოდა თავის დასასრულს. სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი დედამიწაზე მისი მადლის სასუფევლის დამყარებამდე - იმის აღსრულებამდე, რისთვისაც იგი წუთისოფელში მოვიდა. და მაინც, ადამიანის სიხარბემ თავის უმნიშვნელოვანეს საქმეს წამით მოაცდინა მაცხოვარი და მიწის ნაკვეთზე კამათში ჩაითრია. მაგრამ იესოსათვის მთავარი მისი მისიის შესრულება იყო და ამიტომ უპასუხა: “ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?”ქი 103.1

    იესოს, რა თქმა უნდა, შეეძლო, გაერჩია მტყუანი და მართალი ძმებს შორის. მაგრამ მისთვის ცნობილი იყო ორივე ძმის სიხარბე და ქრისტეს სიტყვებში, რომლითაც განაწყენებულ ძმას მიმართა, ფაქტობრივად, ეს აზრი იყო ჩადებული: მესიის საქმე არ არის თქვენი უთანხმოების გარჩევა. იგი სხვა საქმისთვის მოვიდა წუთისოფელში: უქადაგოს ადამიანებს ჭეშმარიტი სახარება, გამოაფხიზლოს ისინი და მათი ფიქრები მარადიული ფასეულობებისაკენ წარმართოს.ქი 103.2

    ამ საქმისადმი ქრისტეს დამოკიდებულება თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს ქრისტეს ყოველი მსახურისათვის. როდესაც თორმეტ მოციქულს წუთისოფელში მსახურებისათვის აგზავნიდა, მაცხოვარი შეაგონებდა მათ: “როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით” (მათ. 10:7,8). ნაცხოვარს არ დაუვალებია მათთვის ადამიანთა მიწიერი პრობლემების გადაწყვეტა. მათი საქმე ადამიანთა უფალთან შემორიგება იყო. ამ მსახურებით კურთხევა უნდა მოეტანათ ადამიანებისათვის. კაცობრიობის ცოდვებისა და ტანჯვისაგან გათავისუფლების ერთადერთი გზა ქრისტეა. მხოლოდ მისი მადლის სახარებას შეუძლია იმ მანკიერებათა აღმოფხვრა, საზოგადოებისათვის წყევლად რომ ქცეულა. ღარიბების მიმართ მდიდართა უსამართლო დამოკიდებულებასა და მდიდართა მიმართ ღარიბთა სიძულვილს ერთი და იგივე ძირი აქვს - ეგოიზმი და ანგარება. ამის აღმოფხვრა მხოლოდ ქრისტესადმი მორჩილებითაა შესაძლებელი. მხოლოდ მას ძალუძს ადამიანის ცოდვილი გულის ახალი, სიყვარულით აღსავსე გულით შეცვლა. დაე ქრისტეს მსახურებმა ზეცით მოცემული სულის ძალით იქადაგონ უფლის სახარება და ისე იშრომონ, როგორც თავად მაცხოვარი იღვწოდა ადამიანთა კეთილდღეობისათვის. მაშინ ცხადი გახდება შედეგი კურთხევისა და კაცთა აღზევებისა, რისი მიღწევაც ადამიანის არავითარ ძალისხმევას არ ძალუძს.ქი 103.3

    ჩვენმა უფალმა მიუთითა იმ პრობლემის ფესვებზე, რომელიც არა მხოლოდ მის შემკითხველს აინტერესებდა, არამედ მრავალ სხვას, ვისთვისაც ეს საკამათო საგნად ქცეულიყო: “დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.ქი 103.4

    “და უთხრა მათ იგავი: ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა? არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი. თქვა: აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე. მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება? ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.ქი 103.5

    იგავში უგუნური კაცის დოვლათის შესახებ ქრისტე თვალსაჩინოდ გვიჩვენებს იმ ადამიანთა უგუნურებას, ვინც მხოლოდ ამქვეყნიურზე ზრუნავს. ამ ადამიანს ყველაფერი მისცა უფალმა: მზე, რომელიც მის მიწას ათბობდა, რადგან იგი უნათებს მართალსაც და ცოდვილსაც; წვიმა, რომელსაც ზეცა აძლევს კეთილსაც და ბოროტსაც. უფლის ნებით აყვავდა მისი ყანა და ისეთი უხვი მოსავალი მისცა პატრონს, რომ მისი შესანახი ადგილიც კი არ ჰქონდა. ბეღლები სავსე ჰქონდა, ახალი მოსავალი კი არ იცოდა, სად წაეღო. ნაგრამ მას არ გახსენებია ღმერთი, რომელმაც ასეთი სიუხვე შესძინა. არც იმაზე დაფიქრებულა, რომ უფალმა თავისი ქონების მმართველად დააყენა იგი, რათა დოვლათი გაჭირვებულთათვის გაენაწილებინა. მას შესაძლებლობა მიეცა, უფლის კურთხეული მსახური ყოფილიყო საქველმოქმედო საქმეში, მაგრამ ის მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებაზე ფიქრობდა.ქი 103.6

    რამდენი ღარიბი, ქვრივობოლი, სნეული და ტანჯულია ამქვეყნად, ვის მიმართაც ამ ადამიანს ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენა შეეძლო. სამდენი სიკეთის გაკეთება შეეძლო თავისი ქონებით, ის ზედმეტი მოსავალი გაჭირვებულთა ოჯახებისათვის რომ დაერიგებინა. რამდენ მშიერს დააპურებდა; რამდენ შიშველს ჩააცმევდა, რამდენის გულს გაახარებდა და რამდენი სამადლობელი სიტყვა მისწვდებოდა ზეცას! უფალმა ისმინა გაჭირვებულის ლოცვა და თავისი დიდმოწყალების გამო მოუმზადა ყოველივე (ფსალმ. 67:11). ის კურთხეული უხვი მოსავალი, მდიდარს რომ მიეცა, მრავალი უქონელისა და ღარიბისათვის იყო განსაზღვრული. მაგრამ მდიდარმა ყურთ არ იღო გაჭირვებულთა ვედრება და თავის მსახურთ განუცხადა: “აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე”.ქი 104.1

    ამ კაცის მიზანი და სწრაფვა პირუტყვის ყოფაზე მაღალი არ იყო. იგი ისე ცხოვრობდა, თითქოს არც ღმერთი არსებობდა, არც ზეცა და არც მომავალი ცხოვრება; თითქოს მოწეული დოვლათი მხოლოდ მისი საკუთრება იყო და არც ღმერთისთვის უნდა მიეცა რამე, არც ადამიანისათვის. ასეთ მდიდარზე მეფსალმუნე ამბობს: “თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი” (ფსალმ. 13:1).ქი 104.2

    ეს ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა და საკუთარი გეგმები ჰქონდა. იგი ხედავს, რომ მომავალი უზრუნველყოფილი აქვს. ფიქრობს, რომ მეტი არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ დატკბეს თავისი შრომის ნაყოფით. იგი ფიქრობს, რომ თავისი სიმდიდრის გამო სხვა ადამიანებზე მაღლა დგას და თვლის, რომ ის, რაც მას გააჩნია, თავისი ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგია. საზოგადოებაც პატივს სცემს, როგორც მარჯვე და წარმატებულ მოქალაქეს, რადგან ადამიანები “გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ” (ფსალმ. 48:19).ქი 104.3

    მაგრამ “ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე” (1კორ. 3:19). სანამ მდიდარი მომავალში ბედნიერ და ტკბილ ცხოვრებაზე ოცნებობს, უფალს სულ სხვა გეგმები აქვს. პრგულ მნეს მოსდის ცნობა: “უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ”. აქ კი ფული და სიმდიდრე ვერაფერს გააწყობს და გამოტანილ განაჩენსაც ვერ შეუმსუბუქებს. ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში მომავლის უზრუნველსაყოფად აგროვებდა, ერთ წამში გაუფასურდა. “რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?” გაუფასურდა მისი ვრცელი ყანებიც და სავსე ბეღლებიც. “ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება” (ფსალმ. 38:7).ქი 104.4

    ერთადერთი ჭეშმარიტი განძი, რაც ახლა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდა, ამ ადამიანმა ვერ შეიძინა. საკუთარ თავზე ფიქრში მან უარყო ის ღვთიური სიყვარული, რომელიც მისი მოყვასისადმი გულმოწყალების გამოვლენით უნდა ეხილათ. თავად უფალი ღმერთი ხომ სიყვარულია და სიცოცხლეც მხოლოდ სიყვარულია. ამ ადამიანმა სულიერს მიწიერი არჩია. და, აქედან გამომდინარე, იგი მიწიერთან ერთად უნდა დაიღუპოს, სამუდამოდ უნდა გაქრეს. “ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დასაკლავ პირუტყვს ჰგავს” (ფსალმ. 48:21).ქი 104.5

    “ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”. ესაა სამართლიანობა ყველა დროისათვის. თქვენ შეგიძლიათ, დაგეგმოთ, თუ როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი სურვილები მომავალში; შეგიძლიათ, მოაგროვოთ დოვლათი; აიშენოთ მაღალი და დიდებული სახლები და დაემსგავსოთ ძველი ბაბილონის მშენებელთ; მაგრამ ვერასოდეს შეძლებთ ისეთი მაღალი კედლის ან მაგარი კარიბჭის აგებას, რომელიც ღვთის მაცნეთაგან დაგიცავთ. “მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს... სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს”. მაგრამ უხილავი ღმერთის ხელმა საბედისწერო სიტყვები დაუწერა მას კედელზე და მტრის ლაშქრის ფეხის ხმაც მაშინვე გაისმა მისი სასახლის კარიბჭესთან. “იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე” და მოსული მტრის ბანაკიდან ახალი მონარქი ავიდა სამეფოს ტახტზე (დან. 5:30).ქი 104.6

    მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება სამუდამო დაღუპვას ნიშნავს. სიხარბე და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ანადგურებს სულს. რაც შეიძლება მეტის მოპოვებისა და გამდიდრების სურვილი - ეს სატანის სულია. გაცემა, თავგანწირვა, თავდადება სხვების საკეთილდღეოდ - ეს ქრისტეს სულია. “ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს” (1იოან. 5:11,12).ქი 105.1

    აი რატომ გვაფრთხილებს მაცხოვარი: “დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.ქი 105.2