Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ცრუ შეხედულება კვებაზე

    წარმოდგენა იმაზე, რომ ქალებს მათ განსაკუთრებულ მდგომარეობაში შეიძლება ნება დავრთოთ ჭამონ ყველაფერი, რაც კი მოესურვებათ, მცადრია და ეფუძნება წესჩვეულებას და არა საღ აზროვნებას. ორსული ქალის მადა შეიძლება ცვალებადი და ძნელადდასაკმაყოფილებელი იყოს და დამყარებული წესჩვეულებაც ნებას აძლევს ჭამოს ყველაფერი, რაც სურს და არ დაუფიქრდეს იმას, შეუძლია კი ასეთ საკვებს დაანაყროს იგი და უზრუნველყოს მისი შვილის განვითარება. საკვები უნდა იყოს ყუათიანი, მაგრამ არა აღმგზნები.ბოს 86.1

    სწორედ ფეხმძიმობის პერიოდში საჭიროებენ ქალები უბრალოდ კვებას და განსაკუთრებულ ზრუნვას მოხმარებული საკვების ხარისხზე.ბოს 86.2

    ქალები, რომლებიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ და კარგად არიან გათვითცნობიერებულნი, უარს არ იტყვიან უბრალო საკვებზე ამ პერიოდშიც, ისევე, როგორც სხვა დროს. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ მომავალი ბავშვის სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული და ყურადღებით მოეპყრობიან ყველა თავის ჩვევას, განსაკუთრებით კი კვებას. მათ არ უნდა მიირთვან საკვები მხოლოდ იმიტომ, რომ მას კარგი გემო აქვს. მოიძებნება ბევრი მრჩეველი, რომელიც მზად იქნება დაარწმუნოს ისინი იმაში, რაც, საღი გონების თვალსაზრისით, მათ არ უნდა გააკეთონ. ბევრი ბავშვი იბადება ავადმყოფი იმ მიზეზით, რომ მომავალი დედები აყოლილნი იყვნენ მადას.ბოს 86.3

    ქალის ფიზიკური მოთხოვნილებები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავტოვოთ უყურადღებოდ. იგი პასუხს აგებს ორ სიცოცხლეზე; მის სურვილებს გულდასმით უნდა მივუგდოთ ყური და დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნილებანი. მაგრამ ამავე დროს ისიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოერიდოს იმას, რასაც შეუძლია შეასუსტოს მისი ფიზიკური და გონებრივი ძალები, იქნება ეს კვება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.ბოს 86.4

    ბავშვის სწორ ხასიათს საფუძველი ეყრება მის დაბადებამდე მკაცრი თვითდისციპლინის წყალობით.ბოს 87.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents