Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ურთიერთობა

    პატარა ბავშვებს უყვართ ურთიერთობა. ჩვეულებრივ, მათ არ შეუძლიათ დიდხანს მარტო დარჩენა და დედას უნდა ესმოდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვები სახლში ან ოთახში იმყოფებიან, მისი ადგილი არის მათ გვერდით. მაშინ მას შეუძლია ყურადღება მიაქციოს მათ, აღმოფხვრას წამოჭრილი უთანხმოება, გამოასწოროს ცუდი ჩვევები, აღკვეთოს ეგოიზმის გამოვლინება და მათი გონება სწორი მიმართულებით მიმართოს. ის, რაც ბავშვებს სიამოვნებას ანიჭებს, მათი აზრით, დედასაც უნდა მოსწონდეს და მათთვის სავსებით ბუნებრივია მიმართონ მას თავიანთი პატარა პრობლემებით. და დედამაც არ უნდა დაკოდოს მგრძნობიარე ბავშვის გული კითხვებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ან ესოდენ უმნიშვნელო საქმეებში ჩაწვდომაზე უარის თქმით. ის, რაც დედას შეიძლება უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის. დროულად ნათქვამი დარიგების სიტყვა ან გაფრთხილება, ხშირად ძალზე ძვირფასია.ბოს 160.2

    ნაცვლად იმისა, რომ შვილები მოშორებით გაისტუმროს, რათა მათ არ შეაწუხონ ხმაურით და თავი არ მოაბეზრონ უსასრულო თხოვნით, დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ურთიერთობის დროის ყველაზე საუკეთესო გამოყნება - ეს არის მათი ნუგეშისცემა და მათი ცოცხალი გონების შექცევა რაიმე მხიარული თამაშებით ან მსუბუქი დავალებებით, რომლებიც მათ სიხარულს ანიჭებს. დედა უხვად იქნება დაჯილდოვებული ძალისხმევისა და დროისათვის, რომელიც შვილების გართობის გამოსაგონებლად დახარჯა.ბოს 161.1

    საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაში მშობლებისათვის რთულია შვილების დაკავება და დარიგება. მოზარდებს ხშირად აღიზიანებს შეზღუდვები, მათ სურთ თავისებურად მოიქცნენ, მოვიდნენ და წავიდნენ მაშინ, როდესაც მათ მოესურვებათ. ბავშვები ათიდან თვრამეტ წლამდე ასაკში განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი იფიქრონ, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ დროს თავიანთი თანატოლების წრეში გაატარებენ. მაგრამ გამოცდილებით დაბრძენებულმა მშობლებმა იციან თაივანთი შვილების ხასიათის თავისებურებანი და ასეთი სიტუაციების გავლენა მათ გონებაზე. თუ თავიანთი შვილებისათვის სიკეთე სურთ, ისინი უნდა გაუფრთხილდნენ მათ.ბოს 161.2

    თქვენი შვილების გადარჩენის საიდუმლო დაფარულია იმაში, რომ თქვენი სახლი აქციოთ მყუდრო და მიმზიდველ ადგილად. მშობლების მხრიდან ყველაფერზე ნების დართვა ბავშვებს სახლს არ მიაჯაჭვავს. გაამხნევეთ ისინი და გამოძებნეთ სტიმული, რომელიც ბავშვებს ოჯახურ კერასთან მიიზიდავს და დაეხმარება მათ გაიგონ, რომ მშობლები ზრუნავენ მათზე. ბოს 161.3

    რა შემიძლია შევთავაზო ჩემს შვილებს ჯანმრთელი დასვენებისთვის?ბოს 161.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents