Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დასვენება აუცილებელია

    ღმერთმა დასვენება მათთვის შექმნა, ვინც მუშაობს.

    არიან ავადმყოფური წარმოსახვის ადამიანები, რომლებისთვისაც რელიგია წარმოადგენს ტირანიას, რომელიც მათ რკინის წნელით მართავს. ასეთი ადამიანები გამუდმებით წუხან თავიანთი მანკიერების გამო და ოხრავენ ვითომდა ბოროტებაზე.ბოს 157.1

    მათ გულში არ არის სიყვარული; მათი სახეები ყოველთვის მოღუშულია. ისინი იყინებიან ახალგაზრდების და არა მარტო მათი უმწიკვლო სიცილისაგან. ისინი თვლიან, რომ ყოველგვარი დასვენება და გართობა - ეს ცოდვაა და ფიქრობენ, რომ ყოველთვის პირქუშნი და მკაცრნი უნდა იყვნენ. ეს ერთი უკიდურესობაა. სხვები თვლიან, რომ გონება ყოველთვის დაკავებული უნდა იყოს ახალახალი გასართობისა და თავშესაქცევის გამოგონებით და ეს თითქოს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობას. ისინი ეჩვევიან აგზნებულ მდგომარეობაში ცხოვრებას და ამის გარეშე თავს ცუდად გრძნობენ. ეს ადამიანები გადადიან მეორე უკიდურესობაში. Ôრისტიანობის ჭეშმარიტი პრინციპები ყველასათვის სიხარულის წყაროა, რომლის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე განუზომელია.ბოს 157.2

    ჩვენთვის აუცილებელია მივისწრაფოდეთ გავიხალისოთ გული და განვიმტკიცოთ სხეული ღირსეული გართობით, ვილტვოდეთ გამოვიყენოთ ფიზიკური და გონებრივი ძალები ღვთის სადიდებლად. ჩვენი გართობა არ უნდა იყოს არაჯანსაღი, შინაარსს მოკლებული მხიარულება, რომელიც აბსურდს მიაგავს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი დრო ისე გავატაროთ, რომ მან სარგებლობა მოუტანოს და აღამაღლოს ისინი, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს დრო სიმშვიდისათვის, დრო დასვენებისათვის, დრო ფიქრისათვის. მან, ვინც დაკავებულია სწავლით ან ოფისში მუშაობით, უნდა დაისვენოს. არ შეიძლება აიძულო გონება მუდმივად დაძაბულად იმუშაოს, იმიტომ, რომ ეს სათუთად აწყობილი მექანიზმი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.ბოს 157.3

    ისევე, როგორც გონება, სხეული საჭიროებს ვარჯიშს. დრო, დახარჯული ფიზიკურ ვარჯიშებზე, არ დაიკარგება უქმად. ყველა ორგანოს კარგი მუშაობისათვის აუცილებელია სათანადო ვარჯი- შები. როდესაც გონება გამუდმებით მუშაობს, ორგანიზმის სხვა ორგანოები კი უმოქმედოდ არიან, ხდება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ძალების დასუსტება. ადამიანი კარგავს ჯანმრთელ ტონუსს, გონებას აკლდება სიმკვირცხლე და ამის შედეგად ჩნდება ავადმყოფური აგზნებადობა.ბოს 157.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents