Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საუკეთესო სახლი

    ედემის ბაღი კიდევ დიდხანს რჩებოდა დედამიწაზე იმის მერე, რაც ადამიანს აეკრძალა მის მშვენიერ ადგილებში სიარული. ადამიანთა დაცემულ მოდგმას დიდხანს ჰქონდა დართული ნება ეცქირა უბიწო სახლისათვის, რომლის მისასვლელი ანგელოზებს ჰქონდათ გადაღობილი. სამოთხის კარიბჭესთან, რომელსაც ქერუბიმები იცავდნენ, ღმერთის დიდება ჩანდა. აქ მოდიოდნენ ადამი და მისი შვილები, რათა ღმერთისათვის თაყვანი ეცათ. აქ განაახლებდნენ რჯულის მორჩილების აღთქმას, რომლის დარღვევის გამო ადამი და ევა განდევნილნი იყვნენ ედემიდან. როდესაც ურჯულოების ტალღებმა წალეკა წუთისოფელი და ადამიანთა უწმიდურებამ მათი წარღვნის წყლებით დაღუპვა განსაზღვრა, ხელმა, რომელმაც ედემი გააშენა, იგი ზეცად აიტანა. მაგრამ საბოლოო აღდგენისას, როდესაც წარმოიქმნება “ახალი ცა და ახალი მიწა” (გამოცხ.21:1), ედემის ბაღი კიდევ უფრო მეტად იქნება მორთული, ვიდრე დასაწყისში.ბოს 163.4

    შემდეგ მათ, ვინც ღმერთის მცნებებს იცავდა, შთაბერავენ უკვდავების ძალას სიცოცხლის ხის ძირში. და უცოდველ სამყაროთა მცხოვრებნი უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში ამ მომაჯადოებელ ბაღში ღვთის ქმნილების სრულყოფილი შრომის მაგალითს იხილავენ, მაგალითს იმისა, თუ რად შეიძლება ქცეულიყო მთელი დედამიწა, ადამიანს რომ ღმერთის დიდებული გეგმა შეესრულებინა.ბოს 164.1

    გამოსყიდვის დიადი გეგმა ქვეყნიერებას სავსებით უბრუნებს ღმერთის კეთილგანწყობას. ყველაფერი, რაც დაკარგული იყო ცოდვის გამო, აღდგენილი იქნება. გამოსყიდულია არა მარტო ადამიანი, არამედ დედამიწაც, რათა ღმერთის მორჩილთა მარადიული სავანე იყოს. ექვსი ათასი წლის მანძილზე იბრძოდა სატანა, რათა დედამიწას დაპატრონებოდა. ახლა კი განხორციელდება ღმერთის პირველდაწყებითი ჩანაფიქრი მის ქმნილებასთან დაკავშირებით.ბოს 164.2

    მომავალი მემკვიდრეობის მეტისმეტად მატერიალურად წარმოდგენის შიშმა მრავალი აიძულა მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით განემარტა ის ჭეშმარიტებები, რომლებიც გვეხმარება შევხედოთ ჩვენს მემკვიდრეობას, როგორც რეალურ სახლს. ქრისტემ დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ იგი მიდის, რათა მამის სახლში მათ სავანე მოუმზადოს. ადამიანური ენა უძლურია აღწეროს მართალთა ჯილდო. ამას მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც მას იხილავს. შემოფარგლული გონება უძლურია ჩასწვდეს ღვთიური სამოთხის დიდებას. ბოს 165.1

    ბიბლიაში გადარჩენილთა მემკვიდრეობა წოდებულია ქვეყნად. იქ ზეციური მწყემსი თავის ფარას მაცოცხლებელი წყაროების წყლებზე ატარებს. სიცოცხლის ხე ყოველთვე იძლევა თავის ნაყოფს და ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. იქ ჩამოედინება ბროლივით სუფთა ნაკადები, რომლებიც არასოდეს გამოილევა. მათ ნაპირებზე იზრდება ხეები ხშირი ვარჯით. იქ ფართო დაბლობები გადადის მშვენიერ გორაკებსა და მთებში, ზეცამდე აზიდული მწვერვალებით. ამ მშვიდ მდელოებზე, მაცოცხლებელ ნაკადებთან, ღვთის ხალხი, რომელიც ასე დიდხანს მოგზაურობდა, თავის თავშესაფარს პოვებს.ბოს 165.2

    ყველაფერი, რაც გაუგებარია ჩვენთვის ღმერთის განგებაში, ცხადი გახდება მომავალ სამყაროში. ძნელადგასაგები პოვებს ახსნას. მადლის საიდუმლოებანი გაცხადებული იქნება ჩვენთვის. იქ, სადაც ჩვენი შეზღუდული გონება დაბნეულია და ხედავს მხოლოდ აუსრულებელ იმედებს, ჩვენ ვიხილავთ სრულყოფილ და მშვენიერ ჰარმონიას. ჩვენ გავიგებთ, რომ უსასრულო სიყვარული მართავდა ცხოვრებისეულ გარემოებებს, რომლებიც ესოდენ რთული გვეჩვენებოდა. მაშინ ჩვენ ვიგრძნობთ მის ნაზ მზრუნველობას, ვინც ყველაფერს აკეთებს ჩვენი კეთილდღეობისათვის.ბოს 165.3

    ჩვენ გვაქვს ზეციური სახლი. ქრისტემ, რომელმაც ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ სიცოცხლე გასწირა ჩვენთვის, ქალაქი აგვიშენა. ღვთის ქალაქში არ იქნება მწუხარება. იქ არასოდეს იქნება ნაღვლიანი ქვითინი და აუხდენელ იმედთა დატირება. მალე მწუხარებისა და ნაღველის სამოსი საქორწინო სამოსით იქნება შეცვლილი.ბოს 166.1

    დაე, ყველაფერი მშვენიერი ჩვენს მიწიერ სახლში მოგვაგონებდეს კრისტალურად სუფთა მდინარეს და მწვანე მინდვრებს, ტოტებგაშლილ ხეებს და მაცოცხლებელ წყაროებს, ბრწყინვალე ქალაქს, - მშვენიერების ამ ქვეყანას, რომელსაც ვერ გამოსახავს მხატვარი და ვერ აღწერს ვერც ერთი ადამიანი. “რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს” (1კორ.2:9).ბოს 166.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents