“იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და…”
გული, რომელიც უფლის სიყვარულსა და მზრუნველობას უარყოფს, უხეშდება და, ბოლოს და ბოლოს, ღვთის წმიდა სულის ხმის შესმენის უნარს კარგავს. აი მაშინ კი წარმოითქმება განაჩენი: “მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?”ქი 89.1
დღესაც მოგვიხმობს უფალი ღმერთი: “მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ... განვკურნავ მათ განდგომას და ნებისაებრ შევიყვარებ მათ… ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს… დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან… ჩემგან გექნება შენ ნაყოფი” (ოს. 14:2-9).ქი 89.2