მშობლებისადმი დამოკიდებულება
ბავშვების აღზრდა საჭიროა ისე, რომ მათ მხურვალედ უყვარდეთ მამა და დედა და ზრუნავდნენ მათზე.
შვილები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი დავალებულნი არიან მშობლების წინაშე, რომლებიც დაბადებიდანვე ზრუნავდნენ მათზე და უვლიდნენ მათ, როდესაც ისინი ავადმყოფობდნენ. შვილებს ასევე უნდა ესმოდეთ, რომ მშობლები ძლიერ წუხან მათზე.ბოს 103.1
“პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი” (გამოს.20:12). ეს არის მცნება აღთქმით. მისი შესრულების ვალდებულება აკისრია ბავშვებსა და ახალგაზრდებს, საშუალო ასაკის ადამიანებსა და ხანდაზმულებს. ცხოვრებაში არ არის ისეთი პერიოდი, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა შვილების განთავისუფლება მშობლების პატივისცემის აუცილებლობისაგან.ბოს 103.2