ვალები
ბევრი ოჯახი ღარიბად იმიტომ ცხოვრობს, რომ ფულს მიღებისთანავე ხარჯავს. ფულის შოვნა და გამოყენება რაღაც მიზნით მანამდე, სანამ მას გამოიმუშავებ, - ეს არის მახე. საჭიროა საქმის ისე წარმართვა, რომ ვალებში არ ჩავარდე. გრძნობა იმისა, რომ თქვენ მოვალე ხართ, დაურწმუნებლობას ნერგავს. ამის შესახებ თვით აზრსაც კი წონასწორობიდან გამოჰყავხართ. თქვენ შეგიძლიათ და უნდა გამოიყენოთ გადამჭრელი ძალისხმევა, რათა კონტროლი გაუწიოთ თქვენს მიდრეკილებას ხარჯოთ მეტი, ვიდრე გამოიმუშავებთ.ბოს 127.2
ბევრი, ძალიან ბვერი არ არის იმდენად განათლებული და არ შეუძლია არეგულიროს თავის გასავალი ისე, რომ ის არ აღემატებოდეს შემოსავალს. ისინი არ სწავლობენ გარემოებებთან შეგუებას და კვლავ და კვლავ სესხულობენ ფულს, სანამ არ ჩაეფლობიან ვალებში, რის შედეგადაც დარწმუნებულობას კარგავენ და სულით ეცემიან.ბოს 127.3
მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარასოდეს ისესხებთ. Òმჯობესია უარი თქვათ ათას რამეზე, მაგრამ ვალში არ ჩავარდეთ. გახდე მოვალე - ეს არის წყევლა. თავი აარიდეთ ამას, როგორც გადამდებ სენს. გაისტუმრეთ ვალები და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ გექნებათ არავის ვალი, თუნდაც პურზე და წყალზე მოგიხდეთ ცხოვრება. როდესაც კვლავ თავისუფალი ადამინი გახდებით, რომელსაც არავის ვალი არ აქვს, თქვენ დიდ გამარჯვებას მოიპოვებთ.ბოს 127.4