Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მოხუცებული მშობლები

    თუ მშობლები შვილებს ადრეულ წლებში ნებას აძლევენ გამოამჟღავნონ უპატივცემლობა მათ მიმართ, უშვებენ, რომ მათ გაღიზიანებით და უხეშადაც კი ისაუბრონ, შემდგომში ისინი მწარე ნაყოფს მოიმკიან. თუ მშობლები თავაინთი შვილებისგან არ მოითხოვენ დაუყოვნებელ და სრულ მორჩილებას, ისინი არასწორად აყალიბებენ მათ ხასიათს. ისინი შვილებს ამზადებენ იმისათვის, რომ მათ წყენა მიაყენონ მოხუცებულ, სამარის პირზე მდ- გარ მშობლებს. შვილების აღზრდა საჭიროა ისე, რომ მათ ნაზად უყვარდეთ მამა და დედა და ზრუნავდნენ მათზე.ბოს 105.4

    ჩვენი მოვალეობა მშობლების წინაშე არასოდეს მთავრდება. ჩვენი მათდამი და მათი ჩვენდამი სიყვარული არ გაიზომება წლებითა და მანძილით და ჩვენი მოვალეობა არასოდეს შეიძლება იყოს მოხსნილი ჩვენგან.ბოს 106.1

    შვილები ვალდებულნი არიან პატივი მიაგონ მშობლებს მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე. თუ მშობლები მოხუცებულნი და დასუსტებულნი არიან, შვილებმა სიყვარული და ყურადღება მათ საჭიროებათა თანაზომიერად უნდა გამოიჩინონ. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერზე უარის თქმა უწევთ, შვილებმა უნდა იმოქმედონ გადაჭრით და კეთილშობილურად, რათა მშობლები არ შეწუხდნენ.ბოს 106.2

    თვით ყველაზე იდეალურ პირობებშიც კი მოხუცებულ მშობლებს ცოტა რამ ახარებს და ანუგეშებს. რას შეუძლია უფრო მეტად დაამწუხროს მათი გული, თუ არა განურჩეველ დამოკიდებულებას შვილების მხრიდან? კიდევ რომელი ცოდვა შეიძლება იყოს უფრო მძიმე შვილებისათვის, ვიდრე მოხუცებული, უსუსური მამისა და დედისათვის მწუხარების მიყენება.ბოს 106.3

    როდესაც მოწიფულობის ასაკს მიაღწევს, ზოგი შვილი თვლის, რომ მან უკვე შეასრულა თავის მოვალეობა მშობლების წინაშე, მისცა რა მათ საცხოვრებელი. როდესაც საკვებსა და თავშესაფარს აძლევენ, შვილები არ ამჟღავნებენ მშობლების მიმართ სიყვარულსა და თანაგრძნობას. ხანდაზმულობის ასაკში მშობლები უფრო მეტად საჭიროებენ სიყვარულსა და თანარგძნობას, მაგრამ შვილები უმოწყალოდ აკლებენ მათ ყურადღებას. სანამ მშობლები ცოცხლები არიან, შვილებს უნდა უყვარდეთ ისინი და პატივს უნდა სცემდნენ მათ. საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სიხარულისა და ნათელის შეტანა მოხუცებული მშობლების ცხოვრებაში.ბოს 106.4

    როგორ შეუძლიათ ვაჟებს ან ქალიშვილებს მამის და დედის უცხო ადამიანების ხელში მშვიდად დატოვება, რათა არ იზრუნონ მათზე? თუ დედას მძიმე ხასიათი აქვს კიდეც, ესეც არ ათავისუფლებს შვილებს მასზე ზრუნვის მოვალეობისაგან, რომელიც ღმერთმა მათ დააკისრა.ბოს 107.1

    შესაძლებელი, შვილები თვლიან, რომ მათ ბავშვობაში სასტიკად ეპყრობოდნენ. მაგრამ განა შეძლებენ ისინი ღმერთთან მშვიდობიანად ყოფნას, თუ გულში მშობლების მიმართ შურისძიების სულს ატარებენ, განსაკუთრებით, როდესაც ისინი მოხუცდნენ და დაუძლურდნენ? განა მშობლების უძლურება შვილებისთვის სიყვარულის საფუძველი არ არის? განა მოხუცებული მშობლების საჭიროებანი არ გამოიწვევს კეთილშობილურ გრძნობებს გულში და განა არ მოეპყრობიან შვილები თავიანთ მშობლებს პატივისცემით და კეთილგანწყობით? ნუ მისცემთ გულს დედისა და მამის მიმართ გაქვავების უფლებას.ბოს 107.2

    განსაკუთრებით ძნელია იფიქრო ადამიანზე, რომელიც სიძულვილს განიცდის თავისი მოხუცი, დასუსტებული და დაუძლურებული დედის მიმართ. როგორი მოთმინებითა და მზრუნველობით უნდა მოექცნენ შვილები ასეთ დედას! საჭიროა მხოლოდ ნაზი სიტყვების თქმა, მხოლოდ იმ სიტყვებისა, რომლებიც ტკივილს არ მიაყენებს გულს.ბოს 107.3

    დაე, თქვენმა მშობლებმა, რომლებიც უძლურნი, უსუსურნი არიან იზრუნონ საკუთარ თავზე, თავიანთი უკანასკნელი დღეები გაატარონ კმაყოფაში, სიმშვიდესა და სიყვარულში. დაე, მათ თქვენგან მოისმინონ მხოლოდ სიკეთის, სიყვარულის, შეწყალებისა და პატიების სიტყვები. ნუთუ არ გსურთ უფალს უყვარდეთ, შეგიცოდოთ, გაპატიოთ და ყველაფერი გააკეთოს თქვენთვის ავადმყოფობის სარეცელზე? მაშინ მოექეცით სხვებს ისევე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ. მოუარეთ მშობლებს, იმიტომ, რომ სხვას არავის შეუძლია პატარა, კეთილი საქმეები მათთვის ისეთი მადლიერებით გააკეთოს, როგორც თქვენ.ბოს 107.4

    იმის შეგნება, რომ ისინი მშობლების კეთილდღეობას ემსახურებიან, შვილებს მთელი ცხოვრების მანძილზე კმაყოფილებას ანიჭებს და განსაკუთრებული სიხარული მოაქვს, როდესაც ისინი თვითონ საჭიროებენ თანაგრძნობასა და სიყვარულს. ისინი გაიხარებენ, რომ მყუდროებასა და სიმშვიდეს ანიჭებენ თავიანთ საყვარელ მშობლებს უკანასკნელ დღეებში. მოიქცე სხვაგვარად, მოაკლო უძლურ, მოხუცებულ მშობლებს ვაჟებისა და ქალიშვილების კეთილმოსურნე მსახურება - ნიშნავს აავსო სული სინდისის ქეჯნით, ცხოვრების დღეები კი - სინანულით, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი გულები ჯერ კიდევ არ გასასტიკდა და არ გახდა უგრძნობი, როგორც ქვა.ბოს 108.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents