როგორ ვასწავლოთ შვილებს იცოდნენ ფულის ფასი
მშობლებმა შვილები თვითკონტროლის სულისკვეთებით უნდა გაზარდონ და აღზარდონ, დაარიგონ, რომ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იცხოვრონ უბრალოდ, არ ჰქონდეთ მისწრაფება ძვირფასი ნივთებისადმი. არ ღირს მათი განებივრება ფულით, თითქოს არსებობს ულევი მარაგი, რომლიდანაც მათ შეუძლიათ სახსრების ზიდვა ყველა თავიანთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. Óული უნდა განვიხილოთ როგორც ძღვენი, რომელიც ღმერთმა მოგვანდო.ბოს 132.1
ფულს, რომელსაც ბავშვები და მოზარდები მათი მხრიდან სერიოზული ძალისხმევის გარეშე მიიღებენ, არ დააფასებენ. Áაცილებით უსაფრთხოა იმ ახალგაზრდების მდგომარეობა, რომლებმაც იციან, საიდან მოდის მათი ჯიბის ფული, რა ჯდება მათი საკვები და ჩასაცმელი და რა ღირს სახლის შენახვა.ბოს 132.2
ზოგჯერ ხდება შვილებისათვის განუსჯელი დახმარების გაწევა. ის, ვინც დამოუკიდებლად იკვლევს გზას ცხოვრებაში, მეტად აფასებს თავის უპირატესობებს, ვიდრე ის, ვინც ფულს სხვისი ჯიბიდან ღებულობს. შვილების ნაცვლად ჩვენ არ უნდა გადავჭრათ ყველა სიძნელე, რათა ამით ისინი სხვის კმაყოფაზე მყოფ უსუსურ ადამიანებად არ ვაქციოთ.ბოს 132.3
გარემოებანი, რომლებშიც ბავშვი აღმოჩნდება ხოლმე, ხშირად უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მასზე, ვიდრე თვით მშობლების მაგალითიც კი. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილები ისეთივე იქნებიან, როგორც ისინი ახალგაზრდობის წლებში და ბიწიერებაში ჩვენს საუკუნეს ადანა- შაულებენ, თუ შვილები მათ იმედებს არ ამართლებენ. მაგრამ მათ უფლება არა აქვთ ეს თავიანთ შვილებს მოსთხოვონ, თუ მათ იგივე პირობებს არ უქმნიან, რომლებშიც თვითონ ცხოვრობდნენ ახალგაზრდობის წლებში. მამები გულმოდგინედ შრომობენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ შვილების მატერიალური კეთილდღეობა, შეუქმნან მათ უკეთესი ცხოვრებისეული პირობები ვიდრე ის, რომელშიც ცხოვრობდნენ თვითონ. ეს საყოველთაოდ გავრცელებული შეცდომაა. ბავშვის ყველა სურვილი უზრუნველყოფილია. მისი მამის ხასიათი ჩამოყალიბდა მკაცრი ეკონომიის პირობებში, სადაც თვით უმცირესი სიკეთეც კი ღირსეულ შეფასებას პოულობდა. მისი შვილის ხასიათი და მიდრეკილებები ჩამოყალიბდება სიადვილისა და ხელშეწყობის ზემოქმედებით. როდესაც ყველაფერში შეძლება გაქვს, როგორ შეიძლება მისი უარყოფა?ბოს 132.4
თუ მშობლებს სურთ თავიანთ შვილებს დაუტოვონ საუკეთესო მემკვიდრეობა, უნდა ასწავლონ მათ სასარგებლო შრომა და მისცენ ცხოვრებისეული გამოცდილება, აღნიშნული უანგარობითა და გულუხვობით.ბოს 133.1
ასეთი ცხოვრებით ისინი აჩვენებენ ფულის ჭეშმარიტ ფასს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სიკეთისათვის, პირად საჭიროებათა დაკმაყოფილებისა და სხვა ადამიანთა მოთხოვნილებებისათვის.ბოს 133.2
როგორ შემიძლია ვასწავლო შვილებს ეკონომია სძუნწეში გადავარდნის გარეშე?ბოს 133.3