Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    როგორ შეიძლება დავკარგოთ სიცოცხლის სიხარული

    ცხოვრებას იმედგაცრუება და დაღლილობა მოაქვს მრავალი ადამიანისათვის, რადგანაც ისინი თავს უსარგებლო შრომით იტვირთავენ, რათა წუთისოფლის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდნენ. ისინი გამუდმებით შეწუხებულნი არიან იმით, თუ როგორ დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, რომლებსაც მოდა ბადებს. სახსრები და ძალა იხარჯება იმაში, რასაც შეიძლება არც მოაქვს აშკარა ზიანი, მაგრამ მაინც ზედმეტია. ადამიანებს გაგიჟებით სურთ ის, რასაც ფუფუნებით ცხოვრების საგნები ეწოდება და მათ შეძენას სწირავენ ჯანმრთელობას, ძალასა და სახსრებს. სიტყვა “სახლი” გაუკუღმართებულია და მისი მნიშვნელობა განიმარტება როგორც “რაღაც, შემოსაზღვრული ოთხი კედლით და სავსე მოხდენილი ავეჯითა და მორთულობებით”, მაშინ, როდესაც მისი ბინადარნი მუდმივ დაძაბულობაში იმყოფებიან, რადგან სურვილი აქვთ შეესატყვისებოდნენ მოდის მოთხოვნილებებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.ბოს 31.1

    ადამიანები უბედურნი ხდებიან ოჯახურ ცხოვრებაში, თუ მთელ ყურადღებას მხოლოდ გარეგნულ შესახედაობას უთმობენ. ისინი ხარჯავენ ბევრ ფულს და გამუდმებით შრომობენ, რათა მოახდინონ შთაბეჭდილება და მოიპოვონ ნაცნობთა ქებადიდება, მათი, ვინც სინამდვილეში სრულებით არ არის დაინტერესებული არც ამ ადამიანებით და არც მათი სიმდიდრით. ერთიმეორის მიყოლებით ხდება ვითომც აუცილებელი საოჯახო ნივთების შეძენა, ჩნდება ძვირფასი მორთულობა და ავეჯი, რომელიც ახარებს თვალს, აკმაყოფილებს სიამაყესა და პატივმოყვარეობას, მაგრამ ოდნავადაც არ მატებს ოჯახს კომფორტს.ბოს 31.2

    წუთისოფელში მრავალი ადამიანი შეყვარებულია ნივთებზე, რომლებიც, შეიძლება, თავისთავად კარგი არის კიდეც, მაგრამ, როდესაც მხოლოდ ამით კმაყოფილდებიან, ისინი არ ისწრაფვიან დიდი და ამაღლებული სიკეთისაკენ, რომლის მიცემაც მათთვის ღმერთს სურს.ბოს 32.1

    ის ადამიანები, რომლებიც ნივთებით არიან გატაცებულნი, კარგავენ ცხოვრებისეულ სიხარულს და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მთელ ამ ქონებას არ შეუძლია მათი დაკმაყოფილება, როგორც ისინი იმედოვნებდნენ ამას. საქმეების უსასრულო მორევი და გამუდმებული ზრუნვა იმაზე, თუ კიდევ როგორ გაალამაზონ სახლი, რათა გამოიწვიონ სტუმრების და უცხო ხალხის აღტაცება - ეს არის უქმად დაკარგული დრო და სახსრები. ადამიანი ნებაყოფლობით იდგამს მონის უღელს, რომლის ტარებაც ძალზედ ძნელია.ბოს 32.2

    კომფორტის შესაქმნელად აუცილებელია სისუფთავე და წესრიგი, მაგრამ ეს სათნოებანი არ უნდა იყოს მიყვანილი ისეთ უკიდურესობამდე, რომ ცხოვრება იქცეს უსასრულო და მომაბეზრებელ შრომად, ოჯახის წევრებს კი ჰქონდეთ საცოდავი შესახედაობა. უცილობელი სიზუსტე ავეჯისა და ნივთების განლაგებასთან დაკავშირებით ისევე უსიამოვნოა, როგორც უწესრიგობა. ავადმყოფური პედანტობა სახლში სისუფთავისა და წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით ადამიანებს ართმევს მოსვენებას, აუცილებელს ყოველი ოჯახისათვის, რომელსაც სურს იყოს ბედნიერი.ბოს 32.3

    როდესაც სტუმრად მივდივართ ახლობელ ადამიანებთან, საეჭვოა, გვესიამოვნოს ცოცხისა და ტილოს ხილვა დიასახლისის ხელში და არ მოგვეწონება, თუ ურთიერთობის ნაცვლად, რომლითაც გვსურდა დავმტკბარიყავით, ჩვენი მეგობრები გააჩაღებენ სახლის დალაგებას და დროს მტვრისა და ობობას ქსელის ძებნაში დახარჯავენ. თუმც ყოველივე ამას ისინი შეიძლება ჩვენდამი პატივისცემის გამოც აკეთებდნენ, მაინც მტკივნეულია იმის შეგნება, რომ მეგობრები ჩვენს საზოგადოებას უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე სისუფთავეს საკუთარ სახლში.ბოს 32.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents